ЖЕЛАЕМ ЗДОРОВЬЯ И ДУШЕВНОГО СПОКОЙСТВИЯ!

Новости

23.03.2018
Ученики Британско-грузинской академии посетили «Аверси-Рационал»...

  1. Словарь >
  2. Школа родителей Беременность


კრამელი – სასარგებლო და გემრიელი დაცვა

ვიტამინები ყველა ასაკში საჭიროა, მაგრამ არსებობს მდგომარეობები, როდესაც მათი მიღება უბრალოდ აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.

სრულფასოვანი კვების პირობებშიც კი ბავშვებისთვის, მოზრდილებისთვის, ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის  აუცილებელია ვიტამინების, კალციუმის, მინერალების და სასარგებლო ბაქტერიების (პრობიოტიკების) მიღება და ახლა ამ ყველაფერს წამლის ნაცვლად გემრიელი შოკოლადის გემო აქვს.

კრამელი მულტი ქიდსი #30 შოკოლადის ფილა (ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი & პრობიოტიკი ბავშვებისათვის)

კრამელი მულტი ქიდსის 1 შოკოლადის ფილა შეიცავს ბავშვის ორგანიზმის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელ 12 ვიტამინს, მინერალებს -  რკინას, კალციუმს, იოდს. ასევე, ორგანიზმისთვის სასარგებლო  ლაქტო- და ბიფიდობაქტერიებს.

კრამელი მულტი ქიდსიკრამელი მულტი ქიდსი:

  • უზრუნველყოფს ბავშვის ორგანიზმის ნორმალურ ზრდა-განვითარებას;
  • ამაღლებს იმუნიტეტს;
  • აღადგენს ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას და ხსნის დისკომფორტს მუცელში;
  • ამცირებს ალერგიის განვითარების რისკს;
  • მიიღება ბავშვებში 1 წლიდან. 1-3 წლამდე - 1/2 შოკოლადის ფილა დღეში, 3 წლის ზემოთ - 1 შოკოლადის ფილა დღეში.

 


 

კალციუმი უმნიშვნელოვანესია ბავშვის ნორმალური ზრდა – განვითარებისთვის და მისი ძვლების სიმტკიცისთვის. კალციუმი საკვებიდან ძალიან რთულად შეიწოვება. საკვებთან ერთად ჩვენ ვიღებთ კალციუმის მხოლოდ 20-30%, მისი დიდი ნაწილი კი არ შეიწოვება ნაწლავებიდან. ამიტომ მიუხედავად კალციუმით მდიდარი რაციონისა, შეუძლებელია მასზე ორგანიზმის მოთხოვნილების სრულად დაკმაყოფილება. ამისთვის საჭიროა კალციუმის დამატებით მიწოდება და ერთდროულად D3 ვიტამინის მიღება. ვიტამინი D3 უზრუნველყოფს ნაწლავებიდან კალციუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმის შეთვისებას. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია კალციუმის და D3 ვიტამინის ერთდროული მიღება. D3 ვიტამინი აქტიურად მონაწილეობს იმუნური სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებაშიც.

კრამელი კალციუმიკრამელი კალციუმი + D3 #30 საღეჭი კანფეტი

1 საღეჭი კანფეტის შემადგენლობა: კალციუმი – 300 მგ. ვიტამინი D3 – 200 სე.

კრამელი კალციუმი + D3 :

  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიური ზრდის პერიოდში;
  • უზრუნველყოფს ძვლების სიმყარეს;
  • ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ნორმალურ ზრდა-განვითარებას;
  • ინიშნება ბავშვებში  3 წლის ასაკიდან.

  


 

შეკრულობა ბავშვთა ასაკში ძალიან ხშირი პრობლემაა და საჭიროებს

მუდმივ ყურადღებას, მაგრამ საფაღარათო საშულებები იწვევს მიჩვევას და არცთუ უსაფრთხოა ბავშვებში.

შეკრულობის ძალიან ხშირი მიზეზი ნაწლავთა დისბაქტერიოზია, რასაც იწვევს სხვადასხვა ფაქტორები: ნაწლავური ინფექციები, ფერმენტოპათია, ალერგიული დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, არახელსაყრელი საცხოვრებელი და ეკოლოგიური პირობები, სტრესი, თამბაქო, არასწორი კვება და კვების ჩვეული რეჟიმის დარღვევა, გენეტიკური ფაქტორები, ანტიბიოტიკოთერაპია, ქიმიოთერაპია და სხვა

დისბაქტერიოზის დროს დარღვეულია საკვების მონელება, ნივთიერებების შეწოვა, ელექტროლიტური ბალანსი, ვითარდება პოლიჰიპოვიტამინოზი, ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, ადგილი აქვს იმუნური სისტემის ფუნქციის შესუსტებას, ალერგიულ რეაქციებს; ბავშვები და მოზარდები ჩამორჩებიან ზრდაში. დისბაქტერიოზი შეიძლება მიმდინარეობდეს ფაღარათით, შეკრულობით, გულისრევით, ღებინებით და შებერილობით.

კრამელი, რომელიც შეიცავს პრობიოტიკებს, აწესრიგებს ნაწლავის მიკროფლორას, მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები და მინერალები კი ავსებენ ვიტამინების დეფიციტს და ეხმარებიან ორგანიზმს იმუნიტეტის ამაღლებაში.

კრამელი შოკოლადის ფილა          კრამელი #10 შოკოლადის ფილა

          თითოეული შოკოლადის ფილა შეიცავს:

          5 მილიარდ  ბიფიდობაქტერიას (სასარგებლო ბაქტერია);

          D ვიტამინს – 100 სე;

      

      D ვიტამინი:

  • უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას;
  • ხელს უწყობს ნაწლავებიდან კალციუმის, რკინის, მაგნიუმის, ფოსფორის და თუთიის შეწოვას;
  • შოკოლადი ამაღლებს განწყობას და ხელს უწყობს კარგ ხასიათზე ყოფნას;
  • აღადგენს ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას;
  • ხსნის შეკრულობას და დისბაქტერიოზით გამოწვეულ ფაღარათს.

 


 

კრამელი პრენატალიკრამელი პრენატალი#30 შოკოლადის ფილა (ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი & პრობიოტიკი ორსულთათვის)

კრამელი პრენატალის 1 შოკოლადის ფილა შეიცავს ქალის ორგანიზმისთვის აუცილებელ 12 ვიტამინს, რკინას, იოდს, 6 მილიარდ სასარგებლო ლაქტობაქტერიას.

კრამელი პრენატალის მიღება რეკომენდებულია ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის.

 

ორსულობის დროს ძალიან ხშირია ლაქტობაქტერიების დეფიციტი, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის ქალის ჯანმრთელობას.

კრამელი პრენატალი შეიცავს 6 მილიარდ ლაქტობაქტერიას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია  როგორც ქალის ისე მომავალი ბავშვის ჯანმრთელობისთვის.

 

კრამელი პრენატალი მიიღება 1 შოკოლადის ფილა დღეში 1-ჯერ.

კრამელი პრენატალის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები:

1. უზრუნველყოფს ორსულის ორგანიზმს საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით;

2. ამცირებს ალერგიის განვითარების რისკს როგორც ქალებში, ასევე ბავშვებში;

3. არეგულირებს ნაწლავის მიკროფლორას;

4. ფოლიუმის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალის ორგანიზმში ორსულობამდე, ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდეგაც. იგი ითვლება “ქალის ვიტამინად”. ფოლიუმის მჟავა იცავს ნაყოფს ნერვული სისტემის თანდაყოლილი დაავადებებისგან.

5. იოდი - აუცილებელი მიკროელემენტია ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის.

6. ლაქტობაქტერიების მიღება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში ამცირებს ბავშვებში ალერგიის, ეგზემის განვითარების რისკს. ორსულობის პერიოდში ლაქტობაქტერიების მიღება ამცირებს გესტაციური დიაბეტის გამოვლენის სიხშირეს.  

 

გემრიელი  და სასარგებლო კრამელი –  თქვენი ოჯახის ჯანმრთელობის საიმედო მცველია!

კრამელი იწარმოება ევროკავშირის ქვეყანაში – ხორვატიაში და მისი ხარისხი სრულიად  შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.

 


ორსულთა სტომატოლოგიური პრობლემები

ქათქათა და ჯანმრთელი მარგალიტები
ღიმილი ხომ ქალბატონების სავიზიტო ბარათია! ჰოდა, ამიტომაც არის, რომ იმ 32 მარგალიტის მოსავლელად, რომლებიც ჩვენს ღიმილს ხიბლს მატებს, არც დრო და არც ენერგია არ გვენანება.
კბილების მოვლას ლამის დაბადებიდანვე გვასწავლიან, მაგრამ ეს საკითხი განსაკუთრებულ აქტუალურობას მაინც ორსულობისას იძენს. ადვილი მისახვედრია, რატომაც: გავრცელებული აზრით, ორსულობის პერიოდში კბილის სტრუქტურა იცვლება, იოლად ზიანდება და შესაძლოა, დიდი ხნის ნალოლიავები ერთი-ორი მარგალიტი დავკარგოთ კიდეც.
რა უნდა იღონოს ორსულმა, რომ ჯანსაღი და ლამაზი  კბილები შეინარჩუნოს? საჭიროა თუ არა კალციუმის პრეპარატების დამატებით მიღება? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება მანანა შარაშიძის სამედიცინო ცენტრის სტომატოლოგი ნანა მოროზი.
– სტომატოლოგთან ვიზიტი ბევრისთვის დისკომფორტსა და ტკივილთან ასოცირდება. ამიტომ არის, რომ სპეციალისტთან მისვლას და მკურნალობას უფრთხიან. სტომატოლოგს განსაკუთრებით ერიდებიან ორსულები, ფაქტობრივად კი მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ კვალიფიციური დანტისტის კონსულტაცია და საჭიროებისას – მკურნალობა.
საბედნიეროდ, არიან მეტად ყურადღებიანი ქალბატონებიც, რომლებიც ორსულობისას სათანადო ყურადღებას აქცევენ თავიანთ ჯანმრთელობას, რასაც ერთმნიშვნელოვნად მივესალმებით.
. უპირატესად რომელი სტომატოლოგიური პრობლემის გამო მოგმართავენ ორსულები?
– ხშირად უჩივიან ღრძილების ანთებით დაავადებას – გინგივიტს, რომელიც უმთავრესად ორსულობის დროს ორგანიზმში მომხდარი ჰორმონული ცვლილებებით გახლავთ განპირობებული.
გინგივიტი ძირითადად სისხლდენით და კბილის ყელის გარშემო ნადების გაჩენით ვლინდება. გარდა ამისა, ზოგჯერ ყურადღებას იპყრობს უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან.
. უამრავი ქალი აღნიშნავს, რომ დაორსულებამდე ჯანმრთელი და მაგარი კბილები ჰქონდათ, ორსულობისას კი კბილის  გვირგვინი ეშლებათ. რისი ბრალია ამგვარი ცვლილება?
– ასეთი რამ ორსულობისას მართლაც ხშირად ხდება. კარიესის პრობლემა ძირითადად კალციუმის დეფიციტს უკავშირდება. იოლი მისახვედრია, რატომაც: მომავალი დედიკო ხომ კალციუმს ნაყოფსაც უნაწილებს, ეს კი მის ორგანიზმში ამ ელემენტის დეფიციტს იწვევს. თუმცა ამერიკის 
სტომატოლოგთა ასოციაციის (ADA) ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, კალციუმის ის ოდენობა, რომელსაც ორსული საკვების მეშვეობით იღებს, სავსებით საკმარისია, რომ  კბილების სტრუქტურა არ დაირღვეს. საჭიროების შემთხვევაში კალციუმი ნაყოფს არა კბილებიდან, არამედ ძვლებიდან მიეწოდება.

. მაშ, რას შეიძლება დავაბრალოთ კარიესი?
– კარიესის მიზეზი მეტწილად არასწორი კვებაა. მოარული აზრით, ორსულმა უნდა მიირთვას ყველაფერი, რაც სურს. ასე არამც და არამც არ შეიძლება. მაგალითად, ჭარბი ტკბილეული და პურ-ფუნთუშეული, გარდა იმისა, რომ წონის არასასურველ მატებას იწვევს, კბილებსაც აზიანებს.
. ამჟამად ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ პაწიას კბილებზე მუცლადყოფნის პერიოდიდანვე უნდა ვიზრუნოთ, რადგანაც სწორედ ამ დროს ვითარდება კბილის პირველი ჩანასახები.
– სარძევე კბილების ჩასახვა მუცლადყოფნის III-VI თვეს  ხდება. ასე რომ, პროფილაქტიკა და კბილებზე ზრუნვა მომავალმა დედამ მართლაც ამ პერიოდიდანვე უნდა დაიწყოს.
სარძევე კბილების პრობლემები ბავშვს იმ შემთხვევაში შეიძლება გაუჩნდეს, თუკი დედა ფეხმძიმობის დროს არასწორად იკვებებოდა, აღენიშნებოდა მძიმე ტოქსიკოზი, გადაიტანა ინფექციური დაავადება და ა. შ.
. როგორ რაციონს ურჩევდით ორსულებს, რათა არც მას და არც მის პატარას მომავალში კბილებთან დაკავშირებით პრობლემები არ გაუჩნდეთ?
– სასურველია ისეთი საკვების მიღება, რომელიც C და B ჯგუფის ვიტამინებით არის მდიდარი. C ვიტამინს ჭარბად შეიცავს ციტრუსი, B ვიტამინს – ხორცეული, ხორბალი, თევზი.
. ბევრი ორსული სტომატოლოგთან ვიზიტს მხოლოდ იმიტომ ერიდება, რომ ეშინია, საანესთეზიო საშუალებებმა ნაყოფს ზიანი არ მიაყენოს. 
– არაფრით არ შეიძლება, შიშის გამო ორსულმა კბილის ძლიერი ტკივილი აიტანოს ან, თუკი სერიოზული სტომატოლოგიური პრობლემა აწუხებს, ექიმთან მისვლა მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის გადადოს.
საზოგადოდ, თუკი აუცილებელი არ არის, ორსულობის პირველ ტრიმესტრში უხეშ სტომატოლოგიურ პროცედურებს  და ნაყოფისთვის ტოქსიკური საანესთეზიო საშუალებების გამოყენებას მაქსიმალურად ვერიდებით. რაც შეეხება კბილების გაწმენდას, ის ფეხმძიმობის ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი.
სასურველია, მესამედან მერვე თვემდე (მეორე ტრიმესტრსა და მესამე ტრიმესტრის პირველ ნახევარში) ორსული ეწვიოს სტომატოლოგს, მიიღოს მისი კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში იმკურნალოს.
საანესთეზიო საშუალებების უმრავლესობა შეიცავს ადრენალინს, რომელიც საშვილოსნოს შეკუმშვას იწვევს, ამიტომ პირველ ტრიმესტრში, როცა ნაყოფი მტკიცედ არ არის მიმაგრებული საშვილოსნოს კედელს, მათი გამოყენება სასურველი არ გახლავთ. მართალია, ისეთი საანესთეზიო საშუალებებიც არსებობს, რომლებიც ადრენალინს არ შეიცავს, მაგრამ ისინი ნაკლებეფექტურია, ვინაიდან ადრენალინი ანესთეზიის მოქმედებას აძლიერებს.
სასურველია, სანამ სტომატოლოგს მიმართავდეს, ორსულმა კონსულტაცია მკურნალ ექიმთან გაიაროს. თუკი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგალითად, მომატებული არ აქვს საშვილოსნოს ტონუსი, სტომატოლოგიურ მანიპულაციებსა და მკურნალობას ჩვეულებრივ ჩაუტარებენ.
. როგორ უნდა მოუაროს ორსულმა პირის ღრუს? არსებობს თუ არა განსაკუთრებული რეკომენდაციები?
– ორსულმა კბილებს ჩვეულებრივ უნდა მოუაროს, არავითარი განსაკუთრებული წესის დაცვა არ არის საჭირო, თუმცა სასურველია, პირის ღრუს ოდნავ მეტი ყურადღება მიაქციოს, ვიდრე მანამდე. ურიგო არ იქნება, თუ გამოიყენებს სავლებს, რომელიც კბილებისა და ღრძილებისთვის მარგებელ მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს. სასურველია სპეციალური ძაფის – ფლოსის ხშირი გამოყენებაც.
დაბოლოს, მსურს, ყველა ფეხმძიმეს ვურჩიო, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს პირის ღრუს ჰიგიენას. ცნობილია, რომ მომავალი დედის ჯანმრთელობა ხომ ბავშვის ჯანმრთელობის საწინდარია.


ორსულობა და ახლომხედველობა

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრება მედ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი, ექიმი ოფთალმოლოგი ნინო თავბერიძე
მრავალ ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ნორმალური ორსულობა ჯანმრთელი ქალის მხედველობის ცვლილებას არ იწვევს. სამაგიეროდ, ორსულობამ შეიძლება საგრძნობლად დაამძიმოს თვალის სხვადასხვა (რქოვანას, ბროლის, ბადურას, მხედველობის ნერვის და სხვა)
დაავადებათა მიმდინარეობა. განსაკუთრებულ რისკის ჯგუფს მიოპიის (ახლომხედველობის) მქონე ორსულები წარმოადგენენ.  განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ მაღალი ხარისხის მიოპიის მქონე ორსულებს, ვინაიდან მშობიარობისას შეიძლება განვითარდეს მძიმე გართულებები, როგორიც არის სისხლჩაქცევა ბადურაში, მინისებრი სხეულის შემღვრევა, ბადურას ჩამოშლა. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ბადურას ცვლილებები ყოველთვის არ შეესაბამება ახლომხედველობის ხარისხს – შესაძლოა, მისი ჩამოცლა სუსტი ხარისხის მიოპიის შემთხვევაშიც მოხდეს.
     ოფთალმოლოგიური გამოკვლევისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები საშუალებას გვაძლევს, მიოპიის მქონე ორსულებს თავიდან ავაცილოთ მხედველობის ორგანოს გართულებები. ექიმი-მეანი, რომელიც ახლომხედველ ორსულს მეთვალყურეობს, მოვალეა, ფეხმძიმობის ადრეულ პერიოდში იგი კონსულტაციისთვის ოფთალმოლოგთან გაგზავნოს, სადაც ქალს ჩაუტარდება სრულყოფილი გამოკვლევა: რეფრაქციის სახისა და ხარისხის დადგენა, თვალის კაკლის ზომების გამოკვლევა, მინისებური სხეულისა და ბადურას მდგომარეობის შეფასება და სხვა. ექიმი ოფთალმოლოგი განსაზღვრავს მონიტორინგის (დაკვირვების) ვადებს.
    თუ ორსულს მაღალი ხარისხის ახლომხედველობა აღმოაჩნდა, ჩამოცლის პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია, დროულად ჩაუტარდეს ბადურას ლაზერული კოაგულაცია.
     ამავე დროს, ოფთალმოლოგი განსაზღვრავს მშობიარობის სახეს. ამ საკითხისადმი მიდგომა ნებისმიერ შემთხვევაში ინდივიდუალურია, თუმცა დაბალი რისკის ჯგუფებში – სუსტი და საშუალო ხარისხის მიოპებს შორის, რომელთაც თვალის ფსკერზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღენიშნებათ, მიზანშეწონილია, მშობიარობა წარიმართოს ბუნებრივი გზით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მშობიარობის მეორე მომენტიდან ჭინთვების გამოთიშვას ახდენენ. მაღალი რისკის ჯგუფებში (მაღალი ხარისხის მიოპია, თვალის ანატომიური ღერძის დაგრძელება, ბადურას დეგენერაციული ცვლილებები) მშობიარობა საკეისრო კვეთით უნდა წარიმართოს.


ორსულთა ექოსკოპიური კვლევა

ხალხური სიბრძნე ღაღადებს, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო. საინტერესო ის არის, რომ ზოგჯერ დასანახად შეიძლება ხმაც, უფრო ზუსტად, განსაზღვრული სიხშირის ბგერაც გამოდგეს. კაცმა რომ თქვას, ადამიანს ახალი არაფერი გამოუგონებია, – ღამურები ათასწლეულების განმავლობაში სწორედ მისი მეშვეობით ახერხებდნენ სივრცეში ორიენტირებას, – გამოცდილების გადმოსაღებად კი საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა, თუმცა გაკვეთილი კარგად აითვისა: ჯერ თვითმფრინავებსა და გემებს გაუადვილა წინააღმდეგობების მიგნება რადარებითა და სონარებით, შემდეგ კი ტექნოლოგია შინაგანი ორგანოების გამოკვლევასაც მოარგო.
მომავალი დედებისთვის ეს მეთოდი ფასდაუდებელია, მის გარეშე ფაქტობრივად არც ერთი ორსულობა არ ჩაივლის, თუმცა მაინც ათასგვარ შეხედულებას გაიგონებთ. ზოგიერთს ჭარბი დასხივებისა ეშინია, ზოგს სურს, რაც შეიძლება ადრე გაიგოს ბავშვის სქესი, გამოკვლევის რამდენიმე სახელიც გვარიანად გვაბნევს... ტყუილ-მართალის გარკვევაში “ავერსის კლინიკის” ულტრაბგერითი სამსახურის კოორდინატორი,  ეკა ლაფაჩიშვილი დაგვეხმარება.

– ქალბატონო ეკა, რა პრინციპს ემყარება ულტრაბგერითი გამოკვლევა და გავრცელებული სახელებიდან: “ექოსკოპია”, “ულტრაბგერითი კვლევა”, “ულტრასონოგრაფია” – რომელია სწორი?
– არსებობის უფლება სამივე ტერმინს აქვს, ვინაიდან მეთოდის არსს გარკვეულწილად სამივე ასახავს (sonorus ლათინურად ხმის გამომცემს ნიშნავს, scopeo – ხედვას, graphos – ჩაწერას). ამ დროს აპარატი გამოსაკვლევი ორგანოსკენ მიმართავს ულტრაბგერებს – განსაზღვრული სიხშირის ბგერებს, რომელთაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. წინააღმდეგობასთან შეხვედრისას ეს ბგერები აირეკლება, ბუნებრივია, იმისდა მიხედვით, რომელი ქსოვილი (ძვლები, კუნთები, შინაგანი ორგანოები) დახვდება გზად. ამ განსხვავებულ ექოს გადამწოდი აფიქსირებს, კომპიუტერი კი გამოსახულებად გარდაქმნის და მონიტორზე გამოსახავს.
კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს: ჩვენი ყურისთვის შეუმჩნეველი, მაგრამ სავსებით ბუნებრივი ბგერები ერთადერთი “გამოსხივებაა”, რომელსაც სონოგრაფიული გამოკვლევისას ვიყენებთ. ზოგიერთი სხვა, მაგალითად, რენტგენოლოგიური გამოკვლევისგან განსხვავებით, ულტრასონოგრაფიას თან არ ახლავს მაიონიზებელი რადიაცია, რომელსაც შეუძლია, ატომები და მოლეკულები შეცვალოს და ბიოლოგიური ქსოვილები შეუქცევადად დააზიანოს. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, 30 წელიწადზე მეტია, ამ მეთოდს მთელ მსოფლიოში ძალიან ფართოდ იყენებენ და ადამიანზე მავნე ზემოქმედების არც ერთი ფაქტი არ აღრიცხულა.
– როგორც ჩანს, სწორედ უსაფრთხოებამ აქცია ულტრაბგერითი გამოკვლევა ორსულობის მეთვალყურეობის შეუცვლელ მეთოდად... – უსაფრთხოებამ და მაღალმა დიაგნოსტიკურმა ღირებულებამ. დღეისთვის ის იმ წამყვან მეთოდად მიიჩნევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ობიექტურად მივადევნოთ თვალი ნაყოფის ზრდა-განვითარებას მუცლადყოფნის ადრეული ეტაპებიდან დაბადებამდე.
– ორსულობის დასადგენად ულტრაბგერითი გამოკვლევა აუცილებელია? ტესტის დადებითი პასუხი არ კმარა?
– შარდში ქორიონული გონადოტროპინის გამოჩენა (სწორდედ მას აფიქსირებს ორსულობის ტესტი), თუნდაც სისხლში  მისი მაღალი კონცენტრაცია, მხოლოდ ორსულობის არსებობას ადასტურებს. ის წარმოდგენას არ გვაძლევს სანაყოფე პარკის მდებარეობაზე, მდგომარეობაზე, რაოდენობასა და ორსულობის მოსალოდნელ გართულებებზე. ორსულობის ადრეულ ვადებზე ულტრაბგერითი გამოკვლევა აუცილებელია თუნდაც ექტოპიური (საშვილოსნოსგარე) ორსულობის გამოსარიცხად. მოგეხსენებათ, ამ პათოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკა მხოლოდ შვილოსნობის უნარის შენარჩუნების შანსს კი არ ზრდის, არამედ იმის გარანტიასაც გვაძლევს, რომ ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. სანაყოფე პარკის დაფიქსირება ჩვეულებრივი ტრანსაბდომინური მიდგომით  ორსულობის მე-3 კვირიდან არის შესაძლებელი,  მე-6 კვირიდან კი ექიმი უკვე ნაყოფის გულისცემას აფასებს.
– ორსულობის განმავლობაში სტანდარტულად რამდენჯერ ტარდება ულტრაბგერითი კვლევა? რა მიზანს ისახავს თითოეული მათგანი?
– როგორც უკვე გითხარით, ულტრაბგერითი გამოკვლევა აბსოლუტურად უსაფრთხოა  მომავალი დედისა და ნაყოფისთვის. მიუხედავად ამისა, თვითნებურად მისი ჩატარება სასურველი არ არის, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მივმართავთ. ორსულობის განმავლობაში, ჩვეულებრივ, 4-ჯერ მაინც ვატარებთ, თუ საჭიროა – უფრო ხშირადაც.
პირველი გამოკვლევა მცირე ვადებზე – მე-3-7 კვირას – ტარდება ორსულობის დადასტურებისა და ადრეული შეფასების  მიზნით.
მეორე სკრინინგული ვადა მე-11-14 კვირაა. ამ დროს ტარდება გენეტიკური ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომლის დროსაც ნაყოფის ცხვირის ძვლის დაფიქსირება და კისრის ნაკეცის შეფასება საშუალებას გვაძლევს, გამოვრიცხოთ ქრომოსომული პათოლოგიების განვითარების რისკი.
მომდევნო ვადებზე, 22-24-ე და 32-34-ე კვირას, რუტინული ექოსკოპიური გამოკვლევის საშუალებით ფასდება ნაყოფის ზრდა-განვითარება,  პლაცენტის მდებარეობა და მდგომარეობა, სანაყოფე წყლების რაოდენობა და სტრუქტურა, ჭიპლარის,  საშვილოსნოს ყელის მდგომარეობა, ხდება განვითარების მანკების დროული დიაგნოსტირება. დამატებითი ფუნქციები, რომლებიც აქვს თანამედროვე აპარატების უმრავლესობას, ჩვენს შესაძლებლობებს უფრო მეტად აფართოებს:  აუდიოკომპონენტი ნაყოფის გულისცემის მოსმენისა და შეფასების საშუალებას გვაძლევს, დოპლეროგრაფია სისხლძარღვებში სისხლის უჯრედების მოძრაობის სიჩქარესა და მიმართულებას გვაჩვენებს და ნაყოფის ფეტო-პლაცენტური უკმარისობის (ნაყოფისთვის სისხლის მიწოდების დარღვევის) გამოვლენაში გვეხმარება.
ბოლო ხანს უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს მოცულობითი ექოსკანირება სამ და 
ოთხგანზომილებიან რეჟიმში. იგი აფართოებს ჩვეულებრივი ორგანზომილებიანი გამოკვლევის შესაძლებლობებს, თანაც მასავით უსაფრთხო და საიმედოა. მოცულობითი ექოსკანირების დროს სამგანზომილებიან რეჟიმში გამოსახულება მიიღება სამივე სიბრტყეში (3D static – მოცულობითი სტატიკური გამოსახულება), ოთხგანზომილებიან რეჟიმში კი მეოთხე განზომილებად ნაგულისხმებია დრო, ანუ გამოსახულება მიიღება დროის რეალურ რეჟიმში  (4D – real time). მოცულობითი ექოსკანირების დროს ექიმი უფრო სრულყოფილად ათვალიერებს ნაყოფის სხეულის ნაწილებს სამივე სიბრტყეში, მშობლები კი თავიანთ პატარას ჯერ კიდევ დაბადებამდე ეცნობიან, ეძლევათ  საშუალება, შეინახონ პირმშოს პირველი ფოტო (სურვილისამებრ, ფერადი ან შავ-თეთრი) და გამოსახულების ვიდეოჩანაწერი DVD დისკის საშუალებით. ალბათ დამეთანხმებით, მართლაც უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც მშობლები ჯერ კიდევ დედის მუცელში ადევნებენ თვალს, როგორ იცინის, ამთქნარებს, ხელ-ფეხს ამოძრავებს მათი პატარა.

– გამოკვლევისთვის განსაკუთრებული მომზადება ხომ არ სჭირდება ორსულს?
– არავითარი მომზადება არ არის საჭირო, უბრალოდ, ორსულობის ადრეულ ვადებზე აირით გაბერილმა ნაწლავებმა საშვილოსნოს დათვალიერებაში ხელი რომ არ შეგვიშალოს, სასურველია, შარდის ბუშტი ზომიერად სავსე  იყოს. თუმცა გამოკვლევა ტრანსვაგინური მიდგომითაც შეიძლება ჩატარდეს. შედარებით გვიანდელ ვადებზე  ამ მხრივ პრობლემა ნაკლებია.
– რომელი თვიდან ჩანს ბავშვის სქესი?
– ნაყოფის სქესის ფორმირება ხდება პირველი ტრიმესტრის ბოლოს, ორსულობის მე-11-12 კვირას, და ამავე პერიოდიდან არის შესაძლებელი მისი დადგენაც, თუმცა სქესის მიმართ გადაჭარბებული ინტერესი მხოლოდ ჩვენშია. გამოგიტყდებით: საზღვარგარეთ მივლინების დროს ჩემი როგორც ექიმის გულწრფელ სიამოვნებას იწვევდა ის ფაქტი, რომ იმ ორსულთა დაახლოებით ნახევარი, რომელიც ულტრასონოგრაფიის კაბინეტს აკითხავდა, ამჯობინებდა, ნაყოფის სქესი მის დაბადებამდე არ სცოდნოდა, დანარჩენების დიდი უმრავლესობა კი ამ კითხვას პირველად მხოლოდ ორსულობის 22-24-ე კვირას სვამდა.
– რამდენად მნიშვნელოვანია აპარატურის ხარისხი? ზოგს მიაჩნია, რომ გამოცდილი სპეციალისტი მოძველებული ექოგრაფითაც კი შეძლებს საჭირო ინფორმაციის მიღებას...
– ადრეული და ზუსტი დიაგნოსტირებისთვის ექიმს თანაბრად  სჭირდება როგორც  დიდი პროფესიული გამოცდილება, ასევე  დახვეწილი სამედიცინო აპარატურა. ასე რომ, პროფესიონალიზმთან ერთად აპარატურის ხარისხსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ “ავერსის კლინიკა” ერთითაც და მეორეთიც სამართლიანად ამაყობს, ჩვენი ხელმძღვანელობა კი განუწყვეტლივ ზრუნავს სამედიცინო აპარატურის განახლებაზე. ამჟამად “ავერსის კლინიკაში” ფუნქციობს კომპანია PHILIPS-ის გამოსახულების შეუდარებელი ხარისხის მქონე და უნიკალური პროგრამებით აღჭურვილი ულტრათანამედროვე ექოსკოპები, რომელთა ანალოგი ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ ამიერკავკასიაში არ არის.


ტოქსოპლაზმოზი ორსულებში

 ორსულობა ქალის ორგანიზმისთვის დიდი გამოცდაა. ორსულს ხშირად უმწვავდება ქრონიკული დაავადებები, უქვეითდება იმუნიტეტი და ყოველგვარი ინფექცია ადვილად ერევა. არსებობს დაავადებები, რომელთა თავისებურებაც ის არის, რომ თუმცა არაორსულებში განსაკუთრებული სირთულის გარეშე მიმდინარეობს, ორსულობისას სერიოზულ გართულებებს იწვევს. ასეთ ინფექციებს Torch კომპლექსის სახელწოდებით აერთიანებენ. ეს კომპლექსი მოიცავს ტოქსოპლაზმოზს (Toxoplazma), წითურას (Rubella), ციტომეგალოვირუსს (Citomegalovirus) და ჰერპესვირუსს (Herpes). ამჯერად ყურადღებას ტოქსოპლაზმოზზე შევაჩერებთ.

ალბათ, ყველა ქალს აინტერესებს, რა იწვევს ტოქსოპლაზმოზს, რა საფრთხეს გვიქადის ის, როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა და შესაძლებელია თუ არა მის მიერ გამოწვეული გართულებების თავიდან აცილება. ამ და სხვა საკითხებზე ჩაჩავას კლინიკის ექიმი გინეკოლოგი ფიქრია კამლაძე გვესაუბრება.
– რას წარმოადგენს ტოქსოპლაზმოზი და რა იწვევს მას?
– ტოქსოპლაზმოზი გახლავთ TORC კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი ფართოდ გავრცელებული ინფექციური დაავადება. მას მოსახლეობა ცუდად იცნობს, ვინაიდან უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მკურნალობასაც არ მოითხოვს, მაგრამ ეს ერთი შეხედვით უწყინარი ინფექცია, თუ ორსულს დაემართა, შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზად იქცეს.
ტოქსოპლაზმოზს უჯრედშიდა პარაზიტი Toxoplazma Gondii იწვევს. პარაზიტის საბოლოო მასპინძელია კატა. თავად ის თაგვებისგან, ვირთხებისგან ან ფრინველებისგან ინფიცირდება. ინფიცირებული კატა ფეკალიებთან ერთად გამოყოფს გამომწვევებს, რომელთა ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგაც ვითარდება ტოქსოპლაზმოზი.
ტოქსოპლაზმის გამომწვევი გარემო პირობების მიმართ დიდი გამძლეობით გამოირჩევა და მხოლოდ 60-65 გრადუსზე იღუპება. ნიადაგში მოხვედრილი პარაზიტი მკვრივ გარსს შემოიკრავს და ასე 6-დან 8 თვემდე შეიძლება იცოცხლოს. სწორედ მისი გამძლეობა განაპირობებს ამ დაავადების ძლიერ გავრცელებას, თუმცა უნდა ითქვას, რომ უმეტესობას ის განსაკუთრებული სირთულეების გარეშე, უსიმპტომოდ გადააქვს. ორსულის ტოქსოპლაზმით ინფიცირებამ კი შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ნაყოფის ჯანმრთელობას.
– როგორია გადაცემის მექანიზმი? რა გზით ხდება ტოქსოპლაზმით ინფიცირება?
– სხვადასხვა გზით. გადაცემის მექანიზმი ძირითადად ფეკალურ-ორალურია. ინფიცირება უმეტესად კატასთან კონტაქტისას ხდება. ასევე ხშირია დაუმუშავებელი ხორცის, გაურეცხავი ან ცუდად გარეცხილი მწვანილის, ბოსტნეულისა და ხილის მეშვეობით დასნებოვნება. აღწერილია დაავადების გავრცელება პროფესიული გზით – ლაბორატორიებში. ინფიცირება, ასევე, ხდება ტრანსპლაცენტურად, ანუ დედისგან გადაედება ნაყოფს. ამ გზით დასნებოვნების ალბათობა დაახლოებით 44%-ია. ორსულისთვის ტოქსოპლაზმოზი სწორედ ამ გზით გადაცემის გამოა საშიში. ინფიცირება ასევე ხდება სისხლის გზით, ორგანოთა ტრანსპლანტაციისას და ა.შ. 
– ბევრს ჰგონია, რომ Torch კომპლექსი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს აერთიანებს...
– ეს შეცდომაა. ძალიან იშვიათად ლაპარაკობენ გადაცემის სქესობრივ გზაზე, თუმცა ეს მოსაზრება დადასტურებული არ არის. ამ გზით დასნებოვნება ნაკლებსავარაუდოა.
– როგორია დაავადების კლინიკური გამოვლინება, რა სიმპტომების საფუძველზე შეიძლება ტოქსოპლაზმოზზე ეჭვის მიტანა?
– როგორც აღვნიშნე, ტოქსოპლაზმოზი ათიდან რვა შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პაციენტები უმეტესად ვერც კი ხვდებიან, ისე გადააქვთ ეს ინფექცია. სუბკლინიკურ ფორმებს (როცა პროცესი არც მკვეთრადაა გამოხატული, მაგრამ არც მთლიანად წაშლილია) გრიპისმაგვარი სიმპტომები ახასიათებს. იშვიათად დიდდება ლიმფური ჯირკვლები, შეინიშნება აღგზნება, თავის ტკივილი, სისუსტე. არსებობს დაავადების გენერალიზებული ფორმაც, როდესაც დიდდება პერიტონეული და მეზენტერიული (ჯორჯლის) ლიმფური ჯირკვლები. 10-20%-ში დაავადება მკვეთრად გამოხატული კლინიკით მიმდინარეობს და ინფექციურ მონონუკლეოზს მოგვაგონებს. ამ დროს ვითარდება ლიმფური ჯირკვკლების, ელენთისა და ღვიძლის გადიდება, სიყვითლე, კუნთებისა და ყელის ტკივილი. აღსანიშნავია, რომ არაორსულებში, მძიმე შემთხვევებშიც კი, დაავადება თვითგანკურნებით მთავრდება და არავითარ სპეციფიკურ ჩარევას არ მოითხოვს. 
რაც შეეხება ორსულებს, დაავადება აქაც ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა გვხვდება მძიმე ფორმებიც. ერთ-ერთ კვლევაში სადაც თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზით დაინფიცირებული ბავშვების დედებს იკვლევდნენ, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა ვერც კი გაიხსენა, გადაიტანა თუ არა ორსულობისას რაიმე ტიპის ვირუსული ინფექცია. სამწუხაროდ, უსიმპტომო მიმდინარეობა ართულებს დაავადების გამოვლენას, ამიტომ მკურნალობაც გვიან იწყება, როცა პროცესი შორს არის წასული და ჩარევაც დაგვიანებულია.
– თუ დედას ტოქსოპლაზმოზი აქვს, ნაყოფი აუცილებლად დაავადდება?
– საბედნიეროდ, არა. ნაყოფის დაავადება ორსულობის ვადაზეა დამოკიდებული. ინფიცირების რისკი მით უფრო მაღალია, რაც მეტია გესტაციის ვადა. პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ინფიცირების ალბათობა 9%-მდეა, მეორეში – 39%-მდე, მესამეში კი – 60%-მდე. თუმცა აღსანიშნავია, რომ მძიმე გართულებები, მკვდრადშობადობა და პერინატალური სიკვდილიანობა, გესტაციის მოგვიანებით ვადაზე უფრო იშვიათია, ანუ პირველ ტრიმესტრში დაინფიცირებული 100 დედისგან 81 ბავშვი სავსებით ჯანმრთელი იბადება, მაგრამ დაავადებულებში დიდია მკვდრადშობადობისა და პერინატალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მესამე ტრიმესტრში კი, მართალია, 100-დან მხოლოდ 41-ია ჯანმრთელი, მაგრამ ინფიცირებულებს შორის მკვდრადშობადობა და პერინატალური სიკვდილიანობა თითქმის ნულის ტოლია.
– რა საფრთხეს უქადის ტოქსოპლაზმოზი ნაყოფს?
– როგორც ითქვა, თუ დედა დაავადდა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ნაყოფის დაავადებას. თუ ნაყოფის ინფიცირება მაინც მოხდა, ვითარდება თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზისთვის დამახასიათებელი კლასიკური ტეტრადა: მიკროცეფალია (თავის ტვინის სიმცირე) ან ჰიდროცეფალია (თავის ტვინის წყალმანკი), ქორიორეტინიტი (თვალის ბადურა გარსის ანთება), კრუნჩხვა ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების სხვა სიმპტომები და კალციფიკატები თავის ტვინში. იშვიათად შესაძლოა შეგვხდეს დაავადების სხვა ფორმებიც – თრომბოციტოპენიური პურპურა, სიყვითლე, დიარეა, ცხელება, ჰიპოთერმია (დაბალი ტემპერატურა), ღებინება, პნევმონია (ფილტვების ანთება). არის შემთხვევები, როცა ახალშობილი თითქოს ჯანმრთელი იბადება და თვეების შემდეგ გამოაჩნდება ღვიძლისა და ელენთის გადიდება. დაავადების სიმპტომები შესაძლოა დიდხანს არ ჩანდეს და მხოლოდ სკოლამდელ ასაკში იჩინოს თავი, რაც ასევე ართულებს მის დიაგნოსტიკას. ყველაზე მძიმე გართულებები კი, როგორც აღვნიშნეთ, მკვდრადშობადობა და პერინატალური სიკვდილიანობაა.
– თუ ქალს ტოქსოპლაზმოზი გადატანილი აქვს, არის თუ არა შანსი, ორსულობისას ისევ დაემართოს?
– ამის შანსი ფაქტობრივად არ არსებობს. ტოქსოპლაზმოზის მიმართ მყარი იმუნიტეტი ყალიბდება, ანუ თუ ადამიანმა ერთხელ გადაიტანა ის, მეორედ აღარ დაემართება. გამორიცხული არ არის, იმუნიტეტის ძლიერი დაქვეითების ფონზე დაავადება მაინც გააქტიურდეს, თუმცა ასეთი რამ ძალზე იშვიათია, თანაც ამ დროს დაავადება გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე პირველ შემთხვევაში.
– დაავადების გადატანიდან რამდენი ხნის შემდეგ არის დაორსულება უსაფრთხო?
– იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, მყარ იმუნურ პასუხს 6 თვე სჭირდება, თუმცა ლიტერატურაში წერია, რომ თუ ინფიცირებიდან 1-2 თვეზე მეტია გასული, გართულებების საშიშროება იკლებს. დაორსულებისთვის ოპტიმალური ხანა კი, როგორც აღვნიშნეთ, 6 თვეა. 
– როგორ ხდება ტოქსოპლაზმოზზე გამოკვლევა და როდის?  
– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფექციებზე ქალს ორსულობისას კი არ იკვლევდნენ, არამედ დაორსულებამდე. ეს მრავალ უსიამოვნებას აგვაცილებდა თავიდან. სამწუხაროდ, საქართველოში პირიქით ხდება და დიაგნოზი ხშირად იმ ეტაპზე ისმება, როცა მკურნალობა დაგვიანებულია. ტოქსოპლაზმოზის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება სეროლოგიური კვლევები ანუ სისხლის შრატის გამოკვლევა ტოქსოპლაზმის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე. ადამიანის სისხლში არის სხვადასხვა ტიპის ანტისხეულები, რომლებიც განსხვავებული მდგომარეობის დროს იმატებს. იმუნოგლობულინი M მწვავე პროცესის მანიშნებელია და მას დიაგნოსტიკისას აუცილებლად განსაზღვრავენ. ის სისხლში ინფიცირებიდან ერთი კვირის შემდეგ ჩნდება, პიკს ერთ თვეში აღწევს, ხოლო მომდევნო 6-9 თვის განმავლობაში ნელ-ნელა იკლებს, თუმცა შესაძლოა, ეს ანტისხეული ორგანიზმში წლობითაც დარჩეს. ამიტომაც მხოლოდ M-ის ნახვით მწვავე ტოქსოპლაზმოზის დიაგნოზს ვერ დავსვამთ. ამისთვის საჭიროა იმუნოგლობულინ G-ის განსაზღვრაც. მწვავე პროცესის დიაგნოზი ისმება მაშინ როცა წყვილ შრატებში G-ის ოთხჯერადად მატება ფიქსირდება.
დიაგნოზის დასმის საფუძველია ისიც, თუ სისხლში ტოქსოპლაზმოზის საწინააღმდეგო IgG-ს მაჩვენებელი უარყოფითი იყო და შემდეგ დადებითი გახდა, ანუ სერონეგატიური პასუხი სეროპოზიტიურით შეიცვალა.
თუ საშუალება არის, ძალიან კარგი იქნება, განისაზღვროს ავიდობა, ანუ ანტიხსეულებისა და ანტიგენის (გამომწვევის) ერთმანეთთან შეკავშირების სიმტკიცე. რაც უფრო მეტია ავიდობა (რაც პროცესის ხანდაზმულობაზე მეტყველებს), მით მყარია იმუნიტეტი.
თუ სეროლოგიური ტესტი IgG ანტისხეულზე დადებითია, ხოლო IgM –ზე უარყოფითი, ეს ნიშნავს, რომ ქალმა დაავადება გადაიტანა და მის მიმართ მყარი იმუნიტეტი ჩამოუყალიბდა.
არსებობს ტოქსოპლაზმის საწინააღმდეგო A და I ანტისხეულებიც. ისინი სისხლში ყველზე ადრე ჩნდებიან და მალევე ქრებიან, ამიტომ მათი “დაჭერა” ძალიან ძნელია. მათ ბავშვებში იყენებენ დიაგნოსტიკისთვის. 
– აღნიშნული კვლევები ყველა ორსულს უტარდება?
– ბევრს მსჯელობენ იმის შესახებ, აუცილებელია თუ არა ორსულთა რუტინული გამოკვლევა. მაგალითად, საფრანგეთში ტოქსოპლაზმოზზე გამოკვლევა სახელმწიფო პროგრამის ნაწილია და ის ორსულობის ყოველ ტრიმესტრში ტარდება. საქართველოში ასე არ არის, თუმცა მე ყოველთვის ამ გამოკვლევების ჩატარების მომხრე ვარ. 
– პროფილაქტიკის რა საშუალებებს შეიძლება მიმართოს ორსულმა, რომ ტოქსოპლაზმოზი თავიდან აიცილოს? 
– ორსულებს, რომელთაც ტოქსოპლაზმოზი არ გადაუტანიათ, ვურჩევთ:
. მინიმუმამდე დაიყვანონ კატის ფეკალიებთან კონტაქტი; თუ მაინც მოუხდათ, გამოიყენონ ხელთათმანი;
. ხშირად იბანონ ხელები, განსაკუთრებით _ ჭამის წინ;
. მიირთვან თერმულად საკმარისად დამუშავებული ხორცი;
. ხილი და ბოსტნეული მიღებამდე საფუძვლიანად გარეცხონ;
. ერიდონ ნიადაგთან ურთიერთობას ან გამოიყენონ რეზინის ხელთათმანი;
გახსოვდეთ: პროფილაქტიკა დაავადებასთან ბრძოლის ყველაზე იაფი, ადვილი და ეფექტური საშუალებაა. 
– როგორ მკურნალობენ ტოქსოპლაზმოზს?
–ანტიბიოტიკებით. პირველ ტრიმესტერში _ სპირამიცინით, მეორესა და მესამეში _ პირიმეტამინითა და სულფადიაზინით ფოლიუმის მჟავასთან ერთად, მაგრამ ვინაიდან ესენი საკმაოდ ტოქსიკური ნივთიერებებია, მკურნალობა მხოლოდ მაშინ ინიშნება, როდესაც ნაყოფის ინფიცირება დადასტურებულია. ამისთვის ორსულობის 20 კვირის ვადაზე ტარდება ამნიოცენტეზი (სანაყოფე სითხის აღება შემდგომი კვლევისთვის) და დადებითი პასუხის შემთხვევაში იწყება მკურნალობა. 
– რამდენად ეფექტურია ორსულობისას ჩატარებული მკურნალობა?
– ეფექტურობა საკმაოდ მაღალია. თუ პათოლოგიათა განვითარების რისკი არანამკურნალებ შემთხვევებში 56%-მდეა, მკურნალობის შედეგად ის 24%-მდე ჩამოდის, დაავადების აგრესიულობა და სიმწვავე იკლებს. მაგრამ სრული განკურნება, სამწუხაროდ, არ დგება. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი TORCH ინფექციებზე გამოკვლევა დროულად, დაორსულებამდე, რათა თავი დავიზღვიოთ მძიმე გართულებებისგან და ორსულობა მშვიდად და უვნებლად წარიმართოს.


ანტენატალური დიაგნოსტიკა

საყოველთაოდ არის მიღებული ორსულის სამედიცინო აღრიცხვაზე აყვანა. დღეს ამას ანტენატალურ მთვალყურეობას უწოდებენ. საინტერესოა, რა მიზანი აქვს ორსულის ექიმებთან ვიზიტს და ათასგვარ გამოკვლევას. თანამედროვე მტკიცებულებების თანახმად, ანტენატალური მეთვალყურეობა არ აუმჯობესებს მშობიარობის გამოსავალს, მაგრამ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება ქალსა და ნაყოფს. ამასთან, ვიზიტის დროს ექიმი ორსულს მისთვის საჭირო ინფორმაციას აწვდის.
ანტენატალური მეთვალყურეობის შესახებ”ავერსის კლინიკის” გინეკოლოგიური კოორდინატორი მარინა მაჩაიძე გვესაუბრება.


– ქალბატონო მარინა, როდის იწყება და რა ფარგლებში ხორციელდება ანტენატალური მეთვალყურეობა?
– თუ ორსულობა წინასწარ არის დაგეგმილი, სასურველია, ქალმა პროფილაქტიკური გამოკვლევისთვის ექიმს დაორსულებამდე სამი თვით ადრე მიაკითხოს, რათა გამოირიცხოს ინფექციები, რომლებიც ნაყოფს აზიანებს. ჩვენში ორსულობა უმეტესად დაუგეგმავად ხდება, ამიტომ გართულებათა თავიდან ასაცილებლად ჯობს ქალი ექიმთან ორსულობის მეოთხე-მეხუთე კვირასვე მივიდეს. საზოგადოდ, პირველი ვიზიტი უნდა შედგეს არა უგვიანეს მეცამეტე კვირისა.
ეროვნულ გაიდლაინში მკაცრად არის მითითებული, რომ ორსულობის დროს ექიმმა მხოლოდ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა იმოქმედოს და არა კერძო გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით. კერძოდ, ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას უნდა ჰქონდეს მკაცრი ჩვენება და, რაც მთავარია, დამტკიცებული უნდა იყოს ამ ჩარევის დადებითი გავლენა ორსულობის გამოსავალზე. მაგალითად, ორსულის საშოსმხრივი გასინჯვა არ არის რეკომენდებული, რადგან ის არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას გესტაციური ვადის ან ნაადრევი მშობიარობის რისკის შესახებ.
– როგორია ვიზიტების სქემა და რა მომსახურებას აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა?
– ექიმთან პირველი ვიზიტის დროს (ორსულობის მე-13 კვირამდე) ორსული იღებს ინფორმაციას დიეტის, ცხოვრების წესის, გამოკვლევის მეთოდების, ორსულობის დროს გასაწევი მომსახურებისა და სხვა 

ასპექტების შესახებ. ამასთან, ექიმი განსაზღვრავს, ხომ არ სჭირდება ორსულს დამატებითი მეთვალყურეობა.
სახელმწიფო პროგრამით, პირველი ვიზიტის დროს ტარდება:
. მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
. თერაპევტის კონსულტაცია;
. სისხლის საერთო ანალიზი;
. შარდის საერთო ანალიზი;
. სიფილისის დიაგნოსტიკა;
. B ჰეპატიტის დაიგნოსტიკა;
. აივ ანტისხეულების განსაზღვრა;
. სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა;
. საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა.
გარდა ამისა, მოწოდებულია წითურას სკრინინგი ორსულის იმუნური სტატუსის დასადგენად და საჭიროების შემთხვევაში ორსულობის შემდეგ აცრის ჩასატარებლად.
ვიზიტის დროს ექიმი განსაზღვრავს ორსულის სხეულის მასის ინდექსს (სხეულის მასა (კილოგრამებში) იყოფა სიმაღლის კვადრატზე (მეტრებში); ნორმაში სხეულის მასის ინდექსი 18-დან 35 კგ`მ2-მდე მერყეობს), არტერიულ წნევას, ტარდება სტომატოლოგის კონსულტაცია. გესტაციური ვადის განსაზღვრის მიზნით სასურველია, რაც შეიძლება ადრე ჩატარდეს ულტრაბგერითი კვლევა. ორსულობის ადრეულ ვადებზე იგი გვაძლევს საშუალებას, უფრო ზუსტად დავადგინოთ ორსულობის ვადა, ადრევე გამოვავლინოთ მრავალნაყოფიანი ორსულობა და ნაყოფის ანომალიები.
ანტენატალურ პერიოდში ჩატარებული ულტასონოგრაფია არ ახდენს მომავალში უარყოფით გავლენას ბავშვის სწავლისა და ნეიროქცევით ფუნქციებზე.
მომდევნო ვიზიტის დროს, რომელიც, ფაქტობრივად, პირველის გაგრძელებაა, განიხილება და შეჯამდება ჩატარებული ანალიზების შედეგები, გაირკვევა, სჭირდება თუ არა ორსულს დამატებითი მეთვალყურეობა. 
– რა შემთხვევაშია საჭირო დამატებითი მეთვალყურეობა?
– დამატებითი მეთვალყურეობა საჭიროა, თუ
. ორსულს ჰქონდა ნაადრევი მშობიარობა ან მკვდრადშობადობა;
. ზედიზედ გადაიტანა სამი სპონტანური აბორტი;
. უკანასკნელი მშობიარობისას ახალშობილის სხეულის მასა არ აღემატებოდა 2500 გრამს ან აჭარბებდა 4500-ს;
. უკანასკნელი ორსულობისას საჭირო გახდა კლინიკაში ჰოსპიტალიზაცია ჰიპერტენზიის, პრეეკლამფსიის ან ეკლამფსიის გამო;
. ორსულს გადატანილი აქვს რეპროდუქციული ორგანოების ოპერაცია (მიომექტომია, ტიხრის მოცილება, ბიოფსია, კლასიკური საკეისრო კვეთა, საშვილოსნოს ყელის სერკლაჟი);

. მიმდინარე ორსულობა მრავალნაყოფიანია (ან არსებობს ეჭვი მრავალნაყოფიანი ორსულობის თაობაზე);
. ორსულის ასაკი 16 წელზე ნაკლები ან 40 წელზე მეტია;
. წინა ან მიმდინარე ორსულობის დროს აღინიშნებოდა რეზუს-იზოიმუნიზაცია;
. აღინიშნებოდა სისხლდენა საშოდან;
. დასტურდება სიმსივნე მენჯის ღრუში; 
. არტერიული დიასტოლური წნევა 90 მმ ვწყ. სვ-ზე მაღალია.
ორსული განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს მაშინაც, როცა აქვს:
. ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი;
. თირკმელების დაავადება;
. გულის დაავადება;
. მოიხმარს მავნე ნივთიერებებს (ჭარბად იღებს ალკოჰოლს);
. აქვს რაიმე სხვა დაავადება. 
– როდის უწევს ორსულს მეორე ვიზიტი?
– მეორე ვიზიტი ორსულობის მეთვრამეტე-მეოცე კვირას უნდა ჩატარდეს. ამ დროს ტარდება ექიმის კონსულტაცია და მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ექოსკოპია. ექიმი ზომავს საშვილოსნოს ფუძის სიმაღლეს, არტერიულ წნევას, წონის ორსულს; საშვილოსნოს ფუძის სიმაღლის გაზომვა ეხმარება ექიმს საშვილოსნოს ობიექტური ზომების განსაზღვრაში, უადვილებს ნაყოფის ზრდის სიჩქარის დადგენას. ეს საკმაოდ მგრძნობიარე მეთოდია ორსულობის ვადასთან შედარებით მცირე წონის ახალშობილების გამოსავლენად. ამ ვიზიტის დროს ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსავლენად ტარდება ულტრაბგერითი კვლევა. ის ავლენს ანომალიებს, რომლებიც იწვევს ინვალიდობას ან სიცოცხლესთან შეუთავსებელია და ანომალიებს, რომელთა მკურნალობაც შესაძლებელია მუცლადყოფნის დროს ან დაბადების შემდგომ. ქალებს, რომელთაც ორსულობის ამ ვადაზე აღმოაჩნდებათ პლაცენტის კიდითი მიმაგრება, 36-ე კვირას განმეორებითი ულტრაბგერითი კვლევა უნდა ჩაუტარდეთ.
– როგორ გამოავლენენ დაუნის სინდრომს?
– საამისოდ ორსულობის მეათე-მეთორმეტე კვირას ტარდება ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა, განისაზღვრება ნაყოფის კისრის ნაოჭის სისქე, პაპპა სისხლის შრატში; მთოთხმეტე-მეოცე კვირას განსაზღვრავენ ქორიონულ გონადოტროპინს, ალფა-ფეტოპროტეინსა და უE3-ს. თუ მაჩვენებლები საეჭვო აღმოჩნდა, დიაგნოზის დასაზუსტებლად მიზანშეწონილია ამინიოცენტეზი და ქორიონის ბუსუსების ბიოფსია.
ექიმმა ორსულს დაწვრილებით უნდა აუხსნას ყოველი ტესტის მიზანი, მისი ჩატარების დეტალები, გამოკვლევის დადებითი ან უარყოფითი შედეგების მნიშვნელობა და მკურნალობის შესაძლო ვარიანტები. ამასთან,  აუცილებელია ტესტების ჩატარებაზე ორსულის თანხმობა.
ორსულობის ამ ვადაზე მნიშვნელოვანია ტესტი პროტეინურიის, ანუ შარდში ცილის შემცველობის განსაზღვრის მიზნით. ჭეშმარიტი პროტეინურიის შესაფასებლად შარდი სწორად უნდა შეგროვდეს და გამოირიცხოს უროგენიტალური ინფ

ექცია. ამისთვის ორსულმა სასქესო ორგანოების წინასწარი დამუშავებისა და საშოს სტერილური ტამპონით შემოსაზღვრის შემდეგ უნდა შეაგროვოს შარდის შუა ულუფა.
– რა გამოკვლევები ტარდება მესამე და მეოთხე ვიზიტების დროს?
– მესამე ვიზიტი უნდა შედგეს ორსულობის ოცდამეათე-ოცდამეთორმეტე კვირას. სახელმწიფო პროგრამით, ამ ვიზიტის დროს გათვალისწინებულია:
. ექიმის კონსულტაცია;
. შარდში ცილის რაოდენობის განსაზღვრა;
. სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა.
თუ ჰემოგლობინის დონე 10,5 გ`ლ-ზე ნაკლებია, უნდა დაინიშნოს რკინის შემცვლელი პრეპარატები, რადგან ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებლები (8,5-10,5 გ`ლ) ზრდის წონანაკლული ახალშობილის დაბადებისა და ნაადრევი მშობიარობის რისკს.
ვიზიტის დროს იზომება აგრეთვე არტერიული წნევა, განისაზღვრება საშვილოსნოს ფუძის სიმაღლე, ორსულს ეძლევა სხვადასხვა რეკომენდაციები.
მეოთხე ვიზიტი ორსულობის ოცდამეთექვსმეტე-ოცდამეთვრამეტე კვირისთვის იგეგმება. პროგრამულად იგივე კვლევებია გათვალისწინებული, რაც მესამე ვიზიტის დროს (ექიმის კონსულტაცია, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში, ცილის განსაზღვრა შარდში); ექიმი კვლავ ზომავს არტერიულ წნევას, საშვილოსნოს ფუძის სიმაღლეს, ადგენს ნაყოფის პოზიციას.
– როგორ იცვლება არტერიული წნევა ორსულობისას და როდის გვიქადის მისი მომატება საფრთხეს?
– ნორმალური ორსულობის პირველ ნახევარში არტერიული წნევა დაბლა იწევს, ხოლო მშობიარობის მომენტისთვის ორსულობამდე არსებულ მაჩვენებლებს უბრუნდება. თუ ორსულს ორჯერადად, ოთხაათიანი ინტერვალით გაზომვისას არტერიული წნევა 140`90 მმ ვწყ. სვ. აღმოაჩნდა, ეს უკვე ჰიპერტენზიად მიიჩნევა. ასეთი მაჩვენებლების დროს პერინატალური სიკვდილიანობის ალბათობა იმატებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წნევის ყოველი მატება ნაყოფს საფრთხეს უქმნის. ორსულთა 20%-ს ორსულობის მეოცე კვირის შემდეგ ერთხელ მაინც აღენიშნება არტერიული წნევის მომატება, მაგრამ ჩარევა ათიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხდება აუცილებელი, პრეეკლამფსია (მდგომარეობა, რომელსაც ახასაითებს შარდში ცილის მომატება და მაღილი არტერიული წნევა) კი ორსულთა მხოლოდ 2-4%-ს უვითარდება.
ჰიპერტენზიის დიაგნოსტირება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული არტერიული წნევის გაზომვის სიზუსტეზე. გასათვალისწინებელია, რომ: 
. წნევა უნდა გაიზომოს მჯდომარე ან ნახევრად მჯდომარე პოზიციაში ისე, რომ მკლავი მოთავსებული იყოს გულის დონეზე;
. ნაკლებია შეცდომის ალბათობა დიდი მანჟეტის (მინიმუმ 33X15 სმ ზომის) გამოყენებისას;
. ჰაერის უნდა გამოვუშ
ვათ ნელა, წამში დაახლოებით 2-3 მმ. მთელი ჰაერის გამოშვებას დაახლოებით 30 წამი უნდა დასჭირდეს;
. არტერიული წნევა უნდა გაიზომოს 2 მმ ვწყ. სვ-მდე სიზუსტით;
. თუ განმეორებითი გაზომვა გახდა საჭირო, საბოლოო მაჩვენებლად მიჩნეულ უნდა იქნეს მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკული მნიშვნელობა.
. ავტომატური მოწყობილობები აჩვენებს არტერიული წნევის შედარებით დაბალ მაჩვენებლებს პრეეკლამფსიის დროს.
– რა ნივთიერებების მიღებაა აუცილებელი ორსულთათვის?
– პირველ რიგში, ფოლატებისა, რომელთა მიღება ჩასახვის პერიოდში სარძნობლად აქვეითებს ნერვული ღეროს დეფექტების განვითარების რისკს. ქალმა ჩასახვამდე და ორსულობის მეთორმეტე კვირამდე აუცილებლად უნდა მიიღოს დღეში 4 მგ ფოლიუმის მჟავა. რკინის პრეპარატების რუტინული დანიშვნა ანემიის არარსებობის დროს რეკომენდებული არ არის – შესაძლოა, არასასურველი გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს.
A ვიტამინის სიჭარბემ ორსულობის დროს შესაძლოა ტერატოგენული (ნაყოფის ანომალიების გამომწვევი) ეფექტი მოახდინოს. ვინაიდან ღვიძლი და ღვიძლის პროდუქტები ჭარბად შეიცავს ამ ვიტამინს, სასურველია ორსულობის დროს ამ პროდუქტებს ვერიდოთ. 700 მიკროგრამზე მეტი A ვიტამინის მიღება ზრდის თანდაყოლილი სიმახინჯეების განვითარების რისკს.
D ვიტამინის მოთხოვნილება იზრდება ორსულობის დროს კალციუმის ათვისების გასაუმჯობესებლად. ამ ვიტამინის ძირითადი წყაროა მზის სინათლე და ცხიმიანი თევზი. მზის სხივების ყოველდღიური აბაზანა, თუნდაც სუფთა ჰაერზე გავლა, D ვიტამინის უკმარისობის პროფილაქტიკის საუკეთესო გზაა. ამ ნივთიერების რუტინული მიღება ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული.
იოდის დანიშვნა ორსულობამდე ან ორსულობის დროს ბავშვთა ასაკის სიკვდილიანობის ალბათობას 2-ჯერ ამცირებს, ხოლოა კრეტინიზმისას – 2`3-ით. იმისთვის, რომ იოდის დამატებამ სასურველი ეფექტი გამოიღოს, ყველა რეპროდუქციული ასაკის ქალს ორსულობამდე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს იოდიზებული მარილი.
– როგორი ფიზიკური აქტივობა მოე
თხოვება ორსულს?
– ორსულთა უმრავლესობისთვის მუშაობა უსაფრთხოა. ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობისას ქალს შეუძლია რეგულარულად ივარჯიშოს. საშუალო ინტენსივობის ვარჯიშის დაწყება ან გაგრძელება გვერდით ეფექტებს არ იწვევს. საზიანოა კონტაქტური სპორტის სახეობები, ძალოსნობა – ვარჯიშის დროს მოსალოდნელია მუცლის ტრავმა, დაცემა და სახსრების ზედმეტი დატვირთვა. საშიშია ყვინთვაც, ვინაიდან ნაყოფის დეფექტებს, მის დეკომპრესიას იწვევს.
სქესობრივი აქტივობა ორსულობის დროს საშიში არ არის, თუმცა დადასტურებულია კავშირი მრავალი სქესობრივი პარტნიორის ყოლასა და ჩვეულ აბორტებს შორის.
– რა ზიანი მოაქვს ალკოჰოლის მოხმარებასა და თამბაქოს წევას ორსულობის დროს? 
– ალკოჰოლი იოლად გაივლის პლაცენტურ ბარიერს და ხვდება ნაყოფის ორგანიზმში. ბოლომდე არ არის გარკვეული, ალკოჰოლის რა დოზაა საზიანო ნაყოფისთვის, თუმცა დადგენილია, რომ თრობა, ალკოჰოლის ჭარბი მიღება წონანაკლული ახალშობილის დაბადებას, ხოლო მომავალში ქცევით და ინტელექტუალურ დარღვევებს იწვევს, ამიტომ ორსულმა დღეში ერთ პატარა ჭიქა ღვინოზე ან კათხა ლუდზე მეტი ალკოჰოლი არ უნდა მიიღოს.
რაც შეეხება თამბაქოს წევას, ის ხშირად წარმოადგენს ორსულობის არასასურველი დასასრულის მიზეზს. დამტკიცებულია უშუალო კავშირი ორსულობის დროს თამბაქოს წევასა და პერინატალურ სიკვდილიანობას, ახალშობილთა უეცარ სიკვდილს, პლაცენტის ნაადრევ აცლას, სანაყოფე გარსების ნაადრევ დარღვევას, ექტოპიურ ორსულობას, პლაცენტის წინამდებარეობას, ჩვეულ აბორტს, ნაადრევ მშობიარობას, ახალშობილის მცირე წონას, მგლის ხახისა და კურდღლის ტუჩის ჩამოყალიბებას შორის.
ორსულის მონიტორინგი ყველა სავალდებულო თუ დამატებითი ჩარევით ხელს უწყობს როგორც დედის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ისე ამქვეყნად სრულფასოვანი ბავშვის მოვლინებას, ამიტომ ორსულმა ექიმთან სიარული და მისი რეკომენდაციების შესრულება არ უნდა დაიზაროს.


რატომ გახშირდა საკეისრო კვეთა

მას შემდეგ, რაც ევამ ის ავად სახსენებელი ნაყოფი ჩაკბიჩა, მის ყველა შთამომავალს შვილის ტანჯვით გაჩენა გარდაუვალ აუცილებლობად ექცა. ალბათ მაშინვე გაჩნდა ოცნება უმტკივნეულო მშობიარობაზე... თანამედროვე მედიცინამ ეს ოცნება სინამდვილედ აქცია. უფრო და უფრო მეტი ქალი ამბობს უარს ბავშვის გაჩენის ბუნებრივ გზაზე და ოპერაციას ამჯობინებს. თითქოსდა რა სჯობია იმას, როცა, რამდენიმესაათიანი ტკივილის ნაცვლად, იძინებ და გამოღვიძებულს ახალშობილი უკვე გვერდით გიწევს... აღარც ექიმს უხდება ღამის ტეხა და გულშემატკივრებიც სასურველ ამბავს დროულად იგებენ. ცუდი ის არის, რომ პირველი შთაბეჭდილება ზოგჯერ მაცდურია...
რა საფრთხეს მალავს ბუნებრივი მშობიარობის საკეისრო კვეთით საყოველთაო ჩანაცვლება? ვინ აგებს პასუხს ამ ოპერაციის სიხშირის დრამატულ ზრდაზე? სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის ხაზინადარი, მეან-გინეკოლოგი ლელა შენგელია.

– ქალბატონო ლელა, რამდენად უსაფრთხოდ შეიძლება ჩაითვალოს ორსულობის საკეისრო კვეთით დასრულება?
– ახალს, სავარაუდოდ, არაფერს ვიტყვი; ოპერაციული ჩარევა ყოველთვის შეიცავს განსაზღვრულ რისკს და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ბუნებრივი გზიდან გადახვევის საფუძვლიანი მიზეზი უნდა არსებობდეს. საჭირო დროს საკეისრო კვეთამ შესაძლოა გადაარჩინოს დედაც და შვილიც, სხვა შემთხვევაში კი მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მხოლოდ და მხოლოდ ზედმეტ საფრთხეს უქმნის. ამ საკითხის შესასწავლად მრავალი გამოკვლევაა ჩატარებული. ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა კვლევამ – დედათა და პერინატალური (მუცლად ყოფნის ბოლო კვირები, ახალშობილობა და სიცოცხლის პირველი კვირა) ჯანმრთელობის დაცვის გლობალურმა კვლევამ, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განახორციელა – აჩვენა, რომ სამედიცინო ჩვენების გარეშე ჩატარებული საკეისრო კვეთის შემდეგ ბუნებრივი გზით მშობიარობასთან შედარებით 3-ჯერ უფრო ხშირია მძიმე გართულებები, რომელთა გამოც საჭირო ხდება დედის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანა, სისხლის გადასხმა ან საშვილოსნოს ამოკვეთა და რომლებიც ზოგჯერ დედის სიკვდილსაც კი იწვევს. ასეთივე სტატისტიკა აღირიცხება ბავშვებთან მიმართებითაც. 3-ჯერ უფრო ხშირია ნაყოფის სიკვდილი, ახალშობილთა სიკვდილიანობა სიცოცხლის პირველ კვირას, 

ხშირად ამ გზით დაბადებული ბავშვი 7 დღეზე მეტხანს ატარებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკეისრო კვეთის შემდეგ ყველა პაციენტს ანტიბიოტიკებს უნიშნავენ, ამ მედიკამენტების ყოველი მიღება კი უფრო და უფრო ზრდის წამალგამძლე ბაქტერიების წარმოშობის რისკს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ საკეისრო კვეთის მიზანშეუწონელი გახშირება საგრძნობლად ზრდის ჯანდაცვის ხარჯებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯერ კიდევ ოც წელიწადზე მეტი ხნის წინ გადაწყვიტა, რომ საკეისრო კვეთების 10-15%-ზე მაღალ მაჩვენებელს ვერც ერთ რეგიონში ვერ ექნება გამართლება.
– რამდენად ხერხდება მსოფლიოში ამ მაჩვენებლის იდეალურთან მიახლოება და როგორია ჩვენი, ქართული სტატისტიკა?
– სხვადასხვა ქვეყანაში მდგომარეობა სხვადასხვანაირია. აფრიკის რეგიონში, მაგალითად, მშობიარობათა მხოლოდ 3.5% მთავრდება საკეისრო კვეთით (თუმცა ეს, ბუნებრივია, სპეციალისტების ნაკლებობისა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უქონლობის ბრალი უფროა, ვიდრე სამედიცინო პერსონალისა და მშობიარეების განსაკუთრებული მონდომებისა), ჩინეთში კი 46%-საც აღწევს; აშშ-ის ზოგიერთ შტატში ახალშობილთა მესამედი საკეისრო კვეთით იბადება, ხოლო იტალიისა და ბრაზილიის კერძო კლინიკებში – 80%-იც კი. იდეალურისგან შორს არის ქართული სტატისტიკაც. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2000 წელს ოპერაცია მშობიარეთა მხოლოდ 9.3%-მა გადაიტანა, ხოლო 2010 წელს – 31.5%-მა. სხვადასხვა დაწესებულებაში მაჩვენებლები კარდინალურად განსხვავებულია: ერთ-ერთი რაიონული საავადმყოფოს სამშობიარო ბლოკში სულ 5,4%-ია, სამ დაწესებულებაში კი 50%-ზე მეტი აღრიცხული.
– ხომ არ ყოფილა მცდელობა, ახსნა ეპოვათ არსებული პრაქტიკისათვის და მისი შეცვლის გზა მოეძებნათ?
– სწორედ ამას ისახავდა მიზნად სულ ახლახან ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით ჩატარებული საქართველოს ბებიაქალთა ასოციაციის, საქართველოს მეანებისა და გინეკოლოგების ასოციაციის, ასოციაცია “ჰერა XXI-ს” ერთობლივი კვლევა, რომლის მთავარი მკვლევარი მე გახლდით. თბილისსა და 7 რეგიონში შევარჩიეთ 19 დაწესებულება საკეისრო კვეთების განსაკუთრებით მაღალი, საშუალო და დაბალი მაჩვენებლებით და შევისწავლეთ მათი სამედიცინო ჩანაწერები, გამოვკითხეთ ბებიაქალები, მეან-გინეკოლოგები, მელოგინეები, ორსულები. 
– რა ტენდენციები გამოიკვეთა კვლევის შედეგად? რამდენად მართებული იყო საკეისრო კვეთის გადაწყვეტილება არსებულ დაწესებულებებში?
– ჩვენ არ შეგვისწავლია ცალკეულ შემთხვევებში გადაწყვეტილებათა სისწორე; ჩვენი მიზანი საერთო სურათისა და ტენდენციების გამოკვეთა იყო. და მაინც, მონაცემები საკეისრო კვეთების მნიშვნელოვანი ნაწილის სამედიცინო მიზანშეწონილობას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მელოგინეთა გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ ასიდან 69 შემთხვევაში გადაწყვეტილება საკეისრო კვეთის თაობაზე მიღებულია ორსულობის დროს (ანუ მშობიარობის დაწყებამდე), 33,6%-ში – ორსულობის პირველ თვეებში. ეს ნიშნავს, რომ არც ერთ ამ შემთხვევაში, მათ დიდ უმრავლესობაში მაინც, სამედიცინო ჩვენება არ არსებობდა, – ყველაზე გავრცელებულ სამედიცინო ჩვენებათა (სამშობიარო მოქმედების სისუსტე, ჯდომით წინმდებარეობა, ნაყოფის დისტრესი) დიაგნოსტირება ხომ მხოლოდ ორსულობის გვიანდელ ეტაპზე ან მშობიარობის დროს ხდება.
ბებიაქალები და მეან-გინეკოლოგები საკეისრო კვეთის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ორსულთა დაჟინებას ასახელებენ, რასაც გამოკვლევის შედეგები არ ადასტურებს. ორსულების უმეტესობა და მელოგინეთა დიდი ნაწილი, რომლებმაც საკეისრო კვეთა გაიკეთეს, უკმაყოფილოა თავისი გადაწყვეტილებით და ამბობს, საკმარისი ინფორმაცია რომ გვქონოდა, “ნორმალურ” (ფიზიოლოგიურ) მშობიარობას ვამჯობინებდითო. გასაკვირი ის გახლდათ, რომ იმ ქალების 31%-მა, რომლებმაც საკეისრო კვეთა გადაიტანეს, არ იცოდა, რატომ გაუკეთდა ეს ოპერაცია. ისიც უნდა ითქვას, რომ ორსულთა დიდ ნაწილს საკეისრო კვეთას ფიზიოლოგიურ მშობიარობასთან შედარებით ნაკლებმტკივნეულად მიაჩნია და ტკივილის შიში, მათი აზრით, გონივრული არგუმენტია საკეისრო კვეთის გასაკეთებლად. აშკარაა, რომ მათ არავითარი ინფორმაცია არ აქვთ გაუტკივარების თანამედროვე მეთოდებზე.
– იქნებ იმიტომაც, რომ რეგიონებში ნაკლებად ხელმისაწვდომია გაუტკივარების თანამედროვე მეთოდები, მაგალითად, ეპიდურალური (ხერხემლის არხში სანარკოზე ნივთიერების შეყვანით მიღწეული) ანესთეზია...
– ნაწილობრივ მართალი ბრძანდებით. ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ტკივილის მართვას და საკეისრო კვეთის დროს გაუტკივარებას, სავარაუდოდ, ცალკე შესწავლა დასჭირდება. საგანგაშოა, რომ საქართველოში ათიდან შვიდი საკეისრო კვეთა

ენდოტრაქეული (სასულეში ჩადგმული მილით მიწოდებული) ანესთეზიით არის ჩატარებული, თანაც რეგიონებში მაჩვენებელი დედაქალაქზე გაცილებით მაღალია. ეს მაშინ, როცა არსებობს დედისა და ბავშვისთვის გაცილებით უსაფრთხო სპინალური (ხერხემლის არხიდან) გაუტკივარება და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სწორედ მას უწევს რეკომენდაციას. იყო შემთხვევები, როცა სამშობიარო ტკივილების შიშს ის ქალები იმიზეზებდნენ, რომლებმაც საკეისრო კვეთა სპინალური ანესთეზიით გაიკეთა. ასე რომ, გარდა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა, ორსულებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებაზეც უნდა ვიზრუნოთ.
– ორსულებზე მეთვალყურეობის საყოველთაო სისტემის პირობებში ეს რთული არ უნდა იყოს...
– ალბათ, თუ ანტენატალურ (ორსულთა) ვიზიტებს მხოლოდ სამედიცინო შემოწმებისთვის არ გამოვიყენებთ. ჩვენი რეკომენდაციით, კონსულტაციებსა და სამშობიაროებში ფართოდ უნდა დაინერგოს მშობელთა სკოლები, სადაც წყვილები და მათი მშობლები მშობიარობისა და მშობლის როლისთვის მოემზადებიან. სასურველია, რამდენიმე ვიზიტი ამ სკოლაში უფასო იყოს ან სადაზღვევო პაკეტით იყოს გათვალისწინებული. დამტკიცებულია, რომ გათვითცნობიერებული ორსულები მშობიარობამდეც და მშობიარობის დროსაც გაცილებით ნაკლებ სტრესს განიცდიან, რაც ამცირებს სამედიცინო ჩარევის საჭიროებას და, აქედან გამომდინარე, ახალშობილთან ან დედასთან დაკავშირებული არასასურველი შედეგების რისკს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ბებიაქალების კვალიფიკაციისა და უფლებამოსილების გაფართოებას ეხება, მათ შორის – მშობელთა სკოლებშიც. სამწუხაროდ, ბებიაქალის როლი ანტენატალურ პერიოდში შეზღუდულია ან პრაქტიკულად არ არსებობს. ეს ქალთა საკონსულტაციო ცენტრისა და ამ ცენტრში მომუშავე მეან-გინეკოლოგების კომპეტენციად იქცა. კვლევის შედეგებმა გამოავლინა ბებიაქალების ინტერესი, გაიფართოონ სამუშაოს მოცულობა ანტენატალური და პოსტნატალური მოვლის კუთხით. მათ ნაწილობრივ ის მეან-გინეკოლოგებიც უჭერენ მხარს, რომლებიც ბებიაქალების როლს უფრო ფართოდ მოიაზრებენ, მაგრამ მათი რიცხვი ჯერ მეტისმეტად მცირეა.
– ფინანსური მხარის განხილვის გარეშე საკეისრო კვეთის გახშირების შესახებ მსჯელობა ალბათ არასრული იქნებოდა...
– მართლაც. ამ საკითხს კვლევამ მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო. დღეს მშობიარობა საქართველოში საკმაოდ დიდ ხარჯს მოითხოვს. მშობიარობის საშუალო ფასი დაახლოებით 400 ლარია; საკეისრო კვეთის ღირებულება განსხვავებულია: 400-დან 1700 ლარამდე,  – სწორედ ამდენი ღირს ოპერაცია ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, როცა ის მშობიარის თხოვნით ტარდება. გამოკვლევის მონაწილე ქალების უმრავლესობა არ იყო დაზღვეული: ორსულთა დაახლოებით სამი მეოთხედი, 65% ფიზიოლოგიურად ნამშობიარები და 57%  საკეისროკვეთაგადატანილი. გარდა ამისა, ყველა დაზღვეული ქალი არ თავისუფლდება დამატებითი ხარჯისაგან, რადგან მათი სადაზღვევო სქემა არ ფარავს მშობიარობის მთლიან ღირებულებას. შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული  დიდი ხარჯიც იყოს მიზეზი იმისა, რომ ორსულები (20 წლის ასაკშიც კი) საკეისრო კვეთას ამჯობინებენ, რათა ამ პროცედურის დროს საშვილოსნოს მილების გადაკვანძვაც გაიკეთონ. ასეთი პრაქტიკა იმის მანიშნებელია, რომ ჯანდაცვის დაფინანსების საკითხები უშუალო გავლენას ახდენს სამედიცინო პრაქტიკაზე.
ფინანსური მხარე უდავოდ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებლის განმსაზღვრელ ფაქტორად, თუმცა ამის დასაბუთება ძნელია, – საჩოთირო საკითხია და რესპონდენტებიც ყოყმანობდნენ ამაზე საუბრისას, – არსებული ინფორმაციის საფუძველზე   კი მხოლოდ რამდენიმე შენიშვნის გაკეთება შეიძლება. ზოგიერთმა ექიმმა აღნიშნა, რომ გაუკეთებია საკეისრო კვეთა მოთხოვნის საფუძველზე, რადგან კლიენტისგან ზეწოლას განიცდა და მისი დაკარგვა არ სურდა.
– ექიმებს შეიძლება გავუგოთ; საკმაოდ ხშირად გვესმის, რომ მეანს საკეისრო კვეთის დაგვიანებისა თუ მასზე უარის თქმის გამო უჩივიან, საპირისპირო ფაქტები კი პრაქტიკულად არ არსებობს...
–    მართლაც საკეისრო კვეთა მოსახლეობას იმდენად უსაფრთხოდ მიაჩნია, რომ ოპერაციის შემდგომ გართულებას ოპერაციას არც კი მიაწერს. იმავე დროს, არ არსებობს საკეისრო კვეთის ეროვნული გაიდლაინი და პროტოკოლი და ექიმს გართულების შემთხვევაში თავის დაცვის მექანიზმი არ აქვს. ფაქტია, რომ ცალკეული დაწესებულების დონეზე ამ საკითხის მოგვარება ვერ მოხერხდება – რეგულაციის ეროვნული მექანიზმის შემუშავებაა საჭირო.

********
გადმოცემით, მუცელკვეთით პირველად იულიუს კეისარი (ცაესარ) დაბადებულა, თუმცა ისტორიკოსები ამ გადმოცემას არ ეთანხმებიან. იმიტომ კი არა, რომ ანტიკურ ეპოქაში ბავშვის ამ გზით დაბადება შეუძლებელი იყო; დაუჯერებელი ის არის, მშობიარე გადარჩენილიყო, არადა ცნობილია, რომ იულიუსის დედა აურელია კოტა შვილის დაბადებასაც მოესწრო და უკვე გაკეისრებულს რჩევებსაც აძლევდა... ძველი რომაული კანონით, მუცელს მაშინ კვეთდნენ, თუ ქალი მშობიარობისას მოკვდებოდა — ბავშვი მისი წიაღიდან აუცილებლად უნდა ამოეყვანათ. თავდაპირველად ეს ალბათ რელიგიური მოთხოვნა იყო, მოგვიანებით კი ბავშვის გადარჩენის შეგნებული მცდელობა. ერთ-ერთი რომაელი ისტორიკოსი საშოდან ამოკვეთილად კეისრის შორეულ სეხნია წინაპარს იხსენიებს, ზოგიერთი მეცნიერი კი ვარაუდობს, რომ საქმე კეისარში კი არა, ლათინურ ზმნა ცაედარე-შია, რაც “გაკვეთას” ნიშნავს.


ВВЕРХ