მალტოფერი 100მგ/2მლ #5ა

მალტოფერი 100მგ/2მლ #5ა

0.00 ლარი
საწყისი ფასი.
ისარგებლეთ მტრედი ბარათით და მიიღეთ მაქსიმალური ფასდაკლება.
ყოველ დღე ავერსში ყველაზე დაბალი ფასებია!
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანემიური საშუალებები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი: Ferri(III) hydroxidum polymaltosatum
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტურული
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

მალტოფერი


მალტოფერი წარმოადგენს რკინა(III)-ის ჰიდროქსიდის პოლიმალტოზურ კომპლექსის იზოტონურ წყალსხნარს ინტრამუსკულარული ინექციისთვის.
მალტოფერი ეფექტურად გამოიყენება რკინადეფიციტური მდგომარეობების დროს.

შემადგენლობა: მალტოფერის 1 ამპულა (= 2 მლ) შეიცავს 100მგ რკინას მაკრომოლეკულური რკინაIII-ის ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსის სახით.

ჩვენება: რკინადეფიციტური მდგომარეობის ყველა შემთხვევა, როდესაც საჭიროა რკინის სწრაფი და საიმედო  ჩანაცვლება, უფრო კონკრეტულად კი შემდეგ შემთხვევებში გამოიყენება: რკინის მძიმე დეფიციტის დროს, სისხლდენების შემდგომ პერიოდში (პოსტჰემორაგიული რკინის დეფიციტი); კუჭნაწლავის ტრაქტში რკინის შეწოვის დარღვევის დროს; შეუთავსებელი (შეუსაბამო) ორალური რკინის პრეპარატების მიღების დროს;  რკინადეფიციტური მდგომარეობა, როდესაც აღინიშნება  რეზისტენტულობა მკურნალობის მიმართ - პაციენტის ნდობა არ შეიძლება დანიშნულების სწორედ შესრულების (ტაბლეტემის მიღების) თვალსაზრისით; ექიმისა და პაციენტის არარეგულარული კონტაქტის დროს.

წინააღმდეგ ჩვენებები: რკინის სიჭარბის ყველა შემთხვევა, რკინის უტილიზაციის დარღვევები. კრონის დაავადება, ბრონქული ასთმა, პროგრესული ქრონიკული პოლიარტრიტი.

შენიშვნა: ანამნეზში რკინის პარენტერალური შეყვანის შედეგად ანაფილაქსიური შოკის განვითარების  შემთხვევის არსებობისას რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება სასინჯი დოზით რათა მოხდეს პაციენტის მგრძნობლობის განსაზღვრა.

გამოყენების წესი: მხოლოდ ინტრამუსკულარული

დოზირება: ნორმალური დღიური დოზა მოზრდილთათვის = 100მგ რკინა (1 ამპულა). ბავშვებისთვის უფრო მცირე დოზა გამოიყენება ასაკთან დამოკიდებულებით.

დღიური მაქსიმალური დოზები: ბავშვები 5 კგ-მდე წონის - 0.5 მლ (1/4ამპულა); ბავშვები 5-10კგ წონის ინტერვალში  - 1.0 მლ (2 ამპულა); მოზრდილები  - 4.0მლ (2 ამპულა)

გამოშვების ფორმა: 5, 50 და 100 ამპულიანი კოლოფები, ამპულაში 2 მლ/100მგ. 

ამპულა უნდა იქნას შენახული 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

ინექციის წესი: ინექციის ტექნიკა საკვანძო საკითხია, ვინაიდან არასწორად ჩატარებულმა პროცედურამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და კანი შეფერილობის შეცვლა.
ვენტრო-გლუტეალური ინექციის მეთოდი HOCHSTETER-ის მიხედვით რეკომენდირებულია ნორამულარი მეთოდის  - გარეთა ზედაკვანდრატის  ნაცვლად. ნემსის სიგრძე არანაკლებ 5-6 სმ-ისა, ნემსის განივკვეთი არ უნდა იყოს ფართო. HOCHSTETER-ის მიხედვით ინექციის ზონა განისაზღვრება  შემდეგნაირად: პირველი წერტილი A მოიძებნება თეძოს წინა ზედა წვეტის მიხედვით, სადაც უნდა დაფიქსირდეს ექიმის  შუათით, ხოლო საჩვენებელი თითი კი განიზიდება შუა თითისგან მაქსიმალურად, ისე რომ იგი მიედება თეძოს ქედს, და ეს არის უკვე წერტილი B. სამკუთხედი, რომელიც წარმოიქმენა პროქსიმალური ფალანგებისგან, წარმოადგენს ინექციის ზონას, იგი უნდა დამუშავდეს ანუ  დეზინფიცირდეს ჩვეულებრივი წესით. ნემსის ჩხვლეტამდე საჭიროა მოცემულ შემოფარგლულ ზონაში კანზე ზეწოლა თითებით ისე რომ მოხდეს კანი ჩაწევა 2სმ-მდე სიღრმით (რის შედეგადაც წარმოიქმნეა S-ის ფორმის კანი ნაოჭი) ამით მიიღწევა საინექციო ხსნარის კანქვეშა შრეში ჩაღვრის და ამის შედეგად კანი შეფერილობის ცვლილების თავიდან აცილება. საინექციო სითხის ქსოვილში შეშვების შემდეგ ნემსი ნელნელა უნდა ინეს გამოღებული, ზეწოლა კანზე უნდა გაგრძელდეს 1 წუთის განმავლობაში. პაციენტმა ინექციის შემდეგ უნდა იმოძრაოს. 

მწარმოებელი:  გერმანია.

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)