“ნორევას” განახლებული ფორმულები მგრძნობიარე, მშრალი და პრობლემური კანისთვის - ექსკლუზიური პროექტი “ავერსისგან”

Поделитесь:

[დასპონსორებული კონტენტი]

ჯანმრთელი და გლუვი კანის შესანარჩუნებლად კარგი გენეტიკა არ არის საკმარისი — სწორი მოვლაც აუცილებელია. სწორი მოვლა კი გულისხმობს რუტინას, რომელიც კანის ინდივიდუალურ საჭიროებებს ეხმიანება, ამიტომ თანამედროვე მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს დერმატოლოგიურ ბრენდებს, რომლებიც კანის პრობლემების სამართავად მიზნობრივ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს გვთავაზობენ.

ფრანგული ბრენდის “ნორევას” მრავალფეროვანი ასორტიმენტი სწორედ სხვადასხვა ტიპისა და მდგომარეობის კანის მოთხოვნილებებზეა ორიენტირებული. ახლახან ბრენდმა კომპანია “ავერსთან” ერთად განახორციელა ექსკლუზიური პროექტი, რომლის ფარგლებშიც სამი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტის ფორმულა კიდევ უფრო დაიხვეწა და განახლდა.

რა ცვლილებები შევიდა ფორმულებში, რა სიახლები დაინერგა და როგორ პასუხობს ეს სიახლეები თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს? ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს ექიმი დერმატოვენეროლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ზაზა თელია, რომელიც უშუალოდ მუშაობდა პროდუქციის მოდიფიცირებაზე.

- ბატონო ზაზა, როგორ ჩაერთეთ ამ პროექტში?

- ყოველთვის მინდოდა, მონაწილეობა მიმეღო კანის მოვლის პროდუქტების შექმნაში, ფორმულების დახვეწასა და გაუმჯობესებაში, რათა ჩემი პრაქტიკული დერმატოლოგიური გამოცდილება პროდუქტების ეფექტიანობის გაზრდას მოხმარებოდა.

ჩემი სურვილი და კომპანია “ავერსის” სტრატეგია ერთმანეთს დაემთხვა და როდესაც “ავერსის” არამედიკამენტების სამსახურმა ფრანგულ ბრენდ “ნორევასთან” თანამშრომლობით ექსკლუზიური ფორმულების მოდიფიცირება შემომთავაზა, სიამოვნებით დავთანხმდი.

აქცენტი დაისვა ქართულ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე. პირველ ეტაპზე სამი პროდუქტის შემადგენლობა განახლდა. ესენია გაღიზიანებული კანის კრემი Xerodiane AP+, ინტენსივ კრემი Actipur 3-1 და Actipur BB კრემი მზისგან დამცავი ეფექტითSPF50+. მათ ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა გაიარეს და უკვე სამივე ხელმისაწვდომია კოსმეტიკის ბაზარზე, თუმცა პროექტი გრძელდება და მალე “ნორევას” სხვა მოდიფიცირებულ პროდუქტებსაც შევთავაზებთ მომხმარებელს.

― რა იყო ფორმულების განახლების მთავარი მიზანი და რა ცვლილებები შევიდა პროდუქტების შემადგენლობაში?

― როგორც დერმატოვენეროლოგი, ნებისმიერ პროდუქტს უპირველესად იმით ვაფასებ, რამდენად მიზნობრივად არის შერჩეული ინგრედიენტები, რამდენად ეფექტურად მუშაობს და რამდენად უსაფრთხოა კანისთვის.

კანის მოვლის ინდუსტრია უზარმაზარია და ბაზარზე აურაცხელი რაოდენობის საშუალებაა წარმოდგენილი, თუმცა პროფესიული თვალსაზრისით ზოგიერთი მათგანის შემადგენლობა მეტად მისაღებია, ზოგიერთისა ― ნაკლებად.

მუშაობისას თითოეულ ინგრედიენტს კრიტიკულად მივუდექით. ფორმულებიდან ამოვიღეთ ის ნივთიერებები, რომლებიც, ჩემი პროფესიული ხედვით, კონკრეტული პრობლემის მიმართ ნაკლებეფექტური იყო. ისინი ჩავანაცვლეთ კომპონენტებით, რომელთა ეფექტიანობა მეცნიერულად არის დასტურებული და კონკრეტული საჭიროების დროს უფრო ოპტიმალურ შედეგს უზრუნველყოფს.

― რა უპირატესობა აქვს ამ პროდუქტებს ბაზარზე არსებულ ანალოგებთან შედარებით?

“ნორევას” თითოეული მოდიფიცირებული ფორმულა სრულიად არის ადაპტირებული კანის სპეციფიკურ საჭიროებებთან და უფრო ეფექტურია.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

მკვეთრად მშრალი კანი ხშირად კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევაზე მიუთითებს. ასეთ კანს ახასიათებს ტენის სწრაფი კარგვა, რის გამოც იჭიმება, უხეშდება, მგრძნობიარე ხდება პარფიუმის, ალკოჰოლისა და სხვა პოტენციურად გამაღიზიანებელი ინგრედიენტების მიმართ და ადვილად ღიზიანდება. ხშირია აქერცვლა, ქავილი, წვის შეგრძნება და დისკომფორტი, განსაკუთრებით ― სიცივის, ქარის, მშრალი ჰაერის, მოვლის აგრესიული საშუალებების ზემოქმედებისას. ამიტომ მკვეთრად მშრალ კანს სჭირდება არა ხანმოკლე ზედაპირული დატენიანება, არამედ ღრმა და ხანგრძლივი ჰიდრატაცია, რათა მისი ბარიერული ფუნქცია აღდგეს.

არასწორმა მოვლამ შესაძლოა კანზე გააჩინოს მიკრობზარები, საიდანაც სხეულში იოლად შეაღწევენ ბაქტერიები და ალერგენები, ამან კი მეორეულ ინფექციამდე, ქრონიკულ ანთებამდე და კანის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებამდე მიგვიყვანოს.

Xerodiane AP+ კრემის მოდიფიცირებისას ჩვენი მთავარი მიზანი გახლდათ, პროდუქტი ყოფილიყო მაქსიმალურად ეფექტური და იმავდროულად უსაფრთხოც მკვეთრად მშრალი, გაღიზიანებული და მგრძნობიარე კანისთვის, ამიტომ მის შემადგენლობას დავუმატეთ მაღალი ხარისხის პეტროლეუმი (ვაზელინი). შედეგად კრემმა შეიძინა ძლიერი ოკლუზიური უნარი ― ის კანზე წარმოქმნის დამცავ ფენას, რომელიც ხელს უშლის აორთქლებას და ხანგრძლივად ინარჩუნებს ტენს. გარდა ამისა, Xეროდიანე AP+ აღადგენს კანის ბუნებრივ ბარიერს და ამცირებს ბაქტერიების პროლიფერაციის (გამრავლების) რისკს, ამშვიდებს კანს, რადგან არ შეიცავს პარაბენებს, პარფიუმს და სხვა გამაღიზიანებელ კომპონენტებს.

მართალია, Xerodiane AP+ მკვეთრად მშრალი, მგრძნობიარე, ატოპიური დერმატიტისა და გაღიზიანებისკენ მიდრეკილი კანისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ მისი გამოყენება ნორმალური კანის მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ, თუ რაიმე ფაქტორის გავლენით, მაგალითად, სიცივის, ქარის, არასწორი მოვლის ან ბუნებრივი ბარიერის დაზიანების გამო, კანი გამოშრა და მგრძნობიარე გახდა.

რაც შეეხება  Actipur 3-1 ინტენსივ და Actipur BB SPF50+ კრემს, ეს პროდუქტები უმთავრესად ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის არის განკუთვნილი, თუმცა ფორმულების მოდიფიცირების შემდეგ მათი გამოყენება ნორმალური და მგრძნობიარე კანისთვისაც შეიძლება.

ცხიმიანი და მგრძნობიარე კანის არასწორმა მართვამ შესაძლოა გამოიწვიოს ანთებითიპროცესების გაძლიერება, ფორების დახშობა, გამონაყარის გახშირება, კანის ბარიერის დაზიანება და ანთების შემდგომი ლაქების გაჩენა. ხშირია შემთხვევა, როდესაც ზედმეტად აგრესიული პროდუქტები კანს უფრო მეტად აღიზიანებს, ამიტომ ფორმულების მოდიფიცირებისას ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო, ეს პროდუქტები ნაკლებად გამაღიზიანებელი და მგრძნობიარე კანთან მეტად თავსებადი გაგვეხადა.

ფორმულებიდან სრულიად ამოვიღეთ პარფიუმი (არომატიზატორი) ― ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგენი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კონტაქტური დერმატიტი, სიწითლე და ქავილი, განსაკუთრებით ― პრობლემურ კანზე.

Actipur 3-1 ინტენსივ კრემი ღრმად ატენიანებს კანს, ხელს უწყობს ლაქებისა და შავი წერტილების შემცირებას, ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას, ამცირებს გაღიზიანებას.

Actipur BB SPF50+ კრემს აქვს ტონალური ეფექტი და ნიღბავს დეფექტებს, გარდა ამისა, ატენიანებს, ათანაბრებს, სძენს სიგლუვეს, არეგულირებს ცხიმიანობას, ამცირებს ბაქტერიების პროლიფერაციას. შეიცავს მხოლოდ მინერალურ ფილტრებს, რომლებიც კანისთვის ნაკლებად გამაღიზიანებელია, უზრუნველყოფს მზისგან მაქსიმალურ და უსაფრთხო დაცვას.

Aცტიპურ-ის ხაზის ორივე პროდუქტს მსუბუქი ტექსტურა აქვს, ადვილად ნაწილდება კანზე და არ ტოვებს სიმძიმის შეგრძნებას.

― რა შედეგები აჩვენა ტესტირებამ?

― მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იცოდეს, რომ ნებისმიერი დერმატოლოგიური საშუალება, განსაკუთრებით კი ისეთი ავტორიტეტული ბრენდისა, როგორიც “ნორევაა”, გაყიდვაში ჩაშვებამდე გადის მკაცრ კლინიკურ და ლაბორატორიულ კონტროლს.

ჩვენ მიერ მოდიფიცირებული ფორმულები გაიგზავნა საფრანგეთში, “ნორევას” ცენტრალურ ლაბორატორიაში, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მათი სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის კომპლექსური კვლევა.

დადასტურდა, რომ განახლებული შემადგენლობა სწორედ ისე მოქმედებს კანზე, როგორც ჩავიფიქრეთ, მაქსიმალურად უსაფრთხოა და იძლევა მკაფიო თერაპიულ შედეგს.

რაც მთავარია, დადასტურდა ფორმულების სტაბილურობა. როდესაც ფორმულიდან გარკვეულ ნივთიერებას ვიღებთ ან სხვა კომპონენტით ვანაცვლებთ, შესაძლოა, პროდუქტმა დროთა განმავლობაში შეიცვალოს სტრუქტურა, ფერი, სუნი ან თვისებები. სტაბილურობა ნიშნავს, რომ კრემი ხანგრძლივად შეინარჩუნებს ტექსტურას და თვისებებს. განახლებული ფორმულები სტაბილურია, მაღალეფექტურია და მზად არის გამოსაყენებლად.

― როგორ უნდა ჩავრთოთ ისინი კანის ყოველდღიური მოვლის რუტინაში?

― კანის მოვლისას ყველაზე მნიშვნელოვანი რაციონალური მიდგომაა. დღეს ხშირად ვხვდებით ე.წ. მრავალსაფეხურიან რუტინებს, თუმცა როგორც დერმატოლოგი გეტყვით, რომ ჩვენს კანს არ უყვარს და არც სჭირდება ჭარბი რაოდენობის პროდუქტი. პირიქით, ბევრი სხვადასხვა საშუალების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა ბარიერის დაზიანება, მგრძნობელობის მომატება და სხვადასხვა პრობლემის გამწვავებაც კი გამოიწვიოს.

ეფექტური რუტინისთვის სულ სამი ბაზისური ნაბიჯია საჭირო:

  • გაწმენდა კანის ტიპის მიხედვით შერჩეული დასაბანი საშუალებით;
  • დატენიანება ― ბუნებრივი ბარიერის აღდგენა;
  • მზისგან დაცვა.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი კანის ტიპისა და მისი საჭიროებების სწორად განსაზღვრაა. თუ ადამიანს არ აქვს დადგენილი კანის ტიპი ან უჩივის უკვე გამოხატულ პრობლემას, მაგალითად, აკნეს, ძლიერს იმშრალეს, მომატებულ მგრძნობელობას, ატოპიური დერმატიტისკენ მიდრეკილებას, სასურველია, მოვლის საშუალებები დერმატოლოგის რეკომენდაციით შეირჩეს.

რაც შეეხება “ნორევას” განახლებულ პროდუქტებს, რუტინაში მათი ჩართვა მარტივია:

Xerodiane AP+ კრემის გამოყენება შეიძლება დღეში რამდენჯერმე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, როგორც სახეზე, ისე ტანზე, როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისა და ჩვილებისთვისაც (საფენის ქვეშ). ვინაიდან ფორმულა გაჯერებულია ისეთი ნივთიერებებით, როგორიცაა ვაზელინი, გლიცერინი და მინერალური ზეთები, მას ძლიერი სამკურნალო და პრევენციული ეფექტი აქვს.

* შეგიძლიათ, დღეში რამდენჯერმე გამოიყენოთ Actipur 3-1 ინტენსივ კრემიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამონაყარი ან ცხიმის სიჭარბე გაწუხებთ.

* Actipur BB SPF50+ იდეალურია დილით, რადგან, როგორც ვთქვით, ერთდროულად ატენიანებს კანს, ფარავს ხარვეზებს და გვიცავს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეიძლება ამ პროდუქტების ხანგრძლივი გამოყენება ― ისინი არ იწვევენ შეჩვევას. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მათი კომბინირება მოვლის სხვა საშუალებებთანაც, თუმცა სასურველია, წინასწარ დერმატოლოგთან გაიაროთ კონსულტაცია, რათა პროდუქტები ― ურთიერთთავსებადი, ხოლო მათი შეხამება ეფექტური იყოს.

ჩემი მთავარი რჩევაა, შეარჩიოთ პროდუქტი კანის ტიპის მიხედვით და არ გადატვირთოთ კანი ნივთიერებებით. გახსოვდეთ, ხარისხიანი და მიზანმიმართული მოვლა ყოველთვის უფრო შედეგიანია, ვიდრე ქაოსური რუტინა.

Поделитесь: