მარნეულში

მარნეულში "ავერსის კლინიკისა" და ფონდ "ავერსის" ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა

"ავერსის კლინიკამ" და საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" ერთობლივი აქცია გამართეს, რომლის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში კარანტინის ზონაში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს საკვები პროდუქტები და მედიკამენტები მიეწოდებათ.

"ავერსის" მარნეულის მეორე კლინიკისა და აფთიაქის მენეჯერმა მაია ბახტურიძემ აღნიშნა, რომ შექმნილი საგანგებო მდგომარეობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთად იქცა და მათ თანადგომა განსაკუთრებით სჭირდებათ. დახმარება ყველაზე მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზეა გათვლილი:

- შევარჩიეთ ყველაზე გაჭირვებული ოჯახები. მათ საკვები პროდუქტები და პირველადი საჭიროების მედიკამენტები გადაეცემათ. "ავერსის" საჩუქრების მიწოდებაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა კუპრეიშვილი გვეხმარება - "ავერსის" ჰუმანიტარულ დახმარებას გამგეობის წევრები "ავერსის" წარმომადგენლებთან ერთად ურიგებენ მოსახლეობას.

მიწოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. კარანტინის ზონაში მყოფი მოსახლეობისთვის "ავერსის" საქველმოქმედო აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

Share: