კანის ანტიასაკობრივი მოვლა BABE-ს Healthy Aging+ ხაზთან ერთად
Share:
[დასპონსორებული კონტენტი]
ანტიასაკობრივი მოვლა მხოლოდ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემის გამოყენებას არ გულისხმობს ― საუკეთესო შედეგისთვის აუცილებელია სწორად შერჩეული ყოველდღიური რუტინა, რომელიც მოიცავს კანის ნაზ წმენდას, დღისით ― მის დაცვას გარემოს მავნე ფაქტორებისგან, ხოლო ღამით ― აღდგენისა და განახლების პროცესების მხარდაჭერას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესიც: დაბალანსებული კვება, სრულფასოვანი ძილი და გარემო ფაქტორების ზემოქმედების შემცირება, ― რადგან სწორედ ამ კომპონენტებზეა დამოკიდებული კანის დაბერების ტემპი.
სტატიაში განვიხილავთ, როგორ შევიმუშაოთ კანის ანტიასაკობრივი მოვლის რუტინა და როგორ შეიძლება, სწორად შერჩეულმა ყოველდღიური მოვლის საშუალებებმა ხელი შეუწყოს კანის სიმკვრივის, ელასტიკურობისა და ახალგაზრდული იერის დიდხანს შენარჩუნებას. გაგაცნობთ BABÉ- ს Healthy Aging+ ხაზს , რომელიც სწორედ ასაკობრივ ცვლილებებთან კომპლექსური ბრძოლისთვის შეიქმნა.
რა აჩქარებს კანის დაბერებას
კანის დაბერება მრავალფაქტორული პროცესია. დერმატოლოგები განასხვავებენ მის ორ ძირითად ტიპს: ბუნებრივს და გარეგანი ფაქტორებით გამოწვეულს.
ბუნებრივი ( ქრონოლოგიური ) დაბერება
ეს არის გენეტიკურად განსაზღვრული პროცესი, რომლის ნიშნებიც, წესისამებრ, 25-30 წლიდან იჩენს თავს. ამ დროს ნელდება კანის უჯრედების განახლება, მცირდება ორი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ცილის, კოლაგენისა და ელასტინის, სინთეზი.
კოლაგენი კანის სიმტკიცესა და სიმკვრივეს უზრუნველყოფს, ელასტინი კი ― დრეკადობასა და მოქნილობას. მათი სინთეზის დაქვეითების შედეგად კანი თანდათან კარგავს ელასტიკურობას, ჩნდება წვრილი ნაოჭები, იცვლება სახის ოვალი. ასაკის მატებასთან ერთად იკლებს ჰიალურონის მჟავას შემცველობაც, რის გამოც კანს უჭირს ტენის შენარჩუნება, შრება და იფცქვნება.
გარეგანი დაბერება
კვლევების მიხედვით, კანის ნაადრევი დაბერება უდიდესწილად გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების შედეგია. ყველაზე მავნედ ულტრაიისფერი სხივები მიიჩნევა (განსაკუთრებით ― A ტიპისა), თუმცა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურება, მოწევა, ქრონიკული სტრესი, არასრულფასოვანი ძილი და დაუბალანსებელი კვებაც. ეს ფაქტორები ხელს უწყობს ოქსიდაციური სტრესის განვითარებას, ოქსიდაციური სტრესი კი, თავის მხრივ, აზიანებს კანის უჯრედებს, აჩქარებს კოლაგენისა და ელასტინის დაშლას, ასუსტებს კანის ბარიერულ ფუნქციას, ხელს უწყობს ნაოჭების გაჩენას და ჰიპერპიგმენტაციას.
თუ ბუნებრივი დაბერება გარდაუვალია, გარეგანი დაბერების კონტროლი და პრევენცია მნიშვნელოვანწილად ჩვენ ხელთაა. ანტიასაკობრივი მოვლის მიზანი მხოლოდ ნაოჭების გაქრობა არ არის ― მისი მთავარი ამოცანაა კანის ბარიერული ფუნქციის შენარჩუნება, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის ხელშეწყობა, კანის განახლების პროცესების მხარდაჭერა და იმ ფაქტორების ზემოქმედების შემცირება, რომლებიც ნაადრევ დაბერებას იწვევს.
ცხოვრების წესი და პრევენცია
ცხოვრების წესის მცირედით შეცვლასაც კი შეუძლია, საგრძნობლად შეანელოს კანის დაბერება. ამისთვის საჭიროა:
* მზისგან ყოველდღიური დაცვა ― ფართო სპექტრის SPF-ის რეგულარული გამოყენება;
* დაბალანსებული კვება ― ანტიოქსიდანტებით, C და E ვიტამინებით, პოლიფენოლებით, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებითა და ხარისხიანი ცილებით მდიდარი რაციონი (კენკრა, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, თხილეული, თევზეული), რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის ბუნებრივ სინთეზს და კანის მკვრივი სტრუქტურის შენარჩუნებას;
* სრულფასოვანი ძილი ― შვიდ-რვასაათიანი ღამის ძილი მნიშვნელოვანია, რათა კანში ეფექტურად წარიმართოს აღდგენისა და განახლების პროცესები;
* საკმარისი სითხის მიღება , რაც ხელს შეუწყობს კანის ოპტიმალური ტენიანობის შენარჩუნებას;
* ფიზიკური აქტიურობა ― ვარჯიში და აქტიური მოძრაობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რის შედეგადაც კანის უჯრედები უკეთ მარაგდება ჟანგბადითა და აუცილებელი საკვები ნივთიერებებით;
* სტრესის მართვა ― ქრონიკული სტრესი მაღლა სწევს კორტიზოლის დონეს, რაც აფერხებს კოლაგენის სინთეზს, ხელს უწყობს მის დაშლას და საბოლოოდ კანის ელასტიკურობის შემცირებას;
* მოწევისა და ჭარბი ალკოჰოლისგან თავის შეკავება ― ორივე ფაქტორი აჩქარებს კოლაგენის დაშლას და ამცირებს კანის ელასტიკურობას.
ცხოვრების ჯანსაღი წესი სწორ და რეგულარულ მოვლასთან ერთად საუკეთესო გზაა კანის ახალგაზრდული იერის დიდხანს შესანარჩუნებლად.
ანტიასაკობრივი მოვლის რუტინა
ეფექტური ანტიასაკობრივი მოვლა ბევრი პროდუქტის გამოყენებას არ მოითხოვს. გაცილებით მნიშვნელოვანია სწორად შედგენილი ყოველდღიური რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს კანის განსხვავებულ საჭიროებებს დღისით და ღამით. ის, როგორც უკვე ვთქვით, სამ მთავარ ეტაპს მოიცავს: ნაზ წმენდას, დღის განმავლობაში დაცვას და ღამით აღდგენას.
1. წმენდა
ნებისმიერი რუტინა კანის საფუძვლიანი, მაგრამ ნაზი წმენდით იწყება. ასაკთან ერთად კანი თხელდება და უფრო მგრძნობიარე ხდება, ამიტომ მოითხოვს ისეთ გამწმენდ საშუალებებს, რომლებიც ეფექტურად აშორებს ჭუჭყსა და ცხიმს, მაგრამ არ აზიანებს მის ბუნებრივ დამცავ ბარიერს. უპირატესობა ენიჭება დაბალი PH-ის მქონე, დამატენიანებელი და დამამშვიდებელი ინგრედიენტებით (გლიცერინით, ჰიალურონის მჟავათი, პანთენოლით, ალანტოინით, კერამიდებით) გამდიდრებულ ფორმულებს.
2. დაცვა დღისით
კანი მთელი დღის განმავლობაში განიცდის ულტრაიისფერი სხივების, დაბინძურებული ჰაერისა და სხვა გარემო ფაქტორების ზემოქმედებას, ამიტომ დილის რუტინის მთავარი მიზანია კანის დაცვა, დატენიანება და ბარიერული ფუნქციის შენარჩუნება.
დღის მოვლის მთავარი კომპონენტია ფართო სპექტრის მზისგან დამცავი საშუალებები (SPF30 ან SPF50), რადგან სწორედ ულტრაიისფერი სხივებია კანის ნაადრევი დაბერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. თუ დღის კრემი მზისგან დამცავ ფილტრს არ შეიცავს, დამცავი კრემი დამატებით უნდა გამოიყენოთ.
დღის კრემი, უმჯობესია, შეიცავდეს:
* ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს და იცავს კანის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან;
* დამატენიანებელ ინგრედიენტებს, რომლებიც ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას;
* ბარიერული ფუნქციის მხარდამჭერ კომპონენტებს, რომლებიც ამცირებს წყლის ტრანსეპიდერმულ კარგვას და აძლიერებს კანის ბუნებრივ დაცვას.
3. აღდგენა ღამით
ღამის საათებში კანი ბუნებრივად გადადის აღდგენისა და განახლების რეჟიმში, ამიტომ მოვლის მთავარი მიზანია კანის ინტენსიური კვება, დატენიანება და იმ აქტიური ინგრედიენტების მიწოდება, რომლებიც ხელს უწყობს უჯრედების განახლებას, კოლაგენის წარმოქმნას და ელასტიკურობის შენარჩუნებას. შესაბამისად, სასურველია, ღამის კრემი გამდიდრებული იყოს აღმდგენი, დამატენიანებელი და კანის განახლების ხელშემწყობი კომპონენტებით.
დღისით ― დაცვა, ღამით ― აღდგენა და განახლება. სწორედ ამ კონცეფციას ეფუძნება BABÉ Healthy Aging+ ანტიასაკობრივი მოვლის ხაზი, რომელიც რამდენიმე აქტიურ ინგრედიენტს ერთ ფორმულაში აერთიანებს, რითაც ამარტივებს ყოველდღიურ რუტინას და კანის კომპლექსურ მოვლას უზრუნველყოფს.
ანტიასაკობრივი დღის კრემი
Healthy Aging+ ანტიასაკობრივი დღის კრემი SPF30 იცავს კანს არა მხოლოდ A და B ტიპის ულტრაიისფერი სხივებისგან, არამედ ლურჯი გამოსხივებისგანაც, რომელსაც ელექტრონული მოწყობილობები გამოსცემს. მისი ფორმულა გამდიდრებულია აქტიური პრებიოტიკებით, რომლებიც აბალანსებს კანის მიკრობიომს. კრემოვანი ტექსტურა 24 საათით ატენიანებს და ხავერდოვნებას ანიჭებს კანს. იმავდროულად, ხელს უწყობს მისი სიმკვრივისა და ელასტიკურობის შენარჩუნებას და ბარიერულ ფუნქციასაც აძლიერებს.
ანტიასაკობრივი აღმდგენი კრემი
Healthy Aging+ ანტიასაკობრივი აღმდგენი კრემი კი საღამოს მოვლის ნაწილია. ის შეიცავს კაფსულირებულ რეტინოლს, რომელიც ხელს უწყობს კანის უჯრედების განახლებას, აუმჯობესებს კანის ტექსტურასა და ფერს, ამცირებს წვრილი და გამოხატული ნაოჭების ხილვადობას. ბაკუჩიოლი, რეტინოლის მცენარეული ალტერნატივა და ძლიერი ანტიოქსიდანტი, ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს და აუმჯობესებს კანის პიგმენტაციას. აზიური ცენტელა კი აძლიერებს და აღადგენს კანის ჰიდროლიპიდურ ბარიერს. დამატენიანებელი და დამამშვიდებელი კომპონენტები ამცირებს სიმშრალისა და გაღიზიანების რისკს და კანის ინტენსიურ დატენიანებას უზრუნველყოფს.
Healthy Aging+ ანტიასაკობრივი აღმდგენი კრემი ყველა ტიპის კანს ესადაგება, ყველაზე მგრძნობიარესაც კი. მისი რეგულარული გამოყენების შედეგად კანი უფრო გლუვი, ელასტიკური და ტენიანი ხდება.
სპეციალიზებული მოვლა თვალებისა და ტუჩების კონტურისთვის
თვალებისა და ტუჩების ირგვლივ კანი განსაკუთრებით თხელი და მგრძნობიარეა, ამიტომ დაბერების პირველი ნიშნებიც სწორედ ამ ზონაში ჩნდება. BABÉ Healthy Aging+ Multi Corrector Eyes and Lips Tensor საგანგებოდ თვალებისა და ტუჩების კონტურისთვის შექმნილი მრავალფუნქციური მოვლის საშუალებაა. ფორმულა შეიცავს რამდენიმე აქტიურ ინგრედიენტს, რომლებიც ხელს უწყობს კანის დატენიანებას, ელასტიკურობის მომატებას, ნაოჭების გაჩენის პრევენციას და კანის ბარიერული ფუნქციის გაუმჯობესებას, ამცირებს შეშუპებასა და მუქ წრეებს თვალების გარშემო.
პროდუქტი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის, მათ შორის მგრძნობიარისთვისაც.
ამრიგად, BABE-ს Healthy Aging+ ანტიასაკობრივი ხაზი გვთავაზობს სრულფასოვან ანტიასაკობრივ მოვლას, რომელიც ანელებს კანის დაბერებას ბუნებრივი დამცავი და აღმდგენი მექანიზმების მხარდაჭერის გზით.







