ენდოსკოპია — ორგანოთა შეფასების შეუცვლელი მეთოდი: როცა დეტალები მნიშვნელოვანია
Поделитесь:
[დასპონსორებული კონტენტი]
ენდოსკოპიურ მეთოდს შეუცვლელი ადგილი უკავია მრავალი პათოლოგიის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. იმის შესახებ, რა ტიპის ენდოსკოპიურ გამოკვლევებს გვთავაზობს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა, ამავე კლინიკის ენდოსკოპიური მიმართულების ხელმძღვანელი, ექიმი ენდოსკოპისტი გიორგი სიჭინავა გვესაუბრება:
— ენდოსკოპია უნიკალური დიაგნოსტიკური მეთოდია, რომელიც ექიმს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში დაათვალიეროს შინაგანი ორგანოების ლორწოვანი გარსი და მაქსიმალური სიზუსტით შეაფასოს მისი მდგომარეობა.
ენდოსკოპიის დანიშნულება მხოლოდ ჩივილების მიზეზის დადგენა არ არის — ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაშიც. მრავალი სერიოზული პათოლოგიური ცვლილება ზოგჯერ სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სწორად და დროულად ჩატარებული კვლევა საშუალებას გვაძლევს, პროცესი ჩივილების გამოვლენამდე აღმოვაჩინოთ, რაც მკურნალობის შედეგს რადიკალურად ცვლის.
რატომ ბოჭორიშვილის კლინიკა
_ დიაგნოსტიკის ხარისხი დამოკიდებულია ექიმის გამოცდილებასა და იმ ტექნოლოგიურ აღჭურვილობაზე, რომლითაც ის მუშაობს. ბოჭორიშვილის კლინიკაში მოქმედებს იაპონური კომპანია Olympus-ის ვიდეოენდოსკოპიური სისტემა EVIS X1 (CV-1500). ეს გახლავთ უახლესი თაობის აპარატი, რომელიც იყენებს გამოსახულების გაუმჯობესების ინოვაციურ ტექნოლოგიებს და საშუალებას აძლევს ექიმს, უმცირეს დეტალებამდე შეისწავლოს ლორწოვანი გარსი და ზედმიწევნით დაათვალიეროს საეჭვო უბნები. მაღალი რეზოლუციის ვიზუალიზაცია დიაგნოსტიკური პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია: რაც უფრო უკეთ ვხედავთ, მით უფრო ინფორმირებულ, სწორ და დროულ კლინიკურ გადაწყვეტილებას ვიღებთ.
— უფრო დაწვრილებით, რა უპირატესობა აქვს OLYMPUS EVIS X1-ს? მუშაობის რა ინოვაციურ რეჟიმებს იყენებს ის?
— EVIS X1 სისტემას აქვს რამდენიმე სპეციალური რეჟიმი და ტექნოლოგია, რომლებსაც დიაგნოსტიკის შესაძლებლობები სრულიად ახალ საფეხურზე აჰყავს:
* TXI საგრძნობლად აუმჯობესებს გამოსახულების ფერს, ტექსტურასა და სიკაშკაშეს;
* NBI გამოკვეთს ლორწოვანი გარსის ზედაპირულ სისხლძარღვოვან სტრუქტურებს;
* RDI ზრდის ღრმა სისხლძარღვებისა და სისხლდენის წყაროების ხილვადობას;
* BAI-MAC ხელს უწყობს დაბნელებული ან ძნელად მისადგომი უბნების უკეთეს განათებასა და აღქმას.
ყველა ამ ფუნქციის ერთობლიობა ექიმს საშუალებას აძლევს, უმცირესი საეჭვო ცვლილებებიც კი მკაფიოდ დაინახოს.
— რა ტიპის ენდოსკოპიური კვლევებია ხელმისაწვდომი ბოჭორიშვილის კლინიკაში?
— ჩვენთან ტარდება როგორც გასტროსკოპია და კოლონოსკოპია — საჭმლის მომნელებელი სისტემის (საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის) დეტალური შეფასებისთვის, ისე ბრონქოსკოპია და ლარინგოსკოპია სასუნთქი გზების, ხორხისა და ბრონქების მდგომარეობის დასადგენად.
საჭიროებისამებრ, პროცედურის დროსვე შეგვიძლია ბიოპტატის აღება (ქსოვილის მცირე ნიმუშისა ჰისტოლოგიური ანალიზისთვის) და სამკურნალო მანიპულაციების ჩატარება, მაგალითად, პოლიპების ამოკვეთა, სისხლდენის შეჩერება. გამოკვლევის ტიპს, მოცულობასა და ტაქტიკას ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობისა და კლინიკური საჭიროების მიხედვით ვარჩევთ.
გამოკვლევა პრევენციისთვის
— მედიცინაში არსებობს პროფილაქტიკური გამოკვლევის ცნება. მაგალითად, კოლონოსკოპია მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენციის ოქროს სტანდარტად მიიჩნევა. კვლევის დროს ხშირად ვპოულობთ პოლიპებს, რომლებმაც წლების შემდეგ შესაძლოა ავთვისებიანი გადაგვარება განიცადოს. კვლევის პროცესშივე მათი მოცილება აქრობს მძიმე დაავადების განვითარების რისკს.
ასე რომ, ნუ დაელოდებით სიმპტომების გამოვლენას და მდგომარეობის დამძიმებას — ინდივიდუალური რისკების გათვალისწინებით, ექიმი განსაზღვრავს, როდის და რა სიხშირით არის თქვენთვის საჭირო პროფილაქტიკური ენდოსკოპიური კვლევა.
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა — თანამედროვე ტექნოლოგიები, პროფესიონალების გუნდი და ზრუნვა თქვენს ჯანმრთელობაზე







