Флебил крем-гель дневной 50г

Флебил крем-гель дневной 50г

0.00 Gel
Страна:
Производитель:
Дженерик: Diosmin+Hesperidin
Правила Отпуска: III группа, отпускаемые без рецепта
Код: 46477
Поделитесь:

Продукт не продается.

ფლებილი კრემ-გელი

 ფლებილის კრემ-გელი განკუთვნილია ფეხის კანის მოვლისთვის. დელიკატური მასაჟის გზით კრემ-გელი აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ხსნის წვივის კუნთების დაძაბულობას და უბრუნებს ფეხებს სიმსუბუქის კომფორტულ შეგრძნებას.
ფლებილის კრემ-გელი შეიცავს მიკრონიზებული ნატურალური ფლავონოიდების კომპლექსს: დიოსმინს და ჰესპერიდინს, რომლებიც დადებით ზემოქმედებას ახდენენ ქვედა კიდურების სისხლძარღვებზე. ისინი აძლიერებენ სისხლძარღვების კედლის ტონუსს და აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას.
ფლებილის კრემ-გელის მსუბუქი ფორმულა უზრუნველყოფს მის სწრაფ შეწოვას. მასში შემავალი კომპონენტები ხდიან ფეხის კანს გლუვსა და ხავერდოვანს, უზრუნველყოფენ დამატენიანებელ ეფექტს. ფლებილის კრემ-გელის რამოდენიმეჯერ გამოყენების შემდეგ კანი ხდება შესამჩნევად გლუვი და ელასტიური.
ფლებილის კრემ-გელის გამოყენება რეკომენდებულია რეგულარულად, დღეში ერთჯერ.
გამოყენების წესი: კრემ-გელის მცირე რაოდენობა დაიტანეთ ფეხის კანზე და შეიზილეთ მასაჟისებური მოძრაობით.
რეკომენდებულია ფლებილის კრემ-გელის გამოყენება პერორალურ ვენომატონიზებელ საშუალებებთან ერთად.
შემადგენლობა: დიოსმინი 1.8%, ჰესპერიდინი 0.2%, წყალი, დიეთილჰექსილ კარბონატი, პოლიპროპილენგლიკოლ-3-მირისტილის ეთერი, გლიცერინი, გლიცერილსტეარატის ციტრატი, გლიცერილსტეარატი, ცეტილის სპირტი, პოლიგლუტამინის მჟავა, ჰიდროლიზირებული სკლეროტიუმის გლუკანი, ბეტაინი, შარდოვანა, კალიუმის ლაქტატი, ცეტილ რიცინოლეატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, აკრილატები / C10-C30 ალკილაკრილატის კროსპოლიმერი, 1,3-დიმეთილოლ-5,5-დიმეთილჰიდანტოინი, ფენოქსიეთანოლი, მეთილპარაბენი, ეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ბუთილპარაბენი, იზობუთილპარაბენი.
გამოშვების ფორმა: 50გ კრემ-გელი ტუბში. 1 ტუბი მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე
დერმატოლოგიურად ტესტირებულია.
მწარმოებელი: მედიკპლასტი, პოლონეთი
დამზადებულია ავერსი-ფარმას შეკვეთით.
საინფორმაციო სამსახური: 2 967 227
www.aversi.ge

Тбилиси (0 Апт.)

Регион (0 Апт.)