♥ იხილეთ მტრედი ბარათის სასაჩუქრე კატალოგი
♥ რა არის ავერსის მტრედი ბარათი?
ავერსის მტრედი ბარათი არის ავერსის ერთგული მომხმარებლისთვის შექმნილი ბარათი.
♥ როგორ გავხდეთ ავერსის მტრედი ბარათის მფლობელი?
ავერსის აფთიაქში ნებისმიერი ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ ანკეტა და გახდეთ მტრედი ბარათის მფლობელი.
♥ როგორ მუშაობს ავერსის მტრედი ბარათი?
ავერსის აფთიაქებში პროდუქციის შეძენისას ყოველთვის თან უნდა წარადგინოთ მტრედი ბარათი ან პირადი ნომერი, რათა მიიღოთ მაქსიმალური ფასდაკლება და ანგარიშზეც დაგიგროვდეთ შეძენილი პროდუქციის შესაბამისი ღირებულების მტრედი ქულები. მედიკამენტის, კოსმეტიკის და მოვლის საშუალებების შეძენა ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბანკო ბარათებით (Visa card, Master card და ა.შ.).
ავერსის მტრედი ბარათი არ არის გადახდის საშუალება, მასზე თანხა არ ირიცხება.
ბარათზე დაგროვილი მტრედების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ავერსის ნებისმიერ აფთიაქში ან ავერსის ვებ-გვერდზე შეამოწმეთ მტრედი ბარათი
♥ როგორ გროვდება მტრედი ქულები?
მტრედი ქულები გროვდება, როგორც მედიკამენტების, ასევე აფთიაქში არსებული ნებისმიერ პროდუქციის შეძენისას.
მტრედი ქულები გროვდება საბოლოოდ გადასახდელი თანხის შესაბამიასდ; 100 ლარზე გროვდება 5-10 მტრედი. 10 მტრედი = 1 ლარს.
მტრედი ქულები არ გროვდება სადაზღვევო პოლისით განხორციელებულ შეენაძენზე, მერია/გამგეობის დაფინანსებისას, ასევე, საპენსიო პროექტის ფარგლებში მედიკამენტების შეძენისას
დაგროვებული მტრედი ქულები უქმდება ყოველი კალენდარული წლის ბოლოს.
♥ შეიძლება თუ არა ბარათი ვათხოვოთ სხვას?
თქვენი ბარათი შეგიძლიათ ათხოვოთ თქვენი ოჯახის წევრს, რათა უფრო სწრაფად დააგროვოთ სასურველი მტრედების რაოდენობა.
♥ როგორ ხდება დაგროვებული მტრედი ქულების გამოყენება?
დაგროვებული მტრედი ქულებით შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი მედიკამენტი და ავერსის ექსკლუზიური კოსმეტიკა და მოვლის საშუალებები.
დაგროვებული მტრედი ქულებით სასურველი პროდუქტის შერჩევა და მიღება შეუძლია მხოლოდ მტრედი ბარათის მფლობელს, რომელმაც უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
“მტრედი ბარათი” წარმოადგენს “ავერსი”-ს საკუთრებას და მისი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გთხოვთ დაუყოვნებლივ აცნობოთ კომპანიას. ასევე, ჩვენს კომპანიაში მიმდინარე მარკეტინგული აქციების შესახებ შეტყობინების მიღების სურვილის არარსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ “ავერსი”-ს ცხელ ხაზს: 2900-800. მტრედი ბარათის პოვნის შემთხვევაში ბარათი დაუბრუნეთ ავერსს.
კომპანიას უფლება აქვს ზემოთ ჩამოთვლილი პირობები შეცვალოს ცალმხრივად და ამის შესახებ მომხმარებელს აცნობოს ვებ-გვერდის ან სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.