2 ივნისს „ავერსის თასის“ ორგანიზატორებმა 2025 წლის საგაზაფხულო ტურნირის ფინალისტები დააჯილდოვეს

2 ივნისს „ავერსის თასის“ ორგანიზატორებმა 2025 წლის საგაზაფხულო ტურნირის ფინალისტები დააჯილდოვეს

  • 2025-06-06
მოზარდ ჩოგბურთელთა ტურნირის ფინალისტებს პრიზები, მედლები, სიგელები და საჩუქრები გადასცეს.
ტურნირში 5-დან 16 წლამდე ასაკის ჩოგბურთელები მონაწილეობდნენ. "ავერსის თასის" გათამაშებაში საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან 245-მა მოზარდმა ჩოგბურთელმა მიიღო მონაწილეობა.
''ტურნირის მონაწილეთა მომზადების დონე წელს გამორჩეულად მაღალი იყო'' - აღნიშნა მასპინძელი კორტების „სითი სპორტის“ დირექტორმა მიხეილ ბუთხუზმა.
როგორც ავერსის რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ აღნიშნა: „ავერსის თასი“ მოზარდი სპორტსმენებისთვის შესანიშნავ ტრამპლინად იქცა - მისი პირველი ჩემპიონები დღეს საქართველოს ჩოგბურთის ეროვნული ნაკრების წევრები არიან''
„ავერსის თასი“ 2010 წელს დაფუძნდა და წელიწადში ორჯერ იმართება.
Share: