კეტრინ შვიცერი

Share:

 

ქალებს უფლებათა უმეტესობა ბრძოლით აქვთ მოპოვებული.

ამ რთულ გზაზე თითოეული გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო.

ახლა ჩვენთვის წარმოუდგენელია, ვინმემ აგვიკრძალოს, მაგალითად, მარათონში მონაწილეობა იმის გამო, რომ ქალები ვართ. რამდენიმე ათეული წლის წინ კი ქალებს არც ამის უფლება ჰქონდათ.

მარათონი 42 კმ და 195 მ დისტანციის გარბენას გულისხმობს. დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ასაკობრივი და მიზნობრივი ჯგუფებისთვის იმართება მარათონები, რომლებშიც მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი ასაკის ადამიანებს – ქალებს თუ მამაკაცებს. მათ, ვისაც საკუთარი თავის გამოცდა სურს. თუმცა ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში ქალებს, რომლებსაც ასეთი უწყინარი და საინტერესო გამოცდილების მიღება უნდოდათ, მარათონში ჩართვის უფლება არ ჰქონდათ.

სტარტი

1967 წელს სირაკუზის უნივერსიტეტის სტუდენტი კეტრინ შვიცერი პირველად გამოვიდა სარბენად თავის მეგობართან, ტომ მილერთან ერთად. ტომი გამოცდილი მორბენალი იყო, კეტრინი კი ახალბედა. ვერც ერთ მათგანს ვერ წარმოედგინა, რაში შეიძლებოდა გადაზრდილიყო ეს პირველი მცდელობა. სისტემატური ვარჯიშის წყალობით კეტრინი მალე ჩადგა ფორმაში და ცოტა ხნის შემდეგ 40 კილომეტრამდე მანძილს თავისუფლად ფარავდა.

სწორედ მაშინ დაებადა აზრი, მონაწილეობა მიეღო მარათონში და სრული დისტანცია გაერბინა.

“მომინდა, ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ ქალს ეს შეუძლია. შეუძლია, იყოს სპორტული და იმავდროულად ქალური, ძლიერი და იმავდროულად ნაზი”.

პირველი ნაბიჯი

კეტრინმა ბოსტონის მარათონზე გადაწყვიტა დარეგისტრირება.

ბოსტონის მართონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მარათონია. ის 1897 წლიდან ყოველწლიურად იმართება.

მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლებისთვის “მოყვარულ ათლეტთა კავშირი” ქალებს მარათონებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევდა. რეგისტრაციის გასავლელად კეტრინ შვიცერმა სახელის მხოლოდ ინიციალები მიუთითა (K. V. შწიტზერ) და გახდა პირველი ქალი, რომელმაც მარათონში ოფიციალურად მიიღო მონაწილეობა.

გარბენს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია: ბოსტონის მარათონის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჯოკ სემპლმა სცადა, შეეჩერებინა კეტრინი და მაისურიდან ოფიციალური ნომერი ჩამოეგლიჯა.

“ცხადია, მეშინოდა, რომ ვინმე წინააღმდეგობას გამიწევდა და ველოდი კიდეც ამას, – იხსენებდა კეტრინი, – როდესაც მომიახლოვდა, ვცადე, თავი ამერიდებინა მისთვის, მაგრამ ხელი მკრა და აყვირდა, ჩემს მარათონში მონაწილეობის უფლებას არ მოგცემ, მომეცი ეგ ნომერი და აქედან გაეთრიეო. დარწმუნებული იყო, რომ მისი გამასხარავება მინდოდა, რომ ჩემი საქციელი სხვა არაფერი იყო, თუ არა კეკლუცობა. ის იმ დროისთვის დამკვიდრებული შეხედულებების თანახმად მოქმედებდა”.

ისტორიული ფოტო

საბედნიეროდ, ტომ მილერმა, რომელიც კეტრინთან ერთად ასრულებდა გარბენს, სემპლს ამის უფლება არ მისცა.

ფოტომ, რომელზეც ეს ინციდენტი იყო აღბეჭდილი, მსოფლიო მოიარა. ჟურნალმა “Lიფე-მა” ეს ფოტო შეიტანა სიაში “100 ფოტო, რომლებმაც მსოფლიო შეცვალა”.

“ვიცოდი, თუ დავნებდებოდი, აღარავინ აღარასოდეს დაიჯერებდა, რომ ქალებს 26 მილზე მეტის გარბენა შეეძლოთ; რომ ამით ქალების მიერ სპორტში წინ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს გავაბათილებდი; ბოსტონს ვეღარასოდეს გავირბენდი და ჯოკ სემპლს და ყველა მისნაირს გამარჯვების საშუალებას მივცემდი. ჩემი შიში და დამცირება ბრაზად ვაქციე და ბოლომდე ვირბინე”.

შედეგები

1972 წელს ქალებმა პირველად მიიღეს ბოსტონის მარათონში მონაწილეობის უფლება.

ჟურნალმა “ღუნნერ’ს ჭორლდ Mაგაზინე” კეტრინ შვიცერი ათწლეულის (1967-1977 წლების) ქალ მორბენლად დაასახელა.

1984 წელს კეტრინმა ტელევიზიაში ქალთა ოლიმპიური მარათონის კომენტატორად დაიწყო მუშაობა, რისთვისაც “ემი: დაიმსახურა.

1997 წელს დაწერა წიგნი სახელწოდებით “სირბილი და სეირნობა 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის”.

2007 წლის აპრილში, ბოსტონის მარათონზე მისი პირველი გარბენიდან 40 წლის შემდეგ, გამოაქვეყნა მემუარები “ქალები მარათონზე”.

2008 წლის აპრილში შვიცერის მემუარებმა მოიგო “Bილლიე Aწარდ” სპორტში ქალთა წარმოდგენისთვის.

კეტრინი დღესაც აქტიურ სპორტული ცხოვრებას მისდევს და უამრავ ქალს აძლევს მაგალითს.

 

 

 

Share: