საქველმოქმედო ფონდ ავერსსა და ოლიპიურ კომიტეტს შორის დადებული მემორანდუმი გრძელდება

საქველმოქმედო ფონდ ავერსსა და ოლიპიურ კომიტეტს შორის დადებული მემორანდუმი გრძელდება

2009 წლის 19 თებერვალს “ავერსსა” და ოლიმპიურ კომიტეტს შორის პირველად გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმად  ქართულ სპორტში მოღვაწე და ვეტერანი სპორტსმენები “ავერსის” კლინიკაში სამედიცინო მომსახურებას სრულიად უსასყიდლოდ იღებენ. გარდა ამისა, ექიმის მიერ გამოწერილი წამლებიც პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ. მემორანდუმი ყოველწლიურად ერთი წლის ვადით იდება. წლეულსაც 7 თებერვალს საქველმოქმედო ფონდ “ავერსსა” და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის გაფორმდა შეთანხმება დახმარების მემორანდუმის გაგრძელების თაობაზე. ბრიფინგს ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტილერი ხაბელოვი; ვიცე-პრეზიდენტები _ ელგუჯა ბერიშვილი და მამუკა ხაბარელი; “ავერსის” დამფუძნებელი პაატა კურტანიძე; საქველმოქმედო ფონდი "ავერსის" დირექტორი ქეთევან ნემსაძე; “ავერსის” კლინიკათა ქსელის გენერალური დირექტორიდიმიტრი ჯორბენაძე და ქართული სპორტის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები _ ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები.

დღემდე  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებისათვის ნახევარმიოლიონამდე ლარია დახარჯული: ფინანსური - 192 442 ლარი, სამედიცინო მომსახურებაზე - 117 572, ხოლო მედიკამენტებზე -141 248,72 ლარი. მემორანდუმის თანახმად, სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა საქველომოქმედო ფონდ “ავერსის” პრიორიტეტი გახლავთ. ხელშეკრულება ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 
როგორც ოლიმპიური კომიტეტის რიგით უკვე მეხუთე პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, “ავერსის” დამფუძნებელი ბატონი პაატა კურტანიძე ქართული სპორტის დიდი ქომაგია: 

_ ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად არჩევისთანავე წამოვჭერით, გახლდათ “ავერსსა” და ოლიმპიურ კომიტეტს შორის დადებული მემორანდუმის გაგრძელება. ეს მართლაც წარმატებული პროგრამაა _ ნაკრების წევრები მუდმივად ფორმაში რომ იყვნენ რეგულარული სამედიცინო მომსახურება, დიაგნოსტიკური კვლევები და სხვადასხვა სახის პროცედურები სჭირდებათ. ბატონი პაატას ხელშეწყობით ყოველივე ამას სპორტსმენები უსასყიდლოდ იღებენ. ეს მართლაც დიდი საქმეა _ ქართულ სპორტს დიდი გულშემატკივარი ჰყავს, რაზეც მადლობას მოგახსენებთ ბატონო პაატა _ პროექტი ნამდვილად წაადგება ჩვენს სპორტს, რადგან არა მხოლოდ ვეტერანები, არამედ ნაკრების წევრები და მოქმედი სპორტსმენები, უმთავრესად, სწორედ ავერსის კლინიკაში იტარებენ სამედიცინო კვლევებს და ასევე ფონდ “ავერსის” ხელშეწყობით იღებენ მედიკამენტებს, რომლებსაც ექიმი უნიშნავთ. წარმატებები, რაც დაგროვდა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად თქვენი დამსახურებაც არის. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თქვენ დაგაჯილდოვათ საპატიო ჯილდოთი ნიშნად იმის, რომ მემორანდუმი წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტია. იმედია, რომ, თქვენი მხარდაჭერით, ის კიდევ მრავალი წელი იმუშავებს... 
სპორტის ფედერაციის სახელით, ვეტერანი და წამყვანი სპორტსმენების სახელით, დიდ მადლობას მოგახსენებთ იმ გულისხმიერებისთვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ ქართული სპორტის მიმართ _ აღნიშნა ბატონმა ლერიმ. 
_  “მადლობელი ვარ ღმერთის, რადგან მაქვს საშუალება, რომ ჩემმა კომპანიამ დახმარება გაუწიოს როგორც მოქმედ, ასევე ვეტერან სპორტსმენებს _ აღნიშნა “ავერსის” დამფუძნებელმა ბატონმა პაატა კურტანიძემ _ სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისთვის “ავერსთან” გაფორმებული მემორანდუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთ. სასიხარულოა ისიც, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დამაჯილდოვა, როგორც სპორტის ქომაგი და მეცენატი _ მათი წარმომადგენლები გვესტუმრნენ და აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტი დღემდე არც ერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა და, ამმხრივ, ქართველებს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული...
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ “ავერსისთვის” ძალიან მნიშვნელოვანია ქართული სპორტის მიღწევები.
სპორტი უდიდეს შრომასთან და ასევე სერიოზულ სამედიცინო ტრავმებთან არის დაკავშირებული... ვინაიდან სამედიცინო სფეროში ვმოღვაწეობთ, გაგვიჩნდა იდეა, რომ ჩვენი წვლილი შეგვეტანა ქართული სპორტის განვითარებაში _ გაგვეკეთებინა მაქსიმუმი რაც ჩვენზეა დამოკიდებული... ამიტომ წელს კვლავ ვაგრძელებთ ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს როგორც მოქმედი, ასევე ვეტერანი სპორტსმენების სამედიცინო მომსახურებით და მედიკამენტებით უზრუნველყოფას. 
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ახალ ხელმძღვანელობას: ბატონ ლერის და ვიცე-პრეზიდენტებს, რომ გამოხატეს სურვილი, კვლავ გაეგრძელებინათ “ავერსთან” ხელშეკრულება. თავისთავად ცხადია, ახალი გუნდი კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით მოვიდა კომიტეტში და სურვილი აქვთ, სპორტსმენებმა მსოფლიო სპორტულ ასპარეზზე საქართველო საუკეთესოდ წარმოაჩინონ... ჩვენც ვეცდებით მაქსიმალურად მხარში დაგიდგეთ. დიდ მადლობას ვუხდი, ასევე, სპორტსმენებს, იმ წარმატებებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას მოუტანეს”... 
 “ავერსის კლინიკის” გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ კი აღნიშნა, რომ დიდ სპორტში წარმატების მიღწევა მძიმე შრომის გარეშე რთულია. ძლიერ დატვირთვას კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მოსდევს, სწორედ ამიტომ საქველომოქმედო ფონდ “ავერსსა” და კომიტეტს შორის დადებული მემორანდუმი ქართული სპორტის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:
_  თანამედროვე სპორტში შეუძლებელია წარმატების მიღწევა, თუ სპორტსმენს არ აქვს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება. უკვე მეხუთედ ფორმდება მემორანდუმი ს
აქველმოქმედო ფონდ "ავერსსა" და ოლიმპიურ კომიტეტს შორის. მე როგორც კლინიკის გენერალური დირექტორი, ვამაყობ, რომ ჩვენი კლინიკა ამ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობს და 2009 წლიდან დღემდე უამრავ სპორტსმენს გაეწია სამედიცინო მომსახურება, რომლის საერთო ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღწევს. ეს პროექტი დღეს კიდევ ერთი წლით გაფორმდა და იმედი გვაქვს, რომ კვლავ გაგრძელდება.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა რომან რურუამ აღნიშნა, რომ სისტემატური სამედიცინო კონტროლი სპორტსმენისთვის ისევე აუცილებელია, როგორც ვარჯიში:
_ ამ პროექტის წყალობით იმედიანად ვართ _ არ გვეშინია, რომ წამლის შესაძენად თანხა არ გვეყოფა, რომ სამედიცინო მომსახურების ღირებულებას ვერ ავანაზღაურებთ... ამასთანავე, უნდა აღვნიშნო, რომ ავერსის კლინიკაში სამედიცინო სერვისები უმაღლეს დონეზეა.სპორტი დიდ დატვირთვასთან არის დაკავშირებული და ტრავმები ასაკის მატებასთან ერთად შეგვახსენებს ხოლმე თავს. ბატონი პაატა კურტანიძე უდიდეს საქმეს აკეთებს, მე პირადად მადლობის მეტი არაფერი მეთქმის და ყველა სპორტსმენის სახელით მადლობას ვუხდი ეროვნული საქმის ერთგულებისთვის. მართლაც, სპორტსმენს ძლიერი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დატვირთვის ატანა უწევს, ამიტომ მისთვის სამედიცინო მომსახურება ხშირად ცხოვრების წესად იქცევა ხოლმე. მემორანდუმი ყოველწლიურად ფორმდება და პროექტი კვლავაც გაგრძელდება. 
“ავერსი” საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს უსურვებს წარმატებას, გამარჯვებას, ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს!
Share: