მზისგან დაცვა — აუცილებელი ნაბიჯი კანის ჯანმრთელობისთვის
Поделитесь:
მზე მხოლოდ ზაფხულთან, დასვენებასა და მოხდენილ რუჯთან არ ასოცირდება — მისი სხივები დადებითად მოქმედებს ჩვენს განწყობაზე, ენერგიასა და საერთო კეთილდღეობაზეც. გარდა ამისა, მზის სხივებთან კონტაქტის შედეგად ორგანიზმი გამოიმუშავებს D ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ძვლების, კუნთებისა და იმუნური სისტემის ჯანმრთელობისთვის.
თუმცა მზის ულტრაიისფერი (UV) გამოსხივება საფრთხესაც უქმნის ჩვენს სხეულს. ის კანის კიბოს განვითარების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია.
როგორ მივიღოთ ლამაზი და თანაბარი რუჯი კანის დაუზიანებლად და რა როლი ეკისრება ამ პროცესში სწორად შერჩეულ მზისგან დამცავ საშუალებებს?
რითია მნიშვნელოვანი მზისგან სხეულის დაცვა?
მზისგან დაცვა მხოლოდ მზით დამწვრობის თავიდან აცილებას არ გულისხმობს — ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია კანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გართულებების თავიდან ასაცილებლად.
1. ამცირებს კანის კიბოს განვითარების რისკს
მზისგან დაცვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კანის კიბოს პრევენციაა. ულტრაიისფერი სხივები აზიანებს კანის უჯრედების დნმ-ს. იწყება გენეტიკური ცვლილებები, რომელთა დაგროვების შედეგად იმატებს კანის კიბოს, კერძოდ, მისი ყველაზე აგრესიული ფორმის, მელანომის, განვითარების ალბათობა.
2. ამცირებს მზით დამწვრობის რისკს
მზისგან დამცავი საშუალებების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია მზით დამწვრობისგან კანის დაცვაა. B ტიპის ულტრაიისფერი სხივები (UVB) აზიანებს კანის ზედაპირულ ფენას და იწვევს სიწითლეს, ტკივილს, სიმშრალეს, აჩენს ბუშტუკებს. ხშირი და ძლიერი, განსაკუთრებით კი ბავშვობაში ან მოზარდ ასაკში მიღებული დამწვრობები მნიშვნელოვნად ზრდის მელანომის განვითარების რისკს.
3. იცავს კანს ნაადრევი დაბერებისგან
კანის ნაადრევი დაბერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედებაა. ამ პროცესს ფოტოდაბერება ეწოდება. A ტიპის ულტრაიისფერი სხივები (UVA) აზიანებს კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოებს, რის გამოც კანი კარგავს სიმკვრივესა და ელასტიკურობას, ეშვება, უჩნდება პიგმენტური ლაქები და ნაოჭები.
5. ხელს უშლის პიგმენტური ლაქების განვითარებას
მზის სხივების ზემოქმედება კანის პიგმენტაციის დარღვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ულტრაიისფერი გამოსხივება ასტიმულირებს მელანინის გამომუშავებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მუქი ლაქების გაჩენა, ანთების შემდგომი ჰიპერპიგმენტაციის გაძლიერება და მელაზმის გამწვავება. პიგმენტაციის დარღვევა ხშირად რთულ და ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს, მზისგან თავის დაცვა კი მისი პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
6. იცავს კანის ბუნებრივ ბარიერს
ულტრაიისფერი გამოსხივება ასუსტებს კანის ჰიდროლიპიდურ ბარიერს, რასაც ტენის დაკარგვამდე მივყავართ. ამის შედეგად კანი შრება და უფრო მგრძნობიარე ხდება, ადვილად ღიზიანდება, უხეშდება და იქერცლება. მცირდება მისი თვითაღდგენის უნარიც.
7. ხელს უწყობს ქრონიკული და დერმატოლოგიური პრობლემების კონტროლს
მზის გამოსხივება ხშირად იწვევს კანის ისეთი გავრცელებული მდგომარეობების პროვოცირებასა თუ გამწვავებას, როგორიცაა როზაცეა, აკნე, მელაზმა. მზისგან დაცვა ამ პრობლემების მართვისა და გამწვავების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი ეტაპია.
8. თანაბარ ფერს უნარჩუნებს კანს
მზის ფილტრი (SPF) იცავს ეპიდერმისს მზის სხივებთან ჭარბი კონტაქტით გამოწვეული სიწითლის, გაღიზიანებისა და კაპილარების დაზიანებისგან (კუპეროზისგან). დამცავი საშუალებების რეგულარული გამოყენებისას კანი ინარჩუნებს ჯანსაღ სტრუქტურას და ერთგვაროვან ფერს.
9. ამცირებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას
ულტრაიისფერი სხივები ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების ჭარბ წარმოქმნას და ოქსიდაციური სტრესის განვითარებას.
ოქსიდაციური სტრესი:
- აზიანებს უჯრედის სტრუქტურას და იწვევს მის ნაადრევ კვდომას;
- აჩქარებს დაბერების პროცესს;
- ხელს უწყობს ანთებით პროცესებს;
- აფერხებს კანის ბუნებრივი აღდგენის პროცესს.
10. ხელს უწყობს ესთეტიკური პროცედურის შედეგის შენარჩუნებას
ესთეტიკური პროცედურების შემდეგ მზისგან დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — ულტრაიისფერმა სხივებმა შესაძლოა შეამციროს მათი ეფექტი და გაზარდოს გართულებების რისკი.
როგორ შევარჩიოთ
მზისგან დამცავი საშუალების შერჩევისას SPF-ის მაჩვენებლის შემოწმება საკმარისი არ არის — ეფექტური და კომფორტული დაცვისთვის უნდა გაითვალისწინოთ კანის ტიპი და ფოტოტიპი, ასაკი და ინდივიდუალური საჭიროებები.
კანის ტიპი
ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის ბაზასა და კონსისტენციას (კრემი, გელი, ფლუიდი, რძე, ზეთი), რათა მან კანის დამატებითი პრობლემები არ გამოიწვიოს.
* მშრალი კანი ხშირად ტენის დეფიციტს განიცდის, ამიტომ უმჯობესია, შეარჩიოთ კრემი ან რძე, რომელიც დამატენიანებელ ინგრედიენტებსაც შეიცავს და, იმავდროულად, იცავს და კვებავს კიდეც კანს.
* ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის უკეთესია მსუბუქი ტექსტურის მქონე პროდუქტი, რომელიც ფორებს არ დახშობს.
უპირატესობა მიანიჭეთ:
* ფლუიდს;
* გელ-კრემს;
* არაკომედოგენურ (Non-comedogenic) და უზეთო (Oil-free) ფორმულებს;
* სიმქრქალის ეფექტის მქონე პროდუქტებს.
კომბინირებული კანისთვის საუკეთესო არჩევანია მსუბუქი ტექსტურის მქონე საშუალებები, რომლებიც ზედმეტად არ დაამძიმებს ცხიმიან ზონებს და, იმავდროულად, საკმარისად დაატენიანებს მშრალ უბნებს.
მგრძნობიარე კანი უფრო მეტად არის მიდრეკილი სიწითლისა და გაღიზიანებისკენ. მისთვის რეკომენდებულია მინერალური (ფიზიკური) ან ახალი თაობის სტაბილური ქიმიური ფილტრების შემცველი პროდუქტი. უპირატესობა მიანიჭეთ ჰიპოალერგენულ ფორმულებს, რომლებიც არ შეიცავს არომატიზატორებსა და სპირტს.
ფოტოტიპი
ფოტოტიპი განსაზღვრავს, რამდენად მგრძნობიარეა კანი მზის მიმართ და რამდენად ადვილად იწვება დამცავი საშუალების გარეშე.
I და II ფოტოტიპები
(ძალიან ბაცი და ფერმკრთალი კანი)
ამ ტიპის კანი პრაქტიკულად არ ირუჯება, მყისიერად წითლდება და იწვება.
რეკომენდებულია ძალიან მაღალი დაცვა — SPF 50+ არა მხოლოდ გარუჯვისას, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.
III ფოტოტიპი
(საშუალოდ ბაცი კანი)
ამ ტიპის კანი შედარებით უკეთ უძლებს მზის სხივებს, მაგრამ შესაძლოა, დაიწვას მათთან 20 წუთზე ხანგრძლივი კონტაქტისას.
მისთვის რეკომენდებულია მზისგან დამცავი მინიმუმ 30–ის ტოლი შPF მაჩვენებლით, ხოლო ინტენსიური მზის პირობებში — SPF 50.
IV ფოტოტიპი
(ზეთისხილისფერი ან შედარებით მუქი კანი)
ასეთი კანის მქონე ადამიანები მზეზე არც ისე სწრაფად იწვებიან და ადვილად ირუჯებიან, რის შედეგადაც კანი თანაბარ, ბრინჯაოსფერ შეფერილობას იღებს. მისთვის რეკომენდებულია SPF 30, ხოლო მზის სხივებთან ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში — SPF 50.
V და VI ფოტოტიპები
(ბუნებრივად მუქი კანი)
ამ ტიპის კანი დიდი რაოდენობით მელანინს შეიცავს, რის გამოც მზით დამწვრობისგან შედარებით უკეთესად არის დაცული, მაგრამ არ არის დაზღვეული ულტრაიისფერი გამოსხივების სხვა მავნე ეფექტებისგან. მისთვის რეკომენდებულია SPF 30-ის ყოველდღიური გამოყენება.
ასაკის მიხედვით
ბავშვები
ბავშვის კანი თხელი და მგრძნობიარეა, თანაც ბუნებრივი დამცავი მექანიზმები ბოლომდე არ აქვს ჩამოყალიბებული, ამიტომ განსაკუთრებულ დაცვას მოითხოვს.
რეკომენდებულია საგანგებოდ ბავშვებისთვის შექმნილი, ჰიპოალერგენული და წყალგამძლე საშუალებების გამოყენება SPF 50+-ის ტოლი დაცვით.
მოზარდები და ახალგაზრები
ამ ასაკში ხშირად იმატებს კანის ცხიმიანობა და ვითარდება აკნე, ამიტომ უპირატესობა ენიჭება მსუბუქ ტექსტურებს და არაკომედოგენურ ფორმულებს, რომლებიც ფორებს არ ახშობს. კარგი არჩევანია ფლუიდები და გელ-კრემები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ანტიოქსიდანტურ კომპონენტებსაც შეიცავს.
მოწიფული ასაკი
ასაკის მატებასთან ერთად კანი ისევ თხელდება და გაცილებით მგრძნობიარე ხდება, იმატებს პიგმენტური ლაქების გაჩენის, ფოტოდაზიანებისა და კოლაგენის დაკარგვის რისკი, ამიტომ რეკომენდებულია მაღალი დაცვა — SPF 50+, ასევე — დამატენიანებელი, ანტიოქსიდანტური და აღმდგენი კომპონენტების შემცველი ფორმულები, რომლებიც თანაბრად უზრუნველყოფს კანის დაცვასა და მოვლას.
ბერგასოლი — მზისგან დაცვა და კანის მოვლა ერთ პროდუქტში
მზისგან დამცავი საშუალების არჩევისას მნიშვნელოვანია, პროდუქტი უზრუნველყოფდეს ფართო სპექტრის დაცვას UVA და UVB სხივებისგან, ჰქონდეს შესაბამისი SPF და, იმავდროულად, შეესაბამებოდეს კანის ინდივიდუალურ საჭიროებებს. სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის, ნორევას, მზისგან დამცავი ხაზი ბერგასოლი, რომელიც ეფექტურ დაცვასა და კანის მოვლას ერთ პროდუქტში აერთიანებს.
ბერგასოლი უზრუნველყოფს კანის დაცვას არა მხოლოდ UVA და UVB, არამედ ლურჯი და ინფრაწითელი სხივებისგანაც. პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, შეარჩიოს მზისგან დამცავი საშუალება კანის ტიპის, ფოტოტიპის, ასაკისა და ცხოვრების წესის შესაბამისად. მათი ფორმულები გამდიდრებულია ექსკლუზიური Soladerm® კომპლექსით, რომელსაც ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვს და ხელს უწყობს კანის დაცვას გარემოს მავნე ფაქტორებითა და დაბინძურებით გამოწვეული ოქსიდაციური სტრესისგან, ამასთან, ბერგასოლის ფორმულები უზრუნველყოფს კანის დატენიანებას მთელი დღით.
ბერგასოლის ასორტიმენტში შეხვდებით სხვადასხვა კონსისტენციის ნაწარმს: კრემებს, ფლუიდებს, გელებს და ზეთებს, — რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, კანის ტიპისთვის ყველაზე კომფორტული ფორმულა შეარჩიოს. ხელმისაწვდომია როგორც ჰიპოალერგენული, ისე არაკომედოგენური ფორმულებიც, რომლებიც ფორებს არ ახშობს და კომფორტულია აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის.
ბერგასოლი ბავშვების მგრძნობიარე კანისთვისაც გვთავაზობს სპეციალურად შექმნილ პროდუქტებს, რომლებიც მაღალი ხარისხის მზისგან დაცვას უზრუნველყოფს და პატარების კანის თავისებურებებს ითვალისწინებს.
ბერგასოლი შექმნილია იმისთვის, რომ მზისგან დაცვა ყოველდღიური მოვლის მარტივ, კომფორტულ და ეფექტურ ნაწილად აქციოს.







