ავერსისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც პატარებს თავისუფალი თვითგამოხატვისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამიტომ, ჩვენ უკვე 15 წელია სტუდია ანა-ბანას გვერდით ვართ და აქტიურად ვუჭერთ მხარს ყველა მათ ინიციატივას.
წელსაც, ანაბანას საახალწლო კონცერტზე, ერთად შევქმენით გარემო, სადაც მუსიკა სიხარულისა და კომუნიკაციის მთავარ ენად იქცა.





























