CHIKOVITA

„ჩიკოვიტა“ არის ისრაელის წარმოების, მხოლოდ კომპანია „ავერსისთვის“ შექმნილი, ე.წ. Private Label პროდუქცია, რომელიც მოიცავს:

  • საბავშვო საფენებს;
  • საბავშვო ჰიგიენურ საშუალებებს;
  • საბავშვო სველ საწმენდებს.

 

საფენის პირველი ფენა, რომელიც უშუალოდ ეხება ბავშვის კანს, ადვილად ატარებს სითხეს და მშრალი რჩება.

საფენის მეორე ფენა შემწოვია, შექმნილია სპეციალური მასალისგან, რომელიც სითხეს აკავებს და ხელს უწყობს შთანთქმული მასების მთელ ფართობზე თანაბარ გადანაწილებას.

მესამე ფენა ელასტიკური სათავისა და მრავალჯერადი მწებავი შესაკრავების საშუალებით უზრუნველყოფს კომფორტულ ფიქსაციას, ხოლო სპეციალური დამცავი ელასტიკური რეზინები ეფექტურად ეწინააღმდეგება გაჟონვას და ჩვილს თავისუფლად მოძრაობის საშუალებას აძლევს.

„ჩიკოვიტას“ საფენების მნიშვნელოვანი უპირატესობაა ჰაერგამტარი მსუნთქავი შრე, რომელიც ბავშვის კანს გადახურებისა და გაღიზიანებისგან იცავს.

„ჩიკოვიტას“ სველი საწმენდები ჰიპოალერგიული და დერმატოლოგიურად ტესტირებულია.