„ავერსის“ მხარდაჭერით ჩატარდა საერთაშორისო სასწავლო კურსი „ტრანსლაციური ეპიგენეტიკა ზუსტ მედიცინაში“

„ავერსის“ მხარდაჭერით ჩატარდა საერთაშორისო სასწავლო კურსი „ტრანსლაციური ეპიგენეტიკა ზუსტ მედიცინაში“

„ავერსის“ მხარდაჭერით ჩატარდა საერთაშორისო სასწავლო კურსი „ტრანსლაციური ეპიგენეტიკა ზუსტ მედიცინაში“

საქართველოს სამედიცინო გენეტიკისა და ეპიგენეტიკის საზოგადოებისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თელავში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, ჩატარდა საერთაშორისო სასწავლო კურსი „ტრანსლაციური ეპიგენეტიკა ზუსტ მედიცინაში“ . ღონისძიებამ, რომელიც 2026 წლის 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდა, დიდი პრაქტიკული და აკადემიური მნიშვნელობა შეიძინა.

მასშტაბური კურსი, რომელსაც ოფიციალურად უჭერს მხარს ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოება (European Society of Human Genetics - ESHG), საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა. პროგრამა ფოკუსირებული იყო ტრანსლაციური ეპიგენეტიკის როლზე პერსონალიზებულ და ზუსტ მედიცინაში და მიზნად ისახავდა ექიმების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის თანამედროვე, ინოვაციური მიმართულებების გაცნობას.

წამყვანმა ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა აუდიტორიას თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს. სესიები მოიცავდა ისეთ აქტუალურ და ფუნდამენტურ თემებს, როგორიცაა:

  • დნმ-ს მეთილირება და მისი რეგულატორული მექანიზმები;
  • ეპიგენეტიკური ბიომარკერები და დიაგნოსტიკური შესაძლებლობები;
  • ეპისიგნატურები და კლინიკური გამოყენება;
  • ეპიგენეტიკური თერაპია და ზუსტი მედიცინის პერსპექტივები.

პროგრამას ესწრებოდნენ მსმენელები არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი და ევროპის ქვეყნებიდანაც, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული მასშტაბი შესძინა. ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი საქველმოქმედო ფონდ ი „ავერს ი“ გახდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტმენტის ხელმძღვანელმა, პროფესორ მა თინათინ ტყემალაძე მ აღნიშნა, რომ ამგვარი ინიციატივები უდიდეს როლს ასრულებს ქვეყანაში თანამედროვე სამედიცინო მიმართულებების განვითარებასა და ახალი თაობის მკვლევართა პროფესიულ ზრდაში. მან მადლობა გადაუხადა ფონდ “ავერსს” და მის დამფუძნებელს, ბატონ პაატა კურტანიძეს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ინოვაციური სამედიცინო მეთოდოლოგიისა და თანამედროვე სამკურნალო ტექნოლოგიების დანერგვის მუდმივი მხარდამჭერია.

აკადემიურ ნაწილთან ერთად, კურსი მდიდარ კულტურულ პროგრამასაც მოიცავდა. უცხოელი მეცნიერები საქართველოს უძველეს კულტურასა და ტრადიციებს გაეცნენ. განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა ქართულ კულინარიასთან ზიარება: კურსის მონაწილეებმა საკუთარი ხელით ჩააკრეს თონეში შოთები, გამოაცხვეს ტრადიციული ხაჭაპური და მოხარშეს ხინკალი, ბოლოს კი ქართული ღვინოებიც დააგემოვნეს. აკადემიური დიალოგისა და თბილი, მეგობრული ურთიერთობის სინთეზმა ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ეს შეხვედრა განუმეორებელ გამოცდილებად აქცია.

Share: