თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა წელს ოცდამეორედ ათასობით სტუმარს უმასპინძლა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა მხარისთვის დამახასიათებელი კუთხე. სტუმრები საყვარელი მუსიკალური ჯგუფების მოლოდინში ღვინოსა და ქართულ კერძებს აგემოვნებდნენ, ათვალიერებდნენ ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებს, ხალხური რეწვის ნიმუშებს, უსმენდნენ რეგიონებიდან ჩამოსულ ფოლკლორულ ოჯახებს.
ავერსის სივრცეში კი სტუმრებს მოსასვენებელი გარემო, საბავშვო კუთხე, ფოტო ზონა და გათამაშებები ელოდათ. ფესტივალის სტუმრები ავერსმა მინიატიურული ქისებითა და კოსმეტიკური საშუალებებით დაასაჩუქრა.
სამი დღის განმავლობაში „არტ-გენის“ სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგნენ: ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“, ნიკოლოზ რაჭველი, „33ა“ და მოეწყო ინოლა გურგულიას სიმღერების საღამო. ფესტივალი „სუხიშვილების“ შთამბეჭდავმა კონცერტმა დახურა.
ავერსისთვის პატივია, იყოს ეროვნული ფასეულობების მხარდამჭერი და წვლილი შეჰქონდეს ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.





















































































