საქველმოქმედო ფონდმა “ავერსმა” მცხეთაში ჰუმანიტარული აქცია გამართა

საქველმოქმედო ფონდმა “ავერსმა” მცხეთაში ჰუმანიტარული აქცია გამართა

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" წარმომადგენლები ძეგვის ბავშვთა სახლის ბაზაზე შექმნილ წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ და თავშესაფარს საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადასცეს. აქცია 1 მარტს ჩატარდა. როგორც სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნანა გოგოჭურმა აღნიშნა, მედიკამენტები მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება იყო. “ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში 60 ადამიანი ცხოვრობს. მათგან 17 ბავშვია. მედიკამენტების შეძენა  მუდმივად გვიწევდა. მივმართეთ საქველმოქმედო ფონდ "ავერსს" და მათ ჩვენი თხოვნა უყურადღებოდ არ დატოვეს. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ჩვენს აქციაში მონაწილეობა მიიღო და დახმარების ხელი გამოგვიწოდა” _ აღნიშნა ქალბატონმა ნანამ.
წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრს 2422.58 ლარის ღირებულების მედიკამენტები გადაეცა.
ამავე დღეს
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მცხეთის რაიონის სოფელ ძალისში მდებარე “კათარზისის” მოხუცებულთა სახლსაც დაეხმარა და მათ 910.15 ლარის ღირებულების მედიკამენტები გადასცეს.

Share: