საქველმოქმედო ფონდ “ავერსის” ხელშეწყობით ფესტივალი “გზა მომავლისაკენ” ჩატარდა

საქველმოქმედო ფონდ “ავერსის” ხელშეწყობით ფესტივალი “გზა მომავლისაკენ” ჩატარდა

ტერკულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ფონდის ინიციატივით მსოფლიოს ხალხთა სოლიდარობის დღის აღსანიშნავად თბილისში ფესტივალი “გზა მომავლისკენ” გაიმართა, სადაც სხვადასხვა ეროვნების 50-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. საქველმოქმედო ფონდი “ავერსი”, რომელმაც ღონისძიების თითოეულ მონაწილეს სასაჩუქრე ნაკრები გადასცა, ღონისძი ების მხარდამჭერი გახლდათ. 22 დეკემბერს თბილისის “კავკასიურ სახლში” ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.  _ “ღონისძიებას ნაციონალური უმცირესობის წარმომადგენლებთან ერთად ვატარებთ. ეს ნომრით მერვე ფესტივალია, რომელიც მსოფლიოში აღინიშნა. მოვიწვიეთ ანსამბლები და უნიჭიერესი ბავშვები თბილისის მასშტაბით, რომლებმაც დღევანდელი დღე მართლაც დაუვიწყარი გახადეს. იმედი მაქვს, სამომავლოდ, ფესტივალი მთელ საქართველოს მოიცავს და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები უფრო მასშტაბურად ჩაერთვებიან ჩვენს საზოგადოებრივ აქტივობაში _ აღნიშნა ინტერკულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარემ, ქალბატონმა დალილა გოროშიძემ. მისივე თქმით, ინტერკულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ფონდისა და მასთან არსებული სტუდია “მომავალი ვარსკვლავები”-ს წამოწყება საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა.  ფესტივალს სოლიდარობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც გამოუცხადა:
   _“გზა მომავლისაკენ” გახლავთ კიდევ ერთი გზავნილი საზოგადოების მიმართ, რომ ჩვენს პლანეტაზე ყველა ეროვნების წარმომადგენელი თანაბარი უფლებებით სარგებლობს. ჩვენს ფესტივალში პატარა ხელოვანები მონაწილეობენ, მღერიან, ცეკვავენ და მხიარულობენ. ეს ბავშვები ჩვენი მომავალია. მათ მიეცათ საშუალება წარმოეჩინათ თავისი ხელოვნება და საზოგადოებისთვის ულამაზესი წუთები ეჩუქებინათ. ამ ღონისძიებით გვსურს გავაგრძელოთ გზა მომავლისაკენ და თუ ვინმემ შეგვამჩნია და ვინმეს მოეწონა ჩვენი წამოწყება, მხარში დაგვიდგეს და შემოგვიერთდეს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ “ავერსს” რომელმაც არაჩვეულებრივი საჩუქრებით დააჯილდოვა ბავშვები, ეს დიდი სიხარულია, რადგან ფორმალური საჩუქრები კი არა, ნამდვილი ჯილდოებია. დიდი მადლობა, რომ ბავშვებისთვის ასეთი სიხარული შექმენით.”
ფესტივალის მხარდამჭერები და სტუმრები გახლდნენ აშშ _ ს საელჩოს კულტურის ატაშე ქალბატონი ლოლა პეტროვა, რუსული სათვისტომოს ორგანიზაცია _ საერთაშორისო ფონდი “ნადეჟდა” და საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ აზერბაიჯანული და სომხური ანსამბლები, სოლო მომღერლები და ვოკალური ანსამბლები.
   _ “სასიამოვნოა, რომ სხვადასხვა კულტურის და ეროვნების წარმომადგენელი საკუთარი ხელოვნების წარმოსაჩენად და მსოფლიოს ხალხთა მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად დღეს აქ ერთად შეიკრიბა. ორგანიზატორებმა მართლაც შესანიშნავ ღონისძიებას დაუდეს საფუძველი. მადლობა მინდა მოვახსენო როგორც ინტერკულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ფონდს, ასევე საქველმოქმედო ფონდ “ავერსს”, სტუმრებსა და ფესტივალის თითოეულ მონაწილე უნიჭიერეს ბავშვს, რომლებმაც დღევანდელი დღე მართლაც შესანიშნავი და დაუვიწყარი გახადეს _ ეს ბავშვთა დღესასწაულია და ყოველთვის სასიხარულოა, როდესაც ასეთი საღამო იმართება, სხვადასხვა კულტურის და ეროვნების წარმომადგენლები ხვდებიან ერთმანეთს, მათ შორის მეგობრული ურთიერთობები მყარდება. აშშ-ს საელჩო ფესტივალის თითოეულ მონაწილეს საჩუქრად  წიგნებს გადასცემს, ეს ბავშვებისთვის მართლაც საინტერესო უნდა იყოს _ აღნიშნა აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშემ. საქველმოქმედო ფონდმა “ავერსი” ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებს, რომლებიც ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ საჩუქრად მოვლის საშუალებები და ვიტამინების ნაკრები გადასცა. “ავერსი” ზრუნავს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე.

Поделитесь: