ავერსი თოთხმეტი წელია, „სიტი სპორტის

ავერსი თოთხმეტი წელია, „სიტი სპორტის" კორტები მოზარდ ჩოგბურთელთა ტურნირს მასპინძლობს

  • 2024-10-29
25 ოქტომბერს საშემოდგომო ასპარეზობის ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ავერსმა გამარჯვებულები დააჯილდოვა.
„სიტი სპორტის" ხელმძღვანელმა, მიხეილ ბუთხუზმა, აღნიშნა, რომ ტურნირში საქართველოდან, უკრაინიდან და რუსეთიდან 100-ზე მეტი პატარა ჩოგბურთელი მონაწილეობდა.
საამაყო ფაქტია, რომ ტურნირის წინამორბედი ჩემპიონები დღეს საქართველოს ეროვნული საჩოგბურთო ნაკრების წევრები არიან.
"ავერსის" გენერალური დირექტორის, გიორგი მელანაშვილის თქმით, მოზარდი სპორტსმენების წახალისება ჯანსაღი ახალგაზრდობის ჩამოყალიბებაში დაბანდებული მნიშვნელოვანი ინვესტიციაა.
"ავერსის" რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლალი ბრეგვაძემ, დაჯილდოებისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სპორტული აქტივობების წახალისებას, ჯანმრთელი თაობების ფორმირებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას „ავერსი" დიდ ყურადღებას აქცევს.
ავერსის თასის 2024 წლის საშემოდგომო ტურნირის გამარჯვებულები არიან:
5-დან 8 წლამდე (წითელი ბურთები)
1. ლიზი გოგიტიძე
2. ილია ყარალაშვილი
3. ნიცა გოგოხია
8-დან 9 წლამდე ბიჭები (ნარინჯის ბურთები)
1. დემეტრე ნაჭყებია
2. გაბრიელ კოპაძე
3. იური კრასნოპეროვი
9-დან 10 წლამდე გოგონები (მწვანე ბურთები)
1. ელენე ხინჩაგიშვილი
2. ელენა ფილიპენკო
3. ზლატა ბოლდინსკაია
12 წლამდე გოგონები
1. მარიამ ნუცუბიძე
2. მარიამ ხარჩილავა
3. მართა სამხარაძე
12 წლამდე ბიჭები
1. ლუკა ჯორჯაძე
2. დემეტრე დადიანიძე
3. ლევან ცეცხლაძე
14 წლამდე გოგონები
1. ვიქტორია ნანავა
2. გუგუშვილი კესარია
3. ანა ხარაიშვილი
14 წლამდე ბიჭები
1. გიორგი კინწურაშვილი
2. იაკობ სვანიძე
3. დავით თევზაძე
16 წლამდე გოგონები
1. ქეთევან მოძმანაშვილი
2. მარიამ გურიელიძე
3. ანა-მარია დარბინიანი
16 წლამდე ბიჭები
1. ალექსანდრე ჩხეტია
2. ნიკოლოზ თოფურიძე
3. ალექსანდრე პონომარიოვი
გამარჯვებულმა სპორტსმენებმა შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს და აღნიშნეს, რომ ტურნირში მონაწილეობა მათი კარიერული წინსვლისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„ავერსის თასი" კიდევ არაერთ ნიჭიერ სპორსტმენს გამოავლენს, რომლებიც ქართველ გულშემატკივარს საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებებით ბევრჯერ გაახარებენ.
Share: