გული სიყვარულთ ძგერს, როცა ჩვენს ჯანრმთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე ვზრუნავთ

გული სიყვარულთ ძგერს, როცა ჩვენს ჯანრმთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე ვზრუნავთ

  • 2026-10-16
„ავერსი ფარმასა“ და აზროვნების აკადემიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ფსიქოლოგი და არტთერაპევტი ნათია ფანჯიკიძე უძღვებოდა.
ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში შეხვედრაზე ისაუბრეს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე, ძუძუს კიბოს სკრინინგთან დაკავშირებულ შიშებსა და დიაგნოზის დროს ემოციური მხარდაჭერის აუცილებლობაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „ძლიერი ქალის“ როლს და გზავნილს, რომ სიმტკიცე შიშის არარსებობას კი არა, მის მიუხედავად მოქმედებას ნიშნავს. ჯანმრთელობაზე ზრუნვა კი საკუთარი თავის სიყვარულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.
Share: