საშემოდგომო ღონისძიებები „ავერსისგან“

საშემოდგომო ღონისძიებები „ავერსისგან“

საქველმოქმედო ფონდმა „ავერსმა“ საშემოდგომო ღონისძიებები გამართა, რომლის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და ვეტერანებს უამრავი სასიამოვნო საჩუქარი გადასცა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღონისძიება - „შემოდგომის ფერები"  ონლაინ პლატფორმით ჩატარდა, სადაც მათ საზოგადოებას საკუთარი ნამუშევრები - ხელნაკეთი ნივთები, ნაქსოვი აქსესუარები, მძივები, თექის ჩანთები და უამრავი სამშვენისი  წარუდგინეს. ფესტივალის მონაწილეებს საქველმოქმედო ფონდ „ავერსის“ წარმომადგენლებმა სხვადასხვა კოსმეტიკური ბრენდის პროდუქცია და მოვლის საშუალებები გადასცეს.

         განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებმა ონლაინ ფესტივალის საშუალებით კიდევ ერთხელ დავანახეთ საზოგადოებას, რომ ადამიანის შესაძლებლობები, ისევე, როგორც შემოდგომის ფერები, მრავალფეროვანია; დავანახეთ, რომ საზოგადოების მხრიდან  მხოლოდ ამ  უნარების გამოვლენის ხელშეწყობაა საჭირო. მსგავსი ღონისძიებები კი ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შემოქმედებითი  პოტენციალის წარმოჩენას - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ქობალიამ და მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო ფონდ „ავერსს“ და ქ. თბილისის მერიას მხარდაჭერისთვის, ასევე,  ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც  უპრეცენდენტო ქველმოქმედებას ეწევიან - ერთად ვაკეთოთ სიკეთე და მხარში დავუდგეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი თანადგომა სჭირდებათ!

საქველმოქმედო ფონდმა „ავერსმა“ სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანებს, ასევე სამამულო ომის მონაწილეებსაც - „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილი, ექსკლუზიური, პრემიუმ კლასის ბრენდების პროდუქცია და ჰიგიენური საშუალებები გადასცა საჩუქრად, რითიც, ამ ადამიანებს, კიდევ ერთხელ აგრძნობინა, რომ საზოგადოება აფასებს მათ ღვაწლს ქვეყნის და თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე.

         საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ მუდმივად მხარში უდგას ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება - აღნიშნა ფონდის ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ - „ავერსი“ უამრავ ეროვნული მნიშვნელობის პროექტს ახორციელებს და საშემოდგომო  აქციებიც ამის დასტურია.

საქველმოქმედო ფონდმა „ავერსმა“ შემოდგომის ფერებივით მრავალფეროვანი სიურპრიზებით გაახარა  უამრავი ადამიანი და საჩუქრებთან ერთად თითოეულ მათგანს სასიამოვნო ემოცია აჩუქა.

Поделитесь: