„ავერსის“ სააფთიაქო ქსელის კიდევ ერთი აფთიაქი განახლდა

„ავერსის“ სააფთიაქო ქსელის კიდევ ერთი აფთიაქი განახლდა

  • 2024-03-04

3 მარტს ქუთაისში, მარი ბროსეს 1-ელ ნომერში, „ავერსის“ კიდევ ერთი განახლებული აფთიაქი გაიხსნა.

„ავერსი“ საქართველოს მასშტაბით 335 აფთიაქს აერთიანებს, რომელთა მოდერნიზება-განახლებას კომპანია ეტაპობრივად ახდენს, რომ მომხმარებელს მუდმივად გაუმჯობესებული გარემო, მომსახურება და სიურპრიზები შესთავაზოს.

განახლებული აფთიაქის პრეზენტაცია „ავერსული“ წვეულებით, სადღესასწაულო განწყობით და სასიამოვნო სიახლეებით შედგა. გახსნაზე მოწვეული გახლდნენ ქუთაისის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები. დღის განმავლობაში მისულ თითოეულ მომხმარებელს გადაეცა ბრენდ MESAUDA-ს დეკორატიული კოსმეტიკის  სასაჩუქრე ნაკრებები.

განახლებულ აფთიაქში მომხმარებელს ხვდება ყველაზე დაბალი ფასები, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, სასიამოვნო გარემო და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტთა გუნდი.

„ავერსი“ გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

გააზიარე: