ინოვაციური რეაბილიტაცია ― FMS CARE ავერსის რეაბილიტაციის ცენტრში
Share:
[დასპონსორებული კონტენტი]
ავერსის კლინიკის რეაბილიტაციის ცენტრი წარმოგიდგენთ ევროპული ბრენდის Iskra Medical -ის ინოვაციურ მრავალპროფილურ აპარატს ― FMS CARE-ს. ეს არის ფუნქციური მაგნიტური სტიმულაციისთვის განკუთვნილი უახლესი ტექნოლოგია, რომელიც საოცარ შედეგებს იძლევა ნევროლოგიაში, ტრავმატოლოგია-ორთოპედიაში, გინეკოლოგიასა და უროლოგიაში.
როგორ მუშაობს FMS CARE ?
აპარატი ქმნის მაღალი ინტენსივობის ფოკუსირებულ მაგნიტურ ველს, რომელიც უშუალო კონტაქტის გარეშე აღწევს კუნთის ყველაზე ღრმა შრეებში და მის რიტმულ შეკუმშვას იწვევს.
პროცედურის მთავარი ღირსება ის არის, რომ სრულიად არაინვაზიური და უმტკივნეულოა . მის ჩასატარებლად ტანსაცმლის გახდაც კი არ არის საჭირო! სრული კურსის შემდეგ პაციენტების 70-95%-თან მნიშვნელოვანი კლინიკური გაუმჯობესება აღირიცხება.
მთავარი მიმართულებები:
1. ნევროლოგიური პრობლემები და ტკივილის მართვა
FMS CARE ეფექტურად გამოიყენება ხერხემლის დისკოპათიის, რადიკულური სინდრომის, პერიფერიული ნერვის დაზიანებისა და მომატებული კუნთოვანი სპასტიკის დროს. აპარატი აღადგენს ნერვულ გამტარობას, ხსნის ჰიპერტონუსს და აუმჯობესებს მობილობას.
2. ტრავმატოლოგია - ორთოპედია: მწვავე და ქრონიკული ტკივილი
მეთოდი მომენტალურად ბლოკავს ტკივილის იმპულსს და ქსოვილებს უჯრედულ დონეზე აღადგენს. ის შეუცვლელია კუნთოვანი ტრავმების (დაჭიმულობა, სპაზმი, კრამპი), სახსრებისა და მყესების პათოლოგიების (აქილევსის ტენდინოპათია, მუხლის ტკივილი, ტერფის გადაბრუნება) სამკურნალოდ. ინიშნება მწვავე და ქრონიკული ტკივილების დროს, ასევე პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდში.
3. სახსრების სტაბილიზაცია და რეაბილიტაცია ოპერაციის შემდეგ
მუხლის იოგების, მენისკის ან მხრის ოპერაციის შემდგომ პერიოდში FMS CARE ინტენსიურად ამუშავებს სახსრის გარშემო მდებარე კუნთებს, იცავს მათ განლევისგან (ატროფიისგან) და თითქმის ანახევრებს რეაბილიტაციის ხანგრძლივობას.
4. ქალის ჯანმრთელობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი
აპარატმა ნამდვილი გადატრიალება მოახდინა მენჯის ფსკერის კუნთების გაძლიერების მეთოდიკაში. მისი ეფექტი საგრძნობლად აღემატება კეგელის ვარჯიშების ეფექტს. მისი მეშვეობით მკურნალობენ შარდის შეუკავებლობას, მენჯის ღრუს ორგანოების დაწევის (პროლაფსის) ადრეულ სტადიებს, საშოს კედლებისა და მენჯის ფსკერის კუნთების მოდუნებას მშობიარობის შემდეგ. აპარატით რეაბილიტაციის შედეგად უმჯობესდება საერთო სქესობრივი ჯანმრთელობა.
5. უროლოგია და მამაკაცის ჯანმრთელობა
შეუცვლელი დამხმარე მეთოდია პროსტატის ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში (შარდვაზე კონტროლის სწრაფი დაბრუნება), ქრონიკული პროსტატიტის, მენჯის არეში მუდმივი ტკივილისა და ერექციული დისფუნქციის მკურნალობის დროს.
მკურნალობა თანამედროვე პროტოკოლებით
ავერსის კლინიკაში FMS CARE ჩართულია მკურნალობისა და რეაბილიტაციის საერთაშორისო პროტოკოლებში. თერაპიის სტანდარტული კურსი მოიცავს საშუალოდ 6-8 სესიას (კვირაში 2-3-ჯერ), თითოეული სესიის ხანგრძლივობა კი 20-30 წუთია.
უკუჩვენებებია ორსულობა, კარდიოსტიმულატორი, ლითონის იმპლანტი, მწვავე ონკოლოგიური პროცესი.
არ გადადო კომფორტული რეაბილიტაცია! ეწვიე ავერსის კლინიკის რეაბილიტაციის ცენტრს და გამოსცადე FMS CARE - ის ინოვაციური ძალა.







