აზროვნების აკადემიის ორგანიზებითა და ტრადიციულად „ავერსი-ფარმას” პარტნიორობით საქართველოს რეგიონებში უკვე მესამედ ჩატარდა შემეცნებითი ტურნე

აზროვნების აკადემიის ორგანიზებითა და ტრადიციულად „ავერსი-ფარმას” პარტნიორობით საქართველოს რეგიონებში უკვე მესამედ ჩატარდა შემეცნებითი ტურნე

  • 2025-08-12
მასშტაბური საგანმანათლებლო ინიციატივის ფარგლებში აზროვნების აკადემიის ლექტორებმა საჯარო შეხვედრები ბათუმში, თელავში, ლაგოდეხსა და ფოთში გამართეს.

აზროვნების აკადემიის ბრენდ მენეჯერის თაზო ლაღიძის თქმით, რეგიონულ შემეცნებით ტურნეს შეიძლება სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი ვუწოდოთ, რადგან საგანმანათლებლო ინფორმაციას რეგიონებში მცხოვრები ადამიანები უმთავრესად სოციალური მედიის საშუალებით იღებენ, აზროვნების აკადემიისა და „ავერსის“ ინიციატივის წყალობით კი მათ ეძლევათ ლექციებზე უშუალოდ დასწრების, კითხვების დასმისა და დისკუსიაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ლალი ბრეგვაძემ, კომპანია „ავერსის“ რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, აღნიშნა, რომ „ავერსი“ ყოველთვის უჭერს მხარს რეგიონის მოსახლეობისთვის გამიზნულ პროექტებს და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებს. დისკუსიები, რომლებსაც მაღალკვალიფიციური ლექტორები - ფსიქოლოგები, ფილოლოგები და ფილოსოფოსები - აქტუალურ თემებზე მართავენ, მოსახლეობის უდიდეს ინტერესს იწვევს.
Share: