"ავერსმა" შობა-ახალი წელი ტრადიციული ღონიძიებებით აღნიშნა

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" შობა-ახალი წელი  გულუხვი საჩუქრებით მიულოცა მეგობარ ორგანიზაციებს, რომლებიც "ავერსის" მხარდაჭერას მუდმივად გრძნობენ.

- შობა-ახალი წელი მივულოცეთ მეგობარ ორგანიზაციებს და შევეცადეთ მათთვის  იანვრის დღესასწაულები კიდევ უფრო გაგველამაზებინა - აღნიშნა ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ.

"ავერსმა" ახალი წლის დადგომა დუშეთისა და სიღნაღის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციებს ტკბილეულით მიულოცა, ჰიგიენური საშუალებები გადასცა მზრუნველ ორგანიზაციებს: "მშობელთა თანადგომას", "ნაბიჯ-ნაბიჯს" და "დედების ფონდს", ასევე ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს.

შობა-ახალი წელი  ფონდმა "ავერსმა" ორიგინალურად აღნიშნა საქართველოს ქალთა საბჭოშიც და ღვაწლმოსილ ქალბატონებს მოვლის საშუალებები გადასცა.

საჩუქრები მიიღო ორგანიზაციამ "მომავალი ვარსკვლავი"...

"ავერსმა" საახალწლო განწყობა შეუქმნა თითოეულ მათგანს და  საჩუქრებით გაულამაზა დღესასწაული.

"ავერსი" გილოცავთ შობა-ახალ წელს, ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს გისურვებთ.

Share: