პიგმენტური ლაქები: მზის ნაკვალევი კანზე - Dermedic Melumin — როგორ დავუბრუნოთ კანს თანაბარი ფერი ზაფხულის შემდეგ

Поделитесь:

[დასპონსორებული კონტენტი]

ზაფხულის დასასრულს ზოგჯერ ვამჩნევთ, რომ მზის სხივებს კანზე ავტოგრაფი დაუტოვებიათ — მუქი ლაქები, რომლებიც კანის ერთგვაროვნებას არღვევს.

ულტრაიისფერი გამოსხივება პიგმენტაციის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია. ამიტომაც გვიწევს ზაფხულის შემდეგ პიგმენტურ ცვლილებებთან ბრძოლა.

ჰიპერპიგმენტაციის დროს დატენიანება არ არის საკმარისი — საჭიროა კანის მიზანმიმართული მოვლა, რომელიც ხელს შეუწყობს პიგმენტური ლაქების შემცირებას და ახალი ლაქების გაჩენის პრევენციას. სწორედ ასეთ კომპლექსურ მიდგომას გვთავაზობს Dერმედიც Mელუმინ-ის ხაზი, რომელიც სხვადასხვა წარმოშობის ჰიპერპიგმენტაციის მქონე კანის მოვლისთვის არის შექმნილი და კანის თანაბარი ფერის აღდგენაზეა ორიენტირებული.

რა საჭიროა მელანინი

კანის ბუნებრივი ფერი პიგმენტ მელანინზეა დამოკიდებული, რომელსაც კანის სპეციალური უჯრედები, მელანოციტები, გამოიმუშავებს. თუმცა მელანინის როლი კანისთვის ფერის მიცემით არ შემოიფარგლება — ის კანის ბუნებრივი დამცავი სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. როდესაც კანს მზის ულტრაიისფერი სხივები ხვდება, მელანინის გამომუშავება იმატებს. მელანინი შთანთქავს ულტრაიისფერი სხივების ნაწილს და ამით ამცირებს კანის უჯრედებზე მათ მავნე ზემოქმედებას. სწორედ მელანინის სინთეზის გააქტიურება და კანის ზედა შრეებში მისი დაგროვებაა რუჯის წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი.

როგორ წარმოიქმნება პიგმენტური ლაქები

ჯანმრთელ კანში მელანინის წარმოქმნა და განაწილება დაბალანსებული პროცესია, მაგრამ არსებობს ფაქტორები, რომელთა გავლენით ბალანსი ირღვევა. ამ დროს ზოგიერთი მელანოციტი მელანინის ჭარბად წარმოქმნის ან პიგმენტი არათანაბრად ნაწილდება კანში. ჩნდება შედარებით მუქი უბნები, რომლებსაც პიგმენტურ ლაქებს ვუწოდებთ.

პიგმენტური ლაქების წარმოქმნას ბევრი რამ იწვევს: ჰორმონული ცვლილებები, კანის ანთება (ანთების შემდგომი ჰიპერპიგმენტაცია), ზოგიერთი მედიკამენტის ზემოქმედება... ულტრაიისფერი გამოსხივება ჰიპერპიგმენტაციის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი გარეგანი ფაქტორია. რაც უფრო ხშირი და ინტენსიურია მზის სხივების ზემოქმედება, მით უფრო დიდია პიგმენტური ლაქების გაჩენის რისკი, განსაკუთრებით — ღია, დაუცველ ადგილებზე: სახეზე, კისერიზე, დეკოლტეს ზონაში, ხელის მტევნებზე. გარდა ამისა, შესაძლოა, მზის სხივების მოხვედრისას უკვე არსებული პიგმენტური ლაქებიც უფრო მეტად გამუქდეს და შესამჩნევი გახდეს.

ვის ემუქრება

პიგმენტური ლაქები შესაძლოა ნებისმიერ ასაკში გაჩნდეს, მაგრამ ასაკთან ერთად მათი გაჩენის ალბათობა იზრდება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი წლების განმავლობაში მზის ულტრაიისფერი გამოსხივების განმეორებითი ზემოქმედებაა. წლების მატებასთან ერთად კანზე მისი კვალი უფრო და უფრო მკაფიოდ ვლინდება.
თუმცა ასაკი ერთადერთი ფაქტორი არ არის — მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის ტიპი, მზეზე გატარებული დრო და მზისგან დაცვის ჩვევაც, ამიტომ, თუ ადამიანი ხშირად და ხანგრძლივად ირუჯება ან კანს სათანადოდ არ იცავს, ჰიპერპიგმენტაცია და მზით გამოწვეული სხვა პიგმენტური ცვლილებები, მაგალითად, ჭორფლი, შესაძლოა 30-35 წლის ასაკში უკვე შესამჩნევად იყოს გამოხატული.

როგორ ვებრძოლოთ პიგმენტურ ლაქებს?

კანის ტენიანობის შენარჩუნებით, მისი ბუნებრივი ბარიერის აღდგენით, პიგმენტურ ცვლილებებზე მიზანმიმართული ზრუნვით და, რაც მთავარია, მზისგან ყოველდღიური დაცვით.

კანს სიგლუვე და ჯანსაღი ბზინვარება რომ დაუბრუნდეს, აუცილებელია:

* მიზანმიმართული მოვლა. პიგმენტური ლაქების შესამცირებლად საჭიროა ისეთი აქტიური ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც პიგმენტის წარმოქმნის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე მოქმედებს. მხოლოდ დატენიანება ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი არ არის.

* ღრმა დატენიანება და ჰიდროლიპიდური ბარიერის აღდგენა. მზის სხივების ინტენსიურმა ზემოქმედებამ შესაძლოა კანის გამოშრობა და მგრძნობელობის მომატება გამოიწვიოს, ამიტომ პიგმენტაციაზე ორიენტირებულ რუტინაში საჭიროა ისეთი საშუალებების ჩართვაც, რომლებიც კანის ტენიანობის შენარჩუნებას და დამცავი ბარიერის მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

* მზისგან დაცვა. პიგმენტურ ლაქებთან ბრძოლა მზისგან დაცვის გარეშე წარმოუდგენელია. ულტრაიისფერი სხივები ღრუბლიან დღეებშიც აღწევს ჩვენამდე, ამიტომ ფართო სპექტრის, მაღალი შPF ინდექსის მქონე მზისგან დამცავი საშუალების ყოველდღიური გამოყენება პიგმენტაციისკენ მიდრეკილი კანის მოვლის აუცილებელი ნაწილია.

Dermedic Melumin  — სრულყოფილი ხაზი პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ

სწორედ ამ საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა Dermedic Melumin -ის ხაზი. ფორმულაში შემავალი ინოვაციური კომპონენტის Melumin Tristage™ კომპლექსის (არბუტინის, C ვიტამინის, Lightderm®-ისა და ნიაცინამიდის კომბინაცია) წყალობით ევროპული დერმოკოსმეტიკური ბრენდის ეს პროდუქტი მიზანმიმართულად მოქმედებს პიგმენტაციის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე: ხელს უწყობს არსებული ლაქების შემცირებას, აფერხებს ახლების წარმოქმნას და თანაბარ, ნათელ ფერს უბრუნებს კანს.
მოვლის სრული რუტინა სამ ძირითად საფეხურს მოიცავს.

პირველი საფეხური — ნაზი წმენდა

Dermedic Melumin -ის დასაბანი ქაფი განკუთვნილია მგრძნობიარე, პიგმენტაციისკენ მიდრეკილი კანისთვის. ის ნაზად, მაგრამ ეფექტურად აშორებს კანს ყოველდღიურ ჭუჭყსა და მაკიაჟის ნარჩენებს.
ქაფის შემადგენლობაში შედის თერმული წყალი, გლიცერინი, პანთენოლი და Melumin Tristage™ კომპლექსი. თერმული წყალი და D პანთენოლი ხელს უწყობს კანის დამშვიდებასა და დატენიანებას, ხოლო აქტიური კომპლექსი — პიგმენტური ლაქების შემცირებას და კანის ფერის გათანაბრებას.

სპეციალური ფორმულის წყალობით შეიძლება მისი გამოყენება ყოველდღე, დილა-საღამოს. არ ტოვებს კანზე დაჭიმულობისა და სიმშრალის შეგრძნებას.

მეორე საფეხური — მიზანმიმართული მოვლა

Dermedic Melumin -ის ლაქების საწინააღმდეგო შრატის გამოყენება რუტინის მთავარი ეტაპია. შრატი Melumin Tristage™ კომპლექსთან ერთად ისეთ აქტიურ ინგრედიენტებსაც შეიცავს, როგორიცაა პაპაინი, ჰიდროლიზებული ჟოჟობას ესტერები, ინულინი და ალანტოინი. ეს კომბინაცია განკუთვნილია პიგმენტური ლაქების შემცირების, კანის ფერის გათანაბრებისა და მისი განახლების მხარდაჭერისთვის. ამასთან, კანის დატენიანებასა და დარბილებასაც უწყობს ხელს. C ვიტამინი ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ასტიმულირებს კოლაგენის ბოჭკოების ფორმირებას, რაც კანს ნაადრევი დაბერებისგან იცავს.

მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი კლინიკური და ინსტრუმენტული ტესტირების მონაცემების მიხედვით, შრატის ოთხკვირიანი გამოყენების შემდეგ პიგმენტური ლაქების ხილვადობა დაახლოებით 68%-ით შემცირდა (ეს კონკრეტული კვლევის შედეგია; ინდივიდუალური შედეგი შესაძლოა რამდენადმე განსხვავებული აღმოჩნდეს).

შრატი გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ჰიპერპიგმენტაციის დროს, მათ შორის — მზის ლაქების, აკნეს შემდგომი პიგმენტაციის, ჭორფლისა და ასაკობრივი პიგმენტური ცვლილებების შემთხვევაში.

გამოყენების წესი: თანაბრად წაისვით სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე, დაიტოვეთ სრულ შეწოვამდე.

მესამე საფეხური — დატენიანება და მზისგან დაცვა

დილის რუტინის დასასრულს გამოიყენება Dermedic Melumin -ის დღის კრემი SPF 50+, რომლის თისებებიც აერთიანებს ჰიპერპიგმენტაციის საწინააღმდეგო ეფექტს, კანის დატენიანებას და მაღალი დონის დაცვას A და B ტიპის ულტრაიისფერი სხივებისგან, მაშასადამე, ნაადრევი დაბერებისგან.

კრემის ფორმულაში შედის Melumin Tristage™ კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს არსებული პიგმენტური ლაქების თანდათანობით გაუფერულებას და კანის ერთგვაროვნების შენარჩუნებას. კრემი ასევე შეიცავს დამატენიანებელ და დამარბილებელ კომპონენტებს, რომლებიც ხელს უწყობს კანის ტენიანობის შენარჩუნებას (მათ შორის გლიცერინს), E ვიტამინი კი დამატებით ანტიოქსიდაციურ დაცვას უზრუნველყოფს.

SPF 50+ დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პიგმენტაციისკენ მიდრეკილი კანისთვის, რადგან, როგორც ვთქვით, ულტრაიისფერმა სხივებმა შესაძლოა არსებული ლაქები უფრო მეტად გაამუქოს და ახალი ლაქების წარმოქმნას შეუწყოს ხელი.

კრემი განკუთვნილია სხვადასხვა წარმოშობის, მათ შორის მზითა და ასაკით გამოწვეული პიგმენტური ლაქების მქონე კანისთვის.

ისმება ყოველ დილით, გაწმენდილ სახეზე, კისერსა და დეკოლტეზე.

ნაზი წმენდა, მიზანმიმართული მოვლა და მზისგან ყოველდღიური დაცვა — სწორედ ამ სამ ნაბიჯზე დაფუძნებული თანმიმდევრული რუტინა ეხმარება კანს თანაბარი ფერისა და ჯანსაღი იერის შენარჩუნებაში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პიგმენტაციის მართვაში ყოველდღიური ჩვევებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამიტომ:

* ერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს მისი ყველაზე მაღალი აქტივობის პერიოდში — დაახლოებით 11:00-დან 16:00 საათამდე;

* თუ დიდხანს გიწევთ გარეთ ყოფნა, ჩაიცვით დახურული ტანსაცმელი, დაიხურეთ ფართოფარფლებიანი ქუდი, გაიკეთეთ სათვალე ულტრაიისფერი სხივების დამბლოკავი ფილტრით.

* გამოიყენეთ თქვენი კანის ტიპისა და საჭიროებების შესაბამისი, მაღალი SPF ინდექსის (30-50+) მქონე მზისგან დამცავი საშუალება;

* შეამცირეთ მზეზე გასატარებელი დრო და გახსოვდეთ, რომ მზისგან კანის დაცვა ღრუბლიან დღეებშიც აუცილებელია.

* დღის განმავლობაში რეგულარულად განიახლეთ მზისგან დამცავი საშუალების ფენა, განსაკუთრებით — ცურვის, ოფლიანობის ან პირსახოცით სხეულის შემშრალების შემდეგ.

Поделитесь: