პირადი სააფთიაქო თარო

დაიმახსოვრე

 

შექმენით პირადი სააფთიაქო თარო

ხართ ავერსის მტრედი ბარათის მფლობელი? ჯერ კიდევ არ გაქვთ თქვენი პირადი სააფთიაქო თარო?

ნუ დაელოდებით ფასდაკლების დღეს, აირჩიეთ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 10 მედიკამენტი, განათავსეთ თქვენს პირად სააფთიაქო თაროზე და ისარგებლეთ ყოველდღე ყველაზე დიდი ფასდაკლებით!

პროექტში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ასაკის მომხმარებელს!
თითოეული პროდუქტის განთავსება პირად სააფთიაქო თაროზე შესაძლებელია 1 თვის ვადით; შემდეგ შეგიძლიათ, შეცვალოთ თაროზე არსებული დასახელება სასურველი პროდუქტით დადგენილი სიიდან.
მედიკამენტები:
· საგულე საშუალებები;
· წნევის დამწევი საშუალებები;
· თრომბის საწინააღმდეგო საშუალებები;
· ქოლესტერინის მარეგულირებელი საშუალებები;
· დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები;
· ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები;
· ვენების ქრონიკული უკმარისობის სამკურნალო საშუალებები;
· სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებები;
· თვალის დაავადებების სამკურნალო საშუალებები;
· საჭმლის მონელების დარღვევისას ქრონიკულად გამოსაყენებელი საშუალებები;
· რევმატული დაავადებების სამკურნალო საშუალებები და სხვა.