ფონდი

ფონდი "ავერსი" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს დაეხმარა

საქველმოქმედო ფონდ "ავერსისა" და ორგანიზაცია ,,ადამიანი"-ს ინიციატივით კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია ჩატარდა, რომლის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საჩუქრებთან ერთად მათთვის საჭირო მედიკამენტები დაურიგდათ.
ორგანიზაცია ,,ადამიანი" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, დევნილების და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის დახმარების მიზნით 2008 წლის აგვისტოს თვეში დაარსდა და ამ დღიდან ორგანიზაციას საერთაშორისო დონორებისაგან მიღებული მილიონობით ლარის ღირებულების ნივთები და პროდუქტები (ინვალიდის ეტლები, ტანსაცმელი, ჰიგიენური, სასკოლო კომპლექტები, საკვები და სხვა) უკვე ქვეყნის მასშტაბით აქვს განაწილებული.
- ჩვენი ოფიციალური მიმართვის საფუძველზე, საქველმოქმედო ფონდ "ავერსისაგან" დახმარება სამედიცინო პრეპარატებისა და აუცილებელი მედიკამენტების სახით არაერთხელ მიგვიღია, რაც მცხეთა-თიანეთში ბაზირებულ სხვადასხვა ჰუმანიტარულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციების ბენეფიციარებს გადაეცათ - აღნიშნა ა(ა)იპ ,,ადამიანი"-ს დამფუძნებელმა გიორგი ათაშვილმა.
მისივე თქმით, ფონდ "ავერსთან" ერთად ორგანიზაცია "ადამიანმა" რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა:
* 2011 წელს - დუშეთის მოხუცებულთა სასადილოს ბენეფიციარებს ჩაუტარდათ პროფესიული სამედიცინო გასინჯვა და დაურიგდათ მედიკამენტები;
* 2012 წელს - ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს ჩაუტარდათ სამედიცინო გასინჯვა და დაურიგდათ საჭირო მედიკამენტები.
* 2014 წელს მცხეთის დღის ცენტრის შესაძლებლობა შეზღუდულ ბავშვებს სხვა საჩუქრებთან ერთად დაურიგდათ მათთვის აუცილებელი მედიკამენტები...
- "ავერსთან" ერთობლივად ჩატარებული აქციების მიზანი იყო და არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და შესაძლებლობა შეზღუდული მოქალაქეების დახმარება და მათი მძიმე სოციალური საარსებო პირობების შემსუბუქება შესაძლებლობის ფაგლებში - აღნიშნა გიორგი ათაშვილმა - ვამაყობთ, რომ ვართ "ავერსის" უმცროსი მეგობარი და პარტნიორი ორგანიზაცია, ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე შესაძლებლობა შეზღუდულ ადამიანს ინვალიდის ეტლი და სხვა დამხმარე საშუალებები "ავერსის" შუამდგომლობითაც გადავეცით.
იმედი გვაქვს ფონდ ,,ავერსთან" ჩვენი ურთიერთობა კვლავაც გაგრძელდება.
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" სხვადასხვა მუდმივმოქმედ და პერმანენტულ პროექტებს ახორციელებს, რომელთა მიზანი იმ ადამიანების, მოხუცების, ბავშვების, მრავალშვილინი ოჯახების მხარდაჭერაა, ვისაც დახმარება და მატერიალური თანადგომა ესაჭიროება.

Share: