საქველმოქმედო ფონდ

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" დახმარებით საახალწლო აქცია გაიმართა

ტრადიციულად 2015 წლის 25 დეკემბერს, ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში ქ. თბილისის მერიის “კულტურული ღონისძიებების ცენტრის” მხარდაჭერით და საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" თანამონაწილეობით ჩატარდა შემოქმედებითი საახალწლო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა 60-მა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდმა მიიღო. მათი უმრავლესობა თბილისისა და რუსთავის სხვადასხვა დღის ცენტრის ბენეფიციარები იყვნენ.

წლევანდელ საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ძალიან ნიჭიერმა მოზარდებმა, რომლებმაც წარმოაჩინეს საკუთარი შემოქმედება და დამსწრე საზოგადოებას დაანახეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, არსებობს შეზღუდული გარემო, სადაც შშმ პირებს უჭირთ საკუთარი შესაძლებლობების და ნიჭის გამოვლენა. ჩვენ ყველამ, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად მონაწილეობა უნდა მივიღოთ ამ გარემოს შეცვლაში და გავხადოთ საზოგადოება მეტად ტოლერანტული შშმ პირების მიმართ.
ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ, Step by Step“, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა საახალწლო ღონისძიება, ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მისი ხელმძღვანელის ნინო გულუას თქმით, ორგანიზაციის მთავარი მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა.
აქციასთან დაკავშირებით ქალბატონ ნინო გულუას კომენტარი ვთხოვეთ:
- ქ. თბილისის მერიასთან, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციასა და კომპანიასთან ერთად შემოქმედებით საახალწლო ღონისძიებას მხარდაჭერა გაუწია საქველმოქმედო ფონდმა „ავერსმა“.
მსგავს საქველმოქმედო ღონისძიებებში კერძო სექტორის ჩართულობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი ორგანიზაცია 4 წელია თანამშრომლობს საქველმოქმედო ფონდ "ავერსთან" და ამ ხნის განმავლობაში არაერთი დახმარება მიგვიღია, როგორც პირველადი დახმარების მედიკამენტები ასევე საჩუქრები. შეიძლება თამამად ითქვას, რომ `ავერსი~ სწორედაც რომ არის ლიდერი ლიდერთა შორის, რომელიც აკეთებს უდიდეს ქველმოქმედებას და ულამაზებს ადამიანებს ცხოვრებას.
მინდა გამოვხატო უდიდესი მადლიერება საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებლის ბატონი პაატა კურტანიძისა და ფონდის თანამშრომლების მიმართ ქალბატონ ქეთევან ნემსაძის თაოსნობით, რომლებიც ითვალისწინებენ ჩვენი ბენეფიციარების საჭიროებებს და დიდი რუდუნებით არჩევენ მათთვის საჩუქრებს.

ბატონო პაატა,
ქველმოქმედება დიდი ძალაა, ქველმოქმედება უფლისგან ბოძებული ნიჭია, რომლითაც თქვენ უხვად ხართ დაჯილდოებული. გილოცავთ შობა-ახალ წელს! იღბლიანი და წარმატებული, ბედნიერი და მშვიდობიანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის და სრულიად საქართველოსთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ერთად ვაკეთოთ სიკეთე და დავეხმაროთ იმ ადამიანებს ვისაც ყველაზე მეტად ჩვენი გვერდში დგომა სჭირდებათ.

Поделитесь: