გლდანის მოლში

გლდანის მოლში "ავერსის" განახლებული აფთიაქის პრეზენტაცია გაიმართა

  • 2025-06-26
გლდანის მოლში "ავერსის" აფთიაქი ათი წლის წინ გაიხსნა. 23 ივნისს კომპანიამ ამ ფილიალის იუბილე აღნიშნა და განახლებული ფორმატისა და დიზაინის საპრეზენტაციოდ წვეულება გამართა - ბავშვებისთვის ანიმატორებისა და ჟირაფი ჟოზეს აქტივობა, მომხმარებლებისთვის კი მთელი დღის განმავლობაში არაერთი სიურპრიზი მოეწყო.
როგორც "ავერსის" სააფთიაქო ქსელის დირექტორმა, ეკა ბურძენიძემ აღნიშნა, სააფთიაქო ქსელი დღეს 363 აფთიაქს აერთიანებს. თითოეული მათგანი მაღალი ხარისხის პროდუქციით, თანამედროვე სტანდარტების ინტერიერითა და კომფორტული მომსახურებით გამოირჩევა.
კომპანია "ავერსის" მიზანია, რომ მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების მომსახურება და გარემო შესთავაზოს. სწორედ ამიტომ, ქსელის მოდერნიზების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.
Поделитесь: