MESAUDA

დინამიკურად მზარდი და განვითარებადი იტალიური ბრენდი “მესაუდა” მიისწრაფვის, გამოირჩეოდეს პროფესიონალიზმით და საუკეთესო ხარისხით. ყოველი ახალი პროდუქტის შესაქმნელად კომპანია მიმართავს მხოლოდ სპეციალიზებულ ლაბორატორიებს, რათა უზრუნველყოს მომხმარებელი მაღალი ხარისხის ნაწარმით, რომლის დამატებითი ღირსებებია მოდური ფერები და ფუნქციურად დატვირთული, მიმზიდველი შეფუთვა.

„მესაუდა“ აწარმოებს ქალებისთვის განკუთვნილ დეკორატიულ და სამკურნალო კოსმეტიკას. მის ასორტიმენტში შედის მოვლისა და მაკიაჟის საშუალებები:

  • სახისთვის (კრემი, შრატი, ტონალური, ბბ კრემი),
  • თვალისთვის (ფანქარი, ტუში, ლაინერი),
  • ფრჩხილისთვის (ლაქი, ლაქის საშრობი),
  • ტუჩისთვის (ტუჩის საცხი, ფანქარი),
  • მაკიაჟის აქსესუარები (ფუნჯები).

„მესაუდას“ პროდუქციას მინიჭებული აქვს სერტიფიკატი ევრო–1, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმოებულია ევროპაში და აკმაყოფილებს ყველა ევროპულ სტანდარტს. „მესაუდას“ ნაწარმი უსაფრთხოა, რადგან არ შეიცავს პარაბენებს, პარაფინებს და ცხოველურ უჯრედებს.