ბისილვალოე ― სწრაფი დახმარება კანის დაზიანების დროს

Share:

[დასპონსორებული კონტენტი]

აქტიური ცხოვრება ― სპორტი, ვარჯიში, სირბილი ― ტრავმებთან არის დაკავშირებული: კანი იკაწრება, ჩნდება აბრაზიები ან მცირე ჭრილობები.

ამ ჭრილობების სწორი მოვლა მნიშვნელოვანია, რათა დავაჩქაროთ შეხორცება და თავიდან ავიცილოთ ინფიცირება შემდგომი გართულებებით.

გვესაუბრება დავით ხარაბაძე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" ექიმი:

― თანამედროვე მედიცინა სულ უფრო მეტად იყენებს ბუნებისა და მეცნიერების შერწყმას. სწორედ ამ კონცეფციაზეა დაფუძნებული ბისილვალოე ― იტალიური სამკურნალო საშუალება, რომელიც ჭრილობებისა და დამწვრობების მოვლის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.

ბისილვალოე ― ეს არის პროდუქტი, რომელიც აერთიანებს იონიზებულ ვერცხლს, ცეოლითს და ალოე ვერას.

ვერცხლის ანტიბაქტერიული თვისებები მრავალი საუკუნეა ცნობილია, თუმცა მისი თანამედროვე ფორმა, იონიზებული ვერცხლი, გაცილებით ეფექტურია და ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება ახასიათებს.

ცეოლითი ბუნებრივი მინერალია, რომელიც ავსებს და აძლიერებს ვერცხლის მოქმედებას. მას აქვს ძლიერი აბსორბციის უნარი ― შთანთქავს ექსუდატს, ქმნის არახელსაყრელ გარემოს ბაქტერიების გამრავლებისთვის და ხელს უწყობს შეხორცების პროცესს.

ალოე ვერა ამშვიდებს კანს, უზრუნველყოფს მის დატენიანებას და ასევე უწყობს ხელს ჭრილობის შეხორცებას.

აღნიშნული კომბინაცია შესაძლებლობას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ გართულება და დავაჩქაროთ ჭრილობის შეხორცების პროცესი.

ყოველდღიურ ცხოვრებაში და სპორტული აქტივობის დროს მიღებული კანის დაზიანებების ― აბრაზიების, ექსკორიაციებისა და ხახუნით გამოწვეული ტრავმების შემთხვევაში ბისილვალოე მარტივი და ეფექტური გამოსავალია. სპრეის ფორმა (კანთან უშუალო შეხების გარეშე) უზრუნველყოფს ჰიგიენურ გამოყენებას, ამცირებს ინფექციის რისკს და ხელს უწყობს კანის სწრაფ აღდგენას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიური ცხოვრების პირობებში.

ბისილვალოეს ეს თვისებები საშუალებას აძლევს სპორტსმენს, სწრაფად დაუბრუნდეს პროფესიულ აქტივობას, ამიტომ ბისილვალოე სპორტული გუნდის ექიმის სამედიცინო ჩანთის განუყოფელი ატრიბუტია.

ბისილვალოე საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ინოვაციური პროდუქტია, რომელიც მაღალი უსაფრთხოებით გამოირჩევა. მისი გამოყენება შეიძლება როგორც მოზრდილებთან, ისე ბავშვებთან.

ბისილვალოე ― სწრაფი, უსაფრთხო და პრაქტიკული გამოსავალი კანის დაზიანების დროს!

გამოყენების წესი მარტივია: უშუალოდ გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ფლაკონი და შეასხურეთ დაზიანებულ არეს.

Share: