„ავერსის“ საკალათბურთო გუნდი სამოყვარულო ტურნირის მეორე ადგილის მფლობელია

„ავერსის“ საკალათბურთო გუნდი სამოყვარულო ტურნირის მეორე ადგილის მფლობელია

  • 2025-06-10
კალათბურთის სამოყვარულო ლიგის B დივიზიონის ფინალურ შეხვედრაზე „ავერსის“ გუნდი „ბეთლაივ 2-ს“ დაუპირისპირდა.
შეხვედრა ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა და ანგარიშით 83-64 მოწინააღმდეგის გამარჯვებით დასრულდა.
ფინალისტებს მედლები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.
''დაძაბული და რთული თამაში გამოვიდა. ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა, თუმცა გულშემატკივრების აქტიურობა გვამხნევებდა და სტიმულს გვაძლევდა. ''ავერსი'' ყველანაირ პირობას გვიქმნის, რათა წარმატებას მივაღწიოთ, მათი სახით ერთგული ქომაგები გვყავს'' - აღნიშნა გუნდის კაპიტანმა დავით კალანდაძემ.
სამოყვარულო ლიგის B დივიზიონში წელს თერთმეტი გუნდი იყო წარმოდგენილი. „ავერსი“ ტურნირის ოთხგზის პრიზიორი და სამგზის ჩემპიონია.
მრავალ გამარჯვებას ვუსურვებთ „ავერსის“ გუნდს!
Share: