"ავერსი" ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულებს ულოცავს

მარტის დღესასწაულებისთვის საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ყოველთვის გამორჩეულად ემზადება და  გაზაფხულის დადგომას ქალბატონებს სასიამოვნო სიურპრიზებით ულოცავს.  "ავერსმა" ქალთა დღეები წლეულსაც ტრადიციულად აღნიშნა:

ფონდმა "ავერსმა" პენსიონერთა კავშირს მიულოცა და ქალბატონებს საჩუქრად  კოსმეტიკური პროდუქცია, პარფიუმერია, ასევე, მოვლის საშუალებები გადასცა - "ავერსი" მუდმივად მხარში უდგას პენსიონერებს და დღესასწაულებსაც ორიგინალურად ულოცავს.

"ავერსს" მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს  ინტერკულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ფონდთანაც. სამი და რვა მარტი აქაც გამორჩეულად აღნიშნეს.

საქველმოქმედო ფონდმა ქალთა დღეები მიულოცა ორგანიზაცია "ალბიონს". "ავერსმა", საჩუქრები ასევე,  სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მსჯავრდებულ ქალებს  გადასცა.

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, რომ ქალთა დღესასწაულების მილოცვა მნიშვნელოვანია როგორც პენსიონერებისთვის, ასევე, ახალგაზრდებისთვის, შეზღუდული შესაძლევლობების მქონე ადამიანებისა და პატიმრებისთვისაც. ასე რომ "ავერსმა" არავინ დატოვა საჩუქრებისა და სიურპრიზების გარეშე.

ქალბატონები გაზაფხულის დღესასწაულებს განსაკუთრებული სიხარულით ელიან და "ავერსისგან" ყოველთვის იღებენ სიურპრიზებსა და სასიამოვნო საჩუქრებს.

ფონდი "ავერსი" გილოცავთ გაზაფხულის დღესასწაულებს, ჯანმრთელობასა და მშვიდობას გისურვებთ.  

 

Поделитесь: