საქველმოქმედო ფონდმა

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა

ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" ტრადიციული ღონისძიებებით აღნიშნა: მრავალშვილიან ოჯახებს მთაწმინდის პარკის აბონიმენტები გადასცა და პირველი ივნისი ნამდვილ დღესასწაულად უქცია.

როგორც ფონდის ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, ბავშვთა დღეს "ავერსი" ყოველთვის გამორჩეულად ხვდება, რადგან პატარების გახარება და მათთვის ბედნიერების მინიჭება განსაკუთრებით სასიამოვნოა.

ვესაუბრეთ აქციის მონაწილეებს:

არჩილ მენაბდე  ექვსი შვილის მამაა. ოჯახს სულ მალე, კიდევ ერთი ახალი წევრი შეემატება. როგორც ბატონმა არჩილმა გვითხრა, მის პატარებს "ავერსის" საჩუქრით მიღებული ემოციები  ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ:

- ბავშვებმა მთაწმინდის პარკში გასართობ ატრაქციონებზე  ბევრი იმხიარულეს. პირველი ივნისი მათთვის ნამდვილი დღესასწაული იყო. მეექვსე შვილი რომ შეგვეძინა საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" პამპერსები და ბავშვის მოვლის საშუალებები გადმოგვცა. ჩვენს ქეთევანს დღემდე აქვს ფონდის საჩუქრები. წარმატება მინდა ვუსურვო "ავერსს", რადგან ის ადამიანებს სიკეთეს უანგაროდ ჩუქნის.

ხვიჩა ვაჩეიშვილი ხუთი შვილის მამაა. მისი ოჯახიც "ავერსის" სადღესასწაულო აქციის მონაწილე გახლდათ. ბატონმა ხვიჩამ გვითხრა, რომ "ავერსის" ინიციატივები ყოველთვის დიდ საქმეს ემსახურება - ყველა აქცია და საქველმოქმედო ღონისძიება ეროვნული მასშტაბისაა. მრავალშვილიანების თანადგომაც სწორედ ამ მიზანს  ისახავს და ეს ძალიან დასაფასებელია.

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" საჩუქრები ბავშვთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართული ინტერკულტურული ფესტივალის  მონაწილეებსაც   გადასცა. ფესტივალი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მონაწილეობით წლეულს მეცამეტედ ჩატარდა. 

ვესაუბრეთ ინტერკულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო  ფონდის ხელმძღვანელს დალილა გოროშიძეს:

- პანდემიის ფონზე ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ინერკულტურული ფესტივალი წლეულს პირველად დაიგეგმა. როგორც ყოველთვის, ჩვენი მხარდამჭერი გახლავთ საქველმოქმედო ფონდი "ავერსი". რომ არა ბატონი პაატა კურტანიძისა და საქველმოქმედო ფონდის თანადგომა, ამ ღონისძიებას ვერ გავმართავდით. ჩვენი ფესტივალის მონაწილეები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან. კულტურულ ღონისძიებაში მათი ერთობლივი ჩართულობა ეროვნულ ინტერესებს ემსახურება და ამ დიდი საქმის სულისჩამდგმელი "ავერსია" - ის  სიკეთის მსახურია.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მუდმივად უჭერს მხარს.

"ავერსი" ყველა პატარას უსურვებს ჯანმრთელობას და ბედნიერ ბავშვობას.

Share: