არტოქსანი 20მგ #3ფლ გამხს.

არტოქსანი 20მგ #3ფლ გამხს.

4.83 ლარი
ქვეყანა: ეგვიპტე
მწარმოებელი: ეიპიკო ეგვიპტე
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ტენოქსიკამი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 29512
გააზიარე:
არტოქსანი
(ARTOXAN)


სავაჭრო დასახელება: არტოქსანი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ტენოქსიკამი

წამლის ფორმა
საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზებული ფხვნილი გამხსნელთან კომპლექტში.
აღწერილობა: მწვანე-ყვითელი ფერის ლიოფილიზებული ფხვნილი.
გამხსნელი: უფერო, გამჭვირვალე სითხე.

შემადგენლობა
პრეპარატის 1 ფლაკონი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ტენოქსიკამი 20 მგ.
დახმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ასკორბინის მჟავა, დინატრიუმის ედეტატი, ტრომეთამინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა.
1 ამპულა გამხსნელი შეიცვს 2 მლ საინექციო წყალს.

ათქ კოდი: M01AC.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები. ოქსიკამები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

არტოქსანი – ეფექტური ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატია (აასს) ძლიერი  ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ნაკლებად გამოხატული სიცხის დამწევი მოქმედებით. პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ორივე იზოფორმის ინჰიბირებით, რაც იწვევს არაქიდონმჟავას მეტაბოლიზმის დარღვევას და პროსტალგანდინების სინთეზის ბლოკადას.
არტოქსანის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია კაპილარების განვლადობის შემცირებით (ზღუდავს ექსუდაციას), ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზებით (ხელს უშლის ქსოვილების დამაზიანებელი ლიზოსომური ფერმენტების გამოთავისუფლებას), ანთების მედიატორების (პროსტალგანდინები, ჰისტამინი, ბრადიკინინი, ლიმფოკინები, კომპლემენტის ფაქტორები) სინთეზის დათრგუნვით ან ინაქტივაციით. პრეპარატი ანთების კერაში ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას, ამცირებს ქემოტაქსისს და ფაგოციტოზს; აფერხებს ანთების პროლიფერაციულ ფაზის განვითარებას; ამცირებს ქსოვილების პოსტანთებით სკლეროზირებას; ახასიათებს ქონდროპროტექტორული მოქმედება.
არტოქსანი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას ანთების კერაში და მოქმედებს ტკივილის თალამურ ცენტრებზე, გააჩნია მადესენსიბილიზებელი მოქმედება (ხანგრძლივი გამოყენებისას). რევმატიული დაავადებების დროს ამცირებს სახსრების ტკივილს როგორც მოსვენებულ მდგომარეობაში ასევე მოძრაობისას, ამცირებს დილის შებოჭილობას და სახსრების შეშუპებას, აუმჯობესებს მათ ფუნქციას და ზრდის მოძრაობის დიაპაზონს.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატს გააჩნია ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი _ 60-75 სთ. ადვილად გადალახავს ჰისტოჰემატურ ბარიერებს, კარგად აღწევს სინოვიურ სითხეში. Cmax-ს აღწევს 2 საათში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%-ს. სისხლის ცილებს უკავშირდება 99%-ით. ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა – 100%.

გამოყენების ჩვენებები
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით-დეგენერაციული დაავადებები, თანმხლები ტკივილის სინდრომით:
-    სახსროვანი სინდრომი პოდაგრის, რევმატიული ართრიტის, ოსტეოართროზის, მაანკილოზებელი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადება), ოსტეოქონდროზის,  რევმატიზმის სახსროვანი ფორმის (ტენდინიტი, ბურსიტი, მიოზიტი, პერიართრიტი) დროს;
-    ტკივილი ხერხემლში, ართრალგია, ნევრალგია, მიალგია, იშიალგია, ლუმბაგო;
-    ალგოდისმენორეა;
-    თავისა და კბილის ტკივილი, შაკიკი, ტკივილი ტრავმების, დამწვრობის დროს.

უკუჩვენებები
-    მომატებული მგრძნობელობა ტენოქსიკამის ან სხვა აასს-ების მიმართ;
-    საჭმლის მომნელებელი სისტემის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები;
-    სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

გვერდითი მოქმედება
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება მუცელში, ღებინება, მეტეორიზმი.
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
ალერგიული რეაქციები: ქავილი, ჭინჭრის ციება, ერითემა, სტივენს-ჯონსისა და ლაილის სინდრომები.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: პლაზმაში კრეატინინის, შარდოვანას კონცენტრაციის მომატება, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.

გამოყენების წესი და დოზები
განკუთვნილია ვენაში და კუნთში შესაყვანად.
ინიშნება დოზით 20 მგ დღეში ერთხელ, შემანარჩუნებელი დოზა: 10 მგ დღეში.
ტკივილის გამოხატული სინდრომის დროს დოზის გაზრდა შეიძლება 40 მგ-მდე დღეში ერთხელ.
პოდაგრული ართრიტის მწვავე შეტევებისას: 40 მგ დღეში 2-ჯერ პირველი 2-3 დღის განმავლობაში, შემდეგ 20 მგ დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში.

ჭარბი დოზა
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატი აძლიერებს ლითიუმის პრეპრატების, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტს (საჭიროა პროთრომბინის ინდექსის კონტროლი).
დიურეზულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას გასათვალისწინებელია ის, რომ შესაძლოა მოხდეს ორგანიზმში ნატრიუმისა და წყლის შეკავება.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება ასაკოვან პირებში, დიურეტიკების, ნეფროტოქსიური პრეპარატების მიღებისას, უშუალოდ ქირურგიული ჩარევის შემდგომ. ქირურგიულ ჩარევამდე რამდენიმე დღით ადრე არტოქსანის მიღება უნდა შეწყდეს.
ხანგრძლივი მკურნალობისას საჭიროა ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის, სისხლში პროთრომბინული ინდექსის, სისხლში გლუკოზის შემცველობის კონტროლი. მკურნალობის ფონზე კუწ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ- წყლულოვანი დაზიანების  ან სისხლდენის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.
უსაფრთხოება ბავშვებში გამოყენებისას არ არის დადგენილი.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება, ვინაიდან ამ კატეგორიის პაციენტებში არტოქსანის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

გამოშვების ფორმა
3 ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილით და 3 ამპულა გამხსნელით კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
1 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 15-25ºC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

გაცემის პირობები
რეცეპტით.

მწარმოებელი:
“ე.ი.პ.ი.კო.”, ეგვიპტე, თენს ოვ რამადან სიტი, პირველი სამრეწველო ზონა B1, ს/ყ 149 თენს
(“E.I.P.I.Cо.”, Egypt, Tenth of Ramadan City, First Industrial Area B1, P.O. box: 149 Tenth).
წარმოებულია “როტაფარმი”-სთვის, დიდი ბრიტანეთი.
(“ROTAPHARM”, Great Britain).

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (62 აფთიაქი)

ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2026-04-01
ავერსი 23
236-57-55
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2026-04-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2026-04-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2026-04-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2026-04-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2026-04-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2026-04-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2025-05-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2026-04-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2026-04-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2026-04-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2026-04-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2026-04-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2026-05-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2026-04-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2026-04-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2026-04-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2026-04-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2026-04-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2026-12-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2026-04-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2026-04-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2025-05-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2026-04-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2026-04-01

რეგიონი (44 აფთიაქი)