შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს კონკურსს „ავერსის“ აფთიაქების ექსტერიერის დიზაინის პროექტზე

შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს კონკურსს „ავერსის“ აფთიაქების ექსტერიერის დიზაინის პროექტზე

  • 2020-06-30

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის - დიპლომირებულ არქიტექტორ-დიზაინერს და არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტს.
კონკურსში სტუდენტების ჩართვით გვინდა მხარდაჭერა გამოვხატოთ მომავალი თაობის მიმართ და წავახალისოთ ნიჭიერი ახალგაზრდები.

საკონკურსო მოთხოვნები და დავალება:
კონკურსში მონაწილე პირმა თავისი ხედვით უნდა წარმოადგინოს „ავერსის“ აფთიაქის ფასადის დიზაინი. ფასადში იგულისხმება:

  • შენობის გარეთა კედელი;
  • „ავერსის“ ჯვარი;
  • „ავერსის“ სარეკლამო აბრა;
  • „ავერსის“ აფთიაქის ფასადის მანიშნებლები.

არსებული აფთიაქის ექსტერიერი:
https://www.aversi.ge/ka/apothecas/34/
https://www.aversi.ge/ka/apothecas/45/
https://www.aversi.ge/ka/apothecas/9/
არსებული ავერსის ლოგო:
https://www.aversi.ge/logo/Logo.png

კონკურსის პირობა
საკონკურსო კომისიის მუშაობის პროცესში კონკურსანტებს მიეცემათ პრეზენტაციის ჩატარების საშუალება.
საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებების შეფასების შედეგად გამოავლინოს გამარჯვებული.
გამარჯვებულის საკონკურსო მასალა რჩება შპს „ავერსი-ფარმას“. მასვე ენიჭება საკონკურსო მასალების დეტალების ექსტერიერში გამოყენების უფლება.

გამარჯვებულ კონკურსანტთან შესაძლებელია გაგრძელდეს თანამშრომლობა აფთიაქების დიზაინის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით, როგორც მრჩევლის ან ზედამხედველის სტატუსით, ისე „ავერსი-ფარმაში“ სრულ განაკვეთზე დასაქმებით.

იმ კონკურსანტების ნამუშევრებიდან, რომლებიც ვერ გაიმარჯვებენ, არცერთი დეტალი არ იქნება გამოყენებული შპს „ავერსი-ფარმას“ სააფთიაქო ქსელის ექსტერიერში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო წინადადება უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტით, ელექტრონულ მისამართზე: [email protected], [email protected], - ან მოიტანონ მისამართზე: დავით აღმაშენებლის 148/2, მეოთხე სართული.

განაცხადები მიიღება 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით, 15:00 საათამდე.

გამარჯვებულს გადაეცემა 5000 ლარი.
საკონკურსო მასალასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს:
· კონკურსანტის პირადი მონაცემები (პირადობის მოწმობის/პასპორტის ქსეროასლი ან დასკანერებული ვერსია, საკონტაქტო ნომერი, ელექტრონული მისამართი).
საკონკურსო მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს 3D მოდელირებით, ელექტრონული სახით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
ტელ: +555585008,
საკონტაქტო პირი: ლევან კაკაბაძე

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე: