კომპანია

კომპანია "ავერსი" 15 წელია სტუდია ანა-ბანას გვერდითაა

  • 2026-01-05
ავერსისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც პატარებს თავისუფალი თვითგამოხატვისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამიტომ, ჩვენ უკვე 15 წელია სტუდია ანა-ბანას გვერდით ვართ და აქტიურად ვუჭერთ მხარს ყველა მათ ინიციატივას.

წელსაც, ანაბანას საახალწლო კონცერტზე, ერთად შევქმენით გარემო, სადაც მუსიკა სიხარულისა და კომუნიკაციის მთავარ ენად იქცა.
Поделитесь: