შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2: გამოჯანმრთელება შესაძლებელია
Поделитесь:
[დასპონსორებული კონტენტი]
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 დიდხანს ქრონიკულ და შეუქცევად დაავადებად მიიჩნეოდა. დღეს უკვე შესაძლებელია სრული რემისიის მიღწევა, რაც, ფაქტობრივად, განკურნების ტოლფასია.
რას ეფუძნება დიაბეტის უკუგანვითარების მექანიზმი? რა მოეთხოვება პაციენტს და როგორ შევინარჩუნოთ მიღწეული შედეგი სამუდამოდ?
ამ და სხვა კითხვებზე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ესმა ჯამასპიშვილი გვიპასუხებს:
_ რემისია ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც პაციენტის გლიკირებული ჰემოგლობინის (HbA1c) მაჩვენებელი, სულ მცირე, სამი თვის განმავლობაში ყოველგვარი ანტიდიაბეტური მედიკამენტის გარეშე 6.5%-ზე ნაკლებია. ამ დროს ორგანიზმი დამოუკიდებლად იწყებს შაქრის ბალანსის შენარჩუნებას, თითქოს დაავადება არც ყოფილა.
როგორ მუშაობს
_ დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარებას ბიძგს აძლევს ფარული, ტოქსიკური შინაგანი ცხიმის დაგროვება. ეს ცხიმი ღვიძლსა და პანკრეასში, კერძოდ, ამ ორგანოს კუნძულოვან აპარატში ლაგდება და ჭედავს მის ინსულინის მწარმოებელ "დაზგებს".
ინდივიდუალური, მიზანმიმართული მკურნალობის შედეგად ტოქსიკური ცხიმისგან ორგანოების გათავისუფლებისთანავე პანკრეასის უჯრედები იბრუნებენ თავიანთ ფუნქციას და კვლავ იწყებენ ინსულინის გამომუშავებას, მაგრამ ბეტა-უჯრედების ფუნქციური რეზერვის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ დაავადების ადრეულ სტადიაზე, სანამ უჯრედების შეუქცევადი ატროფია განვითარდება.
ფარული გაცხიმოვნება
_ ბევრს ჰგონია, რომ დიაბეტი ტიპი 2 მხოლოდ ჭარბწონიანი ადამიანების პრობლემაა, მაგრამ მედიცინა ასევე იცნობს TOFI ფენოტიპს. აბრევიატურა TOFI იშიფრება როგორც Thin on the Outside, Fat on the Inside _ “გარეგნულად გამხდარი, მაგრამ შიგნიდან გაცხიმოვნებული”.
საქმე ის არის, რომ თითოეულ ჩვენგანს პერსონალური, გენეტიკურად განსაზღვრული ცხიმოვანი ზღურბლი აქვს. გამხდარი ადამიანების კანქვეშა უჯრედები ნაკლებ ცხიმს იტევს. როგორც კი ლიმიტი ამოიწურება, ზედმეტი ცხიმი შინაგან ორგანოებში გადადის. ამიტომ გამხდარი პაციენტის შინაგანი ცხიმის თუნდაც 2-3 კილოგრამით შემცირება საკმარისია, რომ ლიპოტოქსიკურობა მოიხსნას და დიაბეტმა უკან დაიხიოს.
კლინიკური შემთხვევა
_ ამ მიდგომის ეფექტიანობას ჩვენი კლინიკის პრაქტიკაც ადასტურებს. ცოტა ხნის წინ მოგვმართა მძიმე მეტაბოლური სინდრომის მქონე მამაკაცმა, რომელიც უჩიოდა ქრონიკულ დაღლილობას (განსაკუთრებით _ ჭამის შემდეგ), ძლიერ წყურვილს, სიმძიმეს მარჯვენა ფერდქვეშ, ღამით შფოთვას და ქვედა კიდურების წვას. გლიკირებული ჰემოგლობინის მაჩვენებელი იყო კრიტიკული _ 9.5% (უზმოზე შაქარი აჭარბებდა 210-ს). ყველაფერ ამას თან ახლდა ღვიძლის გაცხიმოვნებაც.
შემუშავდა პერსონალიზებული, მულტიფაქტორული მკურნალობისა და სამედიცინო კვების გეგმა. ამ გეგმის წყალობით მკურნალობა შიმშილისა და სტრესის გარეშე წარიმართა. სულ რაღაც 90 დღეში გლიკირებული ჰემოგლობინი 9.5%-დან 5.8%-მდე (ნორმამდე) ჩამოვიდა, ჩივილები გაქრა და პაციენტმა ანტიდიაბეტური მედიკამენტების მიღება შეწყვიტა.
როგორ შევინარჩუნოთ მიღწეული
_ არსებობს ფენომენი, სახელად პოზიტიური მეტაბოლური მეხსიერება. სწორედ ის არის შედეგის დიდხანს შენარჩუნების გარანტორი. როდესაც დაავადების დასაწყისშივე უჯრედებს ჯანსაღ გარემოს ვუბრუნებთ, უჯრედული მეხსიერება ჯანმრთელობაზე გადაპროგრამდება, რაც სისხლძარღვებსა და ნერვულ სისტემას გართულებებისგან იცავს.
მიაქციეთ ყურადღება სიმპტომებს! თუ გაწუხებთ ქრონიკული დაღლილობა ან ზემოთ აღწერილი სხვა ჩივილები, მიმართეთ ექიმს. დროული კლინიკური სკრინინგი და ინდივიდუალური მკურნალობა მოგცემთ შანსს, იცხოვროთ სრულფასოვნად — დიაბეტისა და მედიკამენტების გარეშე.
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ფუნქციონირებს დიაბეტის მართვის ცენტრი, სადაც პაციენტებს შეუძლიათ, მიიღონ დიაბეტის სრულფასოვანი მართვისთვის საჭირო ყველა მომსახურება – პრევენციითა და ადრეული დიაგნოსტიკით დაწყებული, თანამედროვე მკურნალობითა და დიაბეტის გართულებების მართვით დამთავრებული.
თითოეულ პაციენტზე ზრუნავს მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც აერთიანებს ენდოკრინოლოგებს და ყველა სხვა საჭირო პროფილის სპეციალისტს. ჩვენი მიზანია დაავადების ეფექტური კონტროლი, გართულებების პრევენცია და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.







