„ავერსმა“ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ექიმები დააჯილდოვა

„ავერსმა“ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ექიმები დააჯილდოვა

200-მდე წამყვან ქართველ სპეციალისტს, რომელიც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ თავდაუზოგავად იბრძოდა თითოეული პაციენტის  სიცოცხლის გადასარჩენად, პატივისცემის ნიშნად, სიგელები,  პრიზები და  „ავერსის“ სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ.

ორგანიზაცია „ქალთა საბჭოს“ მიერ ინიცირებული ყოველწლიური ფესტივალის „მადლობა მადლიერების“ ფარგლებში გამართული შეხვედრა  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სხვადასხვა კერძო ორგანიზაციის  მხარდაჭერით შედგა. ღონისძიებას  სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ უმასპინძლა. ხანგრძლივი რემონტის შემდეგ გაიმართა პირველი გამოფენაც, სადაც წარმოდგენილი იყო  აკადემიის რექტორის გია გუგუშვილის და მისი მეუღლის _ მხატვარ ქეთი მატაბელის ნამუშევრები.

- ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც  დღეს შეგვიძლია გავაკეთოთ, გამოვხატოთ მეტი სითბო და სიყვარული  იმ ადამიანების მიმართ, ვინც ასე იბრძვის ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ექიმებს განსაკუთრებულ პატივს ვცემ. თავადაც მათ გარემოცვაში ვარ გაზრდილი. პაპა _ ვასილ მატაბელი გახლდათ ეპიდემიოლოგი, რომელმაც ასი წლის წინ, თავის გუნდთან ერთად კახეთში მალარია დაამარცხა. მამა _ გული მატაბელი პროფესორი გახლდათ, რომელმაც ეპიდემიოლოგების არაერთი  ახალი თაობა აჩუქა ჩვენს ქვეყანას. ღონისძიება, სადაც მათ მიმართ ჩვენი პატივისცემა გამოვხატეთ „ავერსის“ თანადგომით გაიმართა და სასიხარულოა, რომ ეს ორგანიზაცია მუდამ დგას იმ ადამიანების გვერდით, ვინც ჩვენს ჯანმრთელობას ემსახურება _ აღნიშნა ქალბატონმა ქეთევანმა.

მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ  საბავშვო პოეტის, პედაგოგის, მრავალი საბავშვო წიგნის და ზღაპრის ავტორის, ქალბატონ ლუარა ჭანტურიას ნამუშევრებიც, რომლებიც პანდემიის თემატიკას მიეძღვნა.

ქალბატონი ლუარა კურირებს ასევე საბავშვო ვებ-გვერდს რომელიც „საქართველოს ქალთა საბჭო პანდემიის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში შეიქმნა.

_  პანდემიის დროს ადამიანებს სულიერად ძალიან გაუჭირდათ. მით უფრო ბავშვებს. ჩვენი საიტის მიზანი მათთვის სულიერი საზრდოს მიცემა გახლდათ. უნდა გვახსოვდეს, რომ  პრიორიტეტი დღეს ბავშვებია, ჩვენი ხვალინდელი დღე  _ გვითხრა ქალბატონმა ლუარამ _  ასეთ დროს თანადგომა თითოეულ ჩვენგანს  განსაკუთრებით სჭირდება,   „ავერსი“ კი ყოველთვის თანადგომასთან და იმედთან ასოცირდება და სრულიად ბუნებრივია, რომ ის მედიკოსთა პატივსაცემად გამართულ ღონისძიებას მხარში უდგას.  

აკადემიის ეზოში, ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებაზე საბავშვო ვებ- გვერდის განხილვაც მოეწყო, სადაც ბავშვების საუკეთესო ნახატების, მათი ლექსებისა და მუსიკალური კლიპების შეფასება მოხდა. ისაუბრეს მსგავს პროექტებზე „ხელოვნება“, „მხატვრობა“, „ლიტერატურა“,  '”ჩვენი ეზო და აივნები”'' _ რომლებიც სოციალურ ქსელებში თებერვლიდან გამოჩნდა და დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

გამოფენაში მონაწილეობდნენ მედია ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებიც, რომლებმაც ესკიზურად გამოსახეს კოვიდ 19. ასევე,  ახალგაზრდა მხატვარი, თეკლა მელაძე. სტუმრებს მათი შემოქმედების გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ  აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები რომლებსაც ასევე სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.

როგორც „ქალთა საბჭოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან გაბრუაშვილმა აღნიშნა, ღონისძიება მრავლისმომცველი იყო და თითქმის ყველა თემას შეეხო, რომელიც დღეს საქართველოში  აქტუალური გახლავთ:

_ განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო საქველმოქმედო ფონდ „ავერსის“ და მისი დამფუძნებლის პაატა კურტანიძის  წვლილი. ეს ორგანიზაცია  მუდამ მხარში უდგას „ქალთა საბჭოს“ - გვეხმარება მედიკამენტებით, როდესაც მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობისთვის აქციებს ვმართავთ, აღდგომის დღესასწაულიც არაჩვეულებრივი სიურპრიზებით მოგვილოცა _  პანდემიის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „ავერსის“ დახმარებით  ჰიგიენური საშუალებები გადავეცით  წინა ხაზზე მოქმედ ინფექციონისტებს. 30 სექტემბერს პანდემიის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმებისთვის გამართულ ღონისძიებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის და უდიდესი მადლიერება გვსურ გამოვხატოთ ამ ორგანიზაციის მიმართ _ აღნიშნა ქალბატონმა ქეთევანმა.

საქველმოქმედო ფონდ „ავერსის“ დირექტორმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, რომ დღეს, როდესაც პანდემია მსოფლიოსთვის უდიდეს გამოწვევად იქცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დაფასება, ვისაც წვლილი შეაქვს ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 „ავერსი“ თანადგომას უცხადებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და გისურვებთ ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს.  

Share: