Spotlight 2025 - წარმატებით ჩატარდა

Spotlight 2025 - წარმატებით ჩატარდა

  • 2025-06-10
7-8 ივნისს ტრადიციულად Spotlight 2025 ჩატარდა "ავერსის" უცვლელი და ერთგული პარტნიორობით.

ძველი და ახალი პარტნიორები ერთ სივრცეში უკვე მეათედ გაერთიანდნენ. ამჯერად მთავარი თემა "გზაზე" გახლდათ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ შთამაგონებელი გამოსვლები, პანელური დისკუსიები, მასტერკლასები და ნეთვორქინგი.
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ავერსმა საჩუქრები გადასცა. ბრენდის სივრცე დატვირთული იყო სპეციალურად მოწყობილი ფოტო და ვიდეო გადაღების კუთხეებით, რაც ღონისძიებას სახალისოს და საინტერესოს ხდიდა. ავერსმა წარმოადგინა პოპულარული მზის ხაზი ბერგასოლი მსოფლიო ბრენდი, რომელიც საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ავერსის რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ აღნიშნა, რომ “სფოთლაითი” ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიებაა, რომელსაც ავერსი ერთგულად უჭერს მხარს, რადგან „სფოთლაითი“ აერთიანებს საინტერესო ადამიანებს, პროფესიონალებს, ვინც ინოვაციურ კვალს ტოვებს ბიზნესის, მარკეტინგის, ტექნოლოგიების და სტარტაპების სფეროში.
Поделитесь: