შეჯიბრების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, თანამშრომლებს შორის ურთიერთობების გაძლიერება და გუნდური სულისკვეთების წახალისება იყო.
მონაწილე გუნდებმა ღირსეული ასპარეზობა და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს. ფინალური ეტაპის შედეგად საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
I ადგილი: ქირურგიის ეროვნული ცენტრი
II და III ადგილი: კომპანია “ალფა”
სპორტულ აქტივობას თან ახლდა გათამაშებები, საჩუქრები და სასიამოვნო სიურპრიზები.
ავერსისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თანამშრომლების პროფესიული განვითარება, არამედ მათი კეთილდღეობა, აქტიური დასვენება და ერთიანი გუნდური გარემოს შექმნა!
ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ჩართულობისთვის.












