ავერსის რეაბილიტაციის ცენტრი - ინოვაციური ტექნოლოგიები თავისუფალი მოძრაობის დასაბრუნებლად
Поделитесь:
[დასპონსორებული კონტენტი]
დღეს რეაბილიტაცია წარმოუდგენელია მაღალტექნოლოგიური სისტემების გარეშე, რომლებმაც მკურნალობის პროცესი უფრო სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტური გახადა. ავერსის რეაბილიტაციის ცენტრი პაციენტებს სწორედ ასეთ სერვისს სთავაზობს.
ბალანსი, კოორდინაცია და კოგნიცია
ICAROS Guardian ინოვაციური მოწყობილობაა, რომელიც სენსორითა და ტრანსმიტერით არის აღჭურვილი და პაციენტის მოძრაობებს ვირტუალურ რეალობაში ასახავს. პაციენტი თამაშობს და ამ პროცესში ასრულებს ფიზიკურ და გონებრივ დავალებებს. ასეთი დატვირთვა:
- უზრუნველყოფს ტვინისა და სხეულის სინქრონულ მუშაობას;
- აძლიერებს ვესტიბულარულ აპარატს, აუმჯობესებს ბალანსსა და წონასწორობას;
- აუმჯობესებს პროპრიოცეფციას (სივრცეში სხეულის მდებარეობის აღქმას);
- აუმჯობესებს ყურადღებასა და კონცენტრაციას;
- ხვეწს მოტორულ კოორდინაციას, ზრდის რეაქციის სისწრაფეს;
- აძლიერებს ზურგისა და მუცლის ღრმა (კორსეტის) კუნთებს.
ძირითადი ჩვენებებია:
1. ნევროლოგია
- ინსულტის შემდგომი პერიოდი;
- ბავშვთა და მოზრდილთა ცერებრული დამბლა;
- პარკინსონის დაავადება და გაფანტული სკლეროზი;
- თავისა და ზურგის ტვინის ტრავმები;
- ატაქსია და კოორდინაციის დარღვევები;
- პოსტურალური (წონასწორობის, ვერტიკალური მდებარეობისა და მყარი პოზის შენარჩუნების) კონტროლის დარღვევები.
2. ორთოპედია და ტრავმატოლოგია
- ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები, ტანდეგობის დარღვევები;
- მსხვილი სახსრების (მუხლი, თეძო) ოპერაციისა და ენდოპროთეზირების შემდგომი პერიოდი;
- სპორტული ტრავმები (ტრავმის შემდგომი აღდგენა);
- ქრონიკული ტკივილის მართვა და კუნთოვანი ატროფიის/სისუსტის კორექცია;
- სხეულის ასიმეტრია და არასტაბილურობა (სიმძიმის ცენტრის არასწორი განთავსება, კოჭლობა, დაცემის შიში).
3. პედიატრია (ბავშვთა რეაბილიტაცია)
- ბავშვთა ცერებრული დამბლა (ბცდ) და მოტორული განვითარების შეფერხება;
- აუტისტური სპექტრი და ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) ― კოორდინაციის გასაუმჯობესებლად;
- სენსომოტორული ინტეგრაციის დარღვევები (როდესაც ტვინს უჭირს სხეულიდან და გარემოდან მიღებული სიგნალების სწორად აღქმა, რაც იწვევს მოუქნელობას ან გარემო სტიმულების მიმართ ზედმეტ მგრძნობელობას).
კლინიკური შედეგები
* მყარი ბალანსი და უსაფრთხოება: სხეულის პოზიციის უკეთესი კონტროლი და დაცემის რისკის შემცირება;
* გამართული სიარული და სწორი პოზა: სხეულის ნაწილების შეთანხმებული მუშაობა, ზურგისა და მუცლის ღრმა კუნთების გაძლიერება;
* ნეიროკოგნიტიური სტიმულაცია: ბიოლოგიური უკუკავშირის (Biofeedback) წყალობით უმჯობესდება სივრცითი აღქმა და კონცენტრაცია, იზრდება რეაქციის სისწრაფე;
* სტრესის მოხსნა: ვირტუალური რეალობა ამცირებს მოძრაობის შიშს და რეაბილიტაციას სასიამოვნო პროცესად აქცევს.
პრესოთერაპია ლიმფური დრენაჟისთვის
პრესოთერაპია ინოვაციური მეთოდია, რომელიც აუმჯობესებს ლიმფურ და ვენურ მიმოქცევას, ამცირებს შეშუპებას და აჩქარებს ქსოვილების აღდგენას. სისტემა Enraf-Nonius კონტროლირებადი კომპრესიის (ჰაერის წნევის) პრინციპით მუშაობს. პაციენტს ფეხებზე, ხელებზე, წელისა და მუცლის არეში არგებენ მრავალკამერიან ანატომიურ მანჟეტებს. აპარატი სხეულის სხვადასხვა ზონაზე სასიამოვნო, რიტმული ტალღისებური წნევით მოქმედებს, რაც უზრუნველყოფს ლიმფის აქტიურ დრენაჟს და ქსოვილთაშორისი შეშუპების შემცირებას.
ძირითადი ჩვენებებია:
1. ლიმფური სისტემის დისფუნქცია (ლიმფედემა)
- სხვადასხვა გენეზის ლიმფოსტაზი;
- პოსტტრავმული და ოპერაციის შემდგომი შეშუპება;
- პოსტონკოლოგიური ლიმფედემა (რემისიის ფაზაში).
2. სისხლის მიმოქცევა
- ქრონიკული ვენური უკმარისობა და ვარიკოზის საწყისი ეტაპი.
3. რეაბილიტაცია და სპორტული მედიცინა
- სპორტული ტრავმები და ხანგრძლივი იმობილიზაციის შემდგომი პერიოდი;
- ინტენსიური დატვირთვის შემდგომ კუნთების რეგენერაციის დაჩქარება (რძემჟავას გამოდევნა).
4. ესთეტიკური მედიცინა და სხეულის მოდელირება
- ცელულიტი;
- ქსოვილებში სითხის შეკავება;
- წონის კლებისა და სხეულის კონტურის მოდელირება.
მკურნალობის კურსი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად, სპეციალისტის კონსულტაციის საფუძველზე ირჩევა.
კლინიკური შედეგები
* შეშუპების შემცირება: ზედმეტი სითხის ფიზიოლოგიური გამოდევნა კიდურებიდან;
* სიმსუბუქის ეფექტი: დაძაბულობისა და დაღლილობის მოხსნა პირველივე სესიის შემდეგ;
* სწრაფი რეგენერაცია: გაუმჯობესებული სისხლის მიმოქცევა აჩქარებს ქსოვილების აღდგენას;
* ესთეტიკური ეფექტი: კანის ელასტიკურობა იმატებს, ცელულიტი მცირდება.







