‘’ავერსის’’ სააფთიაქო ქსელის ყველაზე მასშტაბური ფილიალის გახსნა!

‘’ავერსის’’ სააფთიაქო ქსელის ყველაზე მასშტაბური ფილიალის გახსნა!

  • 2025-06-03
2 ივნისს საზეიმოდ გაიხსნა „ავერსის“ 363-ე ფილიალი სავაჭრო ქსელ ქარვასლაში.
განსხვავებული კონცეფციით გამორჩეული ფილიალი 1000 კვადრატულ მეტრზე, ორ სართულზე განთავსდა.
ფილიალში წარმოდგენილია როგორც მედიკამენტური საშუალებები, ასევე პრემიუმ კლასის ბრენდების პროდუქცია: თავის მოვლის პროდუქტები, დეკორატიული და სამკურნალო კოსმეტიკა, ბავშვის კვებისა და მოვლის საშუალებები, აქსესუარები. აფთიაქის მეორე სართულზე დაგხვდებათ აუთლეტი, სადაც მომხმარებელი მაქსიმალური ფასდაკლებით შეიძენს თავის მოვლის საშუალებებს.
''თითოეული ავერსელის მიზანი მომხმარებლის კმაყოფილება და კომფორტია. სააფთიაქო ქსელის ახალი, სრულიად განსხვავებული ფილიალი სწორედ ამ მიზნით, მომხმარებლის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიქმნა'' - აღნიშნა გახსნის ცერემონიაზე ''ავერსის'' დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ.
Поделитесь: