ზინაცეფი 750მგ ფლ

ზინაცეფი 750მგ ფლ

12.50 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: II გენერაციის ცეფალოსპორინები
ქვეყანა: ინდოეთი
მწარმოებელი: ACS Dobfar S.p.A.
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ცეფუროქსიმი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 2636
გააზიარე:
ზინაცეფი
ZINACEF


საერთაშორისო დასახელება - cefuroxime
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - J01DA06

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები); მეორე თაობის ცეფალოსპორინები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 750 მგ: ფლ.

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში
1 ფლ.
ცეფუროქსიმი
(ნატრიუმის მარილის სახით). . . 750 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ზინაცეფი წარმოადგენს II თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს პარენტერალური გამოყენებისათვის. ზინაცეფის ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია პრეპარატით მიკროორგანიზმების უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით. იგი მდგრადია უმრავლესი ბეტა-ლაქტამაზების მიმართ.
ზინაცეფი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: Staphylococcus aureus (პენიცილინის მიმართ მდგრადი შტამების ჩათვლით, მეტიცილინის მიმართ რეზისტენტული იშვიათი შტამების გარდა); Staphylococcus epidermidis, Haemophilus influenzae, Klebsiella spp., Enterobacter spp., Streptococcus pyogenes, Escherichia coli, Streptococcus mitis (ჯგუფი viridans ), Clostridium spp., Proteus mirabilis, Proteus rettgeri, Salmonella typhi, S. typhimurium და სხვა სახეობის Salmonella spp., Shigella spp., Neisseria spp., (ბეტა-ლაქტამაზების მაპროდუცირებელი N. gonorrhoeae შტამების ჩათვლით) და Bordetella pertusis. პრეპარატი აგრეთვე აქტიურია Pr. Vulgaris, Pr. morganii შტამების მიმართ. Bacteroides fragilis – ის უმეტესი შტამები პრეპარატისადმი მგრძნობიარენი არ არიან. იგი არაა აქტიური Pseudomonas, Campilobacter, Acinobacter calcoaceticus, და Serratia, Clostridium difficile- ს უმეტესი შტამების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა: ზინაცეფის ინტრამუსკულური ინექციისას ცეფუროქსიმის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 30-45 წთ-ის შემდეგ.
განაწილება: პრეპარატი გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. გამოყოფა: პრეპარატის ნახევრადდაშლის პერიოდი, ინტრამუსკულური და ინტრავენური ინექციის შემდეგ შეადგენს დაახლოებით 70 წთ-ს (ახალშობილებში შესაძლებელია 3-5-ჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი). ცეფუროქსიმი უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით.

ჩვენებები

ზინაცეფი გამოიყენება პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:
- სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ინფიცირებული ბრონქოექტაზია, ბაქტერიული პნევმონია, ფილტვის აბსცესი, გულმკერდის ღრუს ორგანოების ოპერაციის შემდგომი ინფექციები);
- ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი);
- შარდ-სასქესი სისტემის ინფექციები (მათ შორის მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, ცისტიტი, ასიმპტომური ბაქტერიურია, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები);
- რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის ცელულიტი, წითელი ქარი, ჭრილობის ინფექციები);
- ძვალ-სახსროვანი სისტემის ინფექციები (მათ შორის ოსტეომიელიტი, სეპტიური ართრიტი);
- გონორეა (განსაკუთრებით პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს);
- პერიტონიტი; - სეპტიცემია;
- მენინგიტი;
- ზინაცეფი აგრეთვე გამოიყენება პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკისათვის მცირე მენჯისა და მუცლის ღრუს ორგანოებზე, ორთოპედიული, გულის, ფილტვების, საყლაპავის და სისხლძარღვებზე ჩატარებული ოპერაციების დროს.

მიღების წესები და დოზები

მოზრდილებს კუნთებში ან ვენაში შეყვანის დროს პრეპარატი ენიშნებათ 0.75-1.5 გ 3-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ინექციებს შორის ინტერვალის შემცირება 6 სთ-მდე; პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს 3-6 გ-ს.
ბავშვებს ენიშნებათ 30-100 მკგ/კგ 3-4-ჯერ დღეში. უმრავლეს შემთხვევებში ინფექციებისათვის ოპტიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 60 მგ/კგ-ზე.
ახალშობილებს ენიშნებთ 30-100 მგ/კგ 2-3 მიღებაზე დღეში. ახალშობილებში პირველი კვირის განმავლობაში ზინაცეფის ნახევრადდაშლის პერიოდი სისხლის შრატში 3-5-ჯერ მეტია მოზრდილებთან შედარებით.
გონორეის დროს პრეპარატი ინიშნება 1.5 გ დოზით ერთჯერადი ინექციის სახით ან 750 მგ ორივე დუნდულოს მიდამოში ორი ინექციის სახით.
მენინგიტის დროს მოზრდილებს ენიშნებათ 3 გ ვენაში ინექციის სახით ყოველ 8 სთ-ში; 1 წლამდე ასაკის ბავშვებს და შედარებით მოზრდილ ასაკში _ 200-400 მგ/კგ ვენაში 3-4 შეყვანაზე დღეში. ოპტიმალური სამკურნალო ეფექტის მიღწევის შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის დოზის შემცირება 100 მგ/კგ-მდე დღეში. ახალშობილებს პრეპარატი ენიშნებათ ვენაში საწყისი სადღეღამისო დოზით 100 მგ/კგ. ოპტიმალური სამკურნალო ეფექტის მიღწევის შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის ინტრავენური დოზის შემცირება 50 მგ/კგ/დღეში.
აბდომინალური, მენჯის ღრუს და ორთოპედიული ოპერაციების შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი შეჰყავთ ვენაში საშუალოდ 1.5 გ ერთდროულად სანარკოზო საშუალებებთან ერთად. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის დამატებითი დოზების შეყვანა კუნთებში _ 750 მგ ოპერაციის შემდეგ 8 და 16 სთ-ში. გულის, ფილტვების, საყლაპავის და სისხლძარღვების ოპერაციების შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი შეჰყავთ ვენაში საშუალოდ 1.5 გ, სანარკოზო საშუალებებთან ერთად, შემდეგი 24-48 საათის განმავლობაში _ 750 მგ 3-ჯერ დღეში. სახსრის სრული შეცვლის დროს თხევადი მონომერის დამატებამდე შეიძლება ზინაცეფის ფხვნილის შერევა პოლიმერ- მეთილ-მეტაკრილატის ცემენტის თითოეულ პაკეტზე.
თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებს, კრეატინინის კლირენსით 10-20 მლ/წთ-ში, ენიშნებათ 750 მგ პრეპარატის შეყვანა 2-ჯერ დღეში; როდესაც კრეატინინის კლირენსი < 10-20 მლ/წთ-ში ენიშნებათ 750 მგ ერთხელ დღეში. დიალიზზე მყოფ ავადმყოფებს ყოველი პროცედურის შემდეგ დამატებით ეძლევათ კიდევ 750 მგ. მუდმივ პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ ავადმყოფებს ენიშნებათ 750 მგ 2-ჯერ დღეში. პარენტერალური ხსნარის მომზადების წესი:
პრეპარატის 750 მგ-ს ხსნიან 3 მლ სტერილურ საინექციო წყალში და ფრთხილად ანჯღრევენ გამჭვირვალე ნარევის წარმოქმნამდე.
ვენაში შეყვანის წინ პრეპარატს ხსნიან სტერილურ საინექციო წყალში შემდეგი თანაფარდობით: 750 მგ-ს არანაკლებ 6 მლ-ში და 1.5 გ-ს კი _ 15 მლ-ში.
ხანმოკლე ინფუზიის დროს (მაგ. 30 წთ-მდე) პრეპარატის 1.5 გ-ს ხსნიან არანაკლებ 50 მლ საინექციო წყალში.

გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, აღწერილია ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევები.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია.
ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ღვიძლის ტრანსამინაზების შემცველობის ტრანზიტორული მომატება, სისხლის პლაზმაში ბილირუბინის, ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება. ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, ცხელება. იშვიათად _ ანაფილაქსიური შოკი.
ადგილობრივი რეაქციები: ინექციის ადგილას ტკივილი, ვენაში ინექციის დროს _ თრომბოფლებიტი. ზოგიერთ ავადმყოფებში აღინიშნება კუმბსის დადებითი რეაქცია.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა ზინაცეფისა და სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესწავლილი არ არის, ამიტომ მისი დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია რეკომენდებული, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.
იგი ექსკრეგირებს დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ავადმყოფებს პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
ზინაცეფის ფონზე, სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრისათვის რეკომენდებულია გლუკოზოკინაზას ან ჰექსოკინაზას გამოყენება.
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ტუტე პიკრატით კრეატინინის განსაზღვრის ტესტის შედეგზე.

ჭარბი დოზირება

ინფორმაცია ზინაცეფის დოზის გადაჭარბების შესახებ არ მოიპოვება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ზინაცეფის ამინოგლიკოზიდური ჯგუფის ანტიბიოტიკებთან და მეტრონიდაზოლთან ერთდროული გამოყენება შესაძლებელია.
სიფრთხილით ინიშნება ზინაცეფი ფუროსემიდთან კომბინაციაში.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

მწარმოებელი ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (72 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2025-03-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2025-03-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2025-03-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2025-03-01
ავერსი 39
236-21-78
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2025-03-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2025-03-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2025-03-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2025-03-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2025-03-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2025-03-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2025-03-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2025-03-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2025-03-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2025-03-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2025-03-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2025-03-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2025-03-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2025-03-01

რეგიონი (88 აფთიაქი)

ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2025-03-01
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2025-03-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2025-03-01
ზესტაფონი 5
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2025-03-01
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2025-03-01
ზესტაფონი 7
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2025-03-01
სამტრედია 1 (24სთ)
რესპუბლიკის №2
ვადა: 2025-03-01
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2025-03-01
საჩხერე 1 (24სთ)
გომართელის ქ. №3
ვადა: 2025-03-01
საჩხერე 2
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 6 (24სთ)
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 7 (24სთ)
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი N 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 3 (24სთ)
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 4
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 5 (24სთ)
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 6
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 7 (24სთ)
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 10
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 11
ბარათაშვილის №26
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 12
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 14
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2025-03-01
ბათუმი N17
პუშკინის ქ. # 124
ვადა: 2025-03-01
ბათუმი N18
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 20
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2025-03-01
ქობულეთი 1 (24სთ)
აღმაშენებლის №3
ვადა: 2025-03-01
ქობულეთი 2
რუსთაველის №122
ვადა: 2025-03-01