ნიუმიქსინი 5მლ თვ/წვეთ

ნიუმიქსინი 5მლ თვ/წვეთ

26.82 ლარი 18.91 ლარი
ქვეყანა: რუმინეთი
მწარმოებელი: რომფარმა რუმინეთი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დექსამეტაზონი+ნეომიცინი+პოლიმიქსინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 126028
გააზიარე:

ნიუმიქსინი   

სავაჭრო დასახელება:     ნიუმიქსინი  (NEWMYXIN).

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება:

დექსამეტაზონი + ნეომიცინის სულფატი + პოლიმიქსინ B სულფატი.

წამლის ფორმა: თვალის წვეთები, სუსპენზია.

აღწერა: თეთრი, ოდნავ მოყვითალო ფერის, გაუმჭვირვალე სითხე.  

 

შემადგენლობა

1მლ სუსპენზიის შემადგენლობაში შედის:

აქტიური ინგრედიენტები: 1მგ დექსამეტაზონი, 6000სე პოლიმიქსინ B სულფატი, 3500სე ნეომიცინის სულფატი (ბაზა).

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, პოლისორბატი 20, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ჰიპრომელოზა, მარილმჟავა/ნატრიუმის ჰიდროქსიდი, დისტილირებული წყალი.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ოფთალმოლოგიური საშუალებები; ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ანტიბაქტერიული საშუალებები კომბინაციაში, კორტიკოსტეროიდები და ანტიბაქტერიული საშუალებები კომბინაციაში.

 

ათქ კოდი: S01CA01.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიური თვისებები

მოქმედების მექანიზმი

ნიუმიქსინის თვალის წვეთებს, სუსპენზიას, გააჩნია ორმაგი მოქმედება: კორტიკოსტეროიდული კომპონენტი დექსამეტაზონი აქტიურად თრგუნავს   ანთებით პროცესებს, ხოლო ორი ანტიბიოტიკი, პოლიმიქსინი B და ნეომიცინი, უზრუნველყოფს ანტიბაქტერიულ  მოქმედებას.

დექსამეტაზონი არის სინთეზური გლუკოკორტიკოიდული საშუალება, რომელსაც აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პოლიმიქსინი B არის ციკლური გლიპოპეპტიდი, რომელიც აღწევს გრამუარყოფითი ბაქტერიების უჯრედის კედელში და ახდენს ციტოპლაზმური მემბრანის დესტაბილიზაციას.  ზოგადად, იგი ნაკლებად ეფექტურია გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ. ნეომიცინი ამინოგლიკოზიდური ჯგუფის ანტიბიოტიკია, რომელიც აინჰიბირებს ცილების სინთეზს რიბოსომების დონეზე.

რეზისტენტობის  მექანიზმი

მიკროორგანიზმების რეზისტენტობა იშვიათად ვითარდება პოლიმიქსინ B-ს მიმართ, რაც  ქრომოსომული მუტაციის შედეგია. პლაზმური მემბრანის ფოსფოლიპიდების ცვლილება, როგორც ჩანს, გარკვეულ როლს თამაშობს.

ნეომიცინის მიმართ რეზისტენტობის განვითარების მექანიზმი შეიძლება იყოს: 1) ბაქტერიულ უჯრედში ცვლილებები რიბოსომების დონეზე; 2) ნეომიცინის უჯრედში ტრანსპორტირების შეფერხება;   3) ფოსფორილირებაში,  ადენილაციის, აცეტილირების პროცესებში მონაწილე ფერმენტების ინაქტივაცია. ინაქტივირებული ფერმენტების წარმოების შესახებ გენეტიკური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს ბაქტერიულ ქრომოსომას ან პლაზმიდებს.

 

საკონტროლო წერტილები

ნიუმიქსინის თვალის წვეთების, სუსპენზიის თითოეული გრამი შეიცავს 6000სე პოლიმიქსინ B სულფატს და 3500სე ნეომიცინის სულფატს.  საკონტროლო წერტილები და in vitro სპექტრი, როგორც ქვემოთ ნაჩვენებია, ემყარება პოლიმიქსინის B-ის ან ნეომიცინის ორმაგ მოქმედებას. მითითებული საკონტროლო წერტილები ემყარება თვალის ინფექციების სპეციფიკური ტიპების მიმართ შეძენილ რეზისტენტობას და ნიუმიქსინის თვალის წვეთებში, სუსპენზიაში, საერთაშორისო ერთეულებში მოცემულ პოლიმიქსინის B-სა და ნეომიცინის თანაფარდობას:

საკონტროლო წერტილები:> 5: 2.5-> 40:20, ბაქტერიული სახეობების მიხედვით.

 

მგრძნობელობა

ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია  ნიუმიქსინის თვალის წვეთებში, სუსპენზიაში, შემავალი პოლიმიქსინის B-ის, ან ნეომიცინის მიმართ მიკროორგანიზმების მგრძნობელობის შესახებ.

შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება  შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით და დროის თვალსაზრისით ცალკეული სახეობებისათვის, ამიტომ, სასურველია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის მოპოვება, განსაკუთრებით, მძიმე ინფექციების მკურნალობის დროს. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია ექსპერტის კონსულტაცია, როდესაც, რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელების გათვალისწინებით, საეჭვოა  ნიუმიქსინის თვალის წვეთებში, სუსპენზიაში, შემავალი პოლიმიქსინი B-ს,  ან ნეომიცინის კომბინაციის გამოყენება გარკვეული ტიპის ინფექციების დროს.

მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები

Bacillus cereus

Bacillus megaterium

Bacillus pumilus

Bacillus simplex

Corynebacterium accolens

Corynebacterium bovis

Corynebacterium macginleyi

Corynebacterium propinquum

Corynebacterium pseudodiphtheriticum

Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე - MSSA)

Staphylococcus capitis

Staphylococcus epidermidis (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე -MSSE)

Staphylococcus pasteuri

Staphylococcus warneri

Streptococcus mutans

 

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები

Haemophilus influenzae

Klebsiella pneumoniae

Moraxella catarrhalis

Moraxella lacunata

Pseudomonas aeruginosa

Serratia species

სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება პრობლემა იყოს

Staphylococcus epidermidis (მეტიცილინის მიმართ რეზისტენტული - MRSE)

Staphylococcus hominis

Staphylococcus lugdunensis

თანდაყოლილი რეზისტენტული მიკროორგანიზმები

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები

Enterococci faecalis

Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული - MRSA)

Streptococcus mitis

Streptococcus pneumoniae

ანაერობული ბაქტერიები

Propionibacterium acnes

 

დექსამეტაზონი ზომიერად ძლიერი კორტიკოსტეროიდია, რომელიც კარგად აღწევს თვალის ქსოვილში. კორტიკოსტეროიდებს გააჩნია  ანთების საწინააღმდეგო  და ვაზოკონსტრიქციული მოქმედება. მათი მოქმედებით ითრგუნება ანთებითი რეაქციები და სიმპტომები სხვადასხვა დარღვევების დროს, თუმცა, აღნიშნული დაავადებების სრული განკურნება ვერ ხდება.

 

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

დექსამეტაზონი, სხვა კორტიკოსტეროიდების მსგავსად,  პერორალური მიღებისას სწრაფად შეიწოვება და მისი ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 190 წუთს. კანზე და თვალში ადგილობრივი გამოყენების შემდეგ საერთო ეფექტის მისაღებად იგი საკმაოდ კარგად შეიწოვება. დექსამეტაზონი მნიშვნელოვანი რაოდენობით აღწევს თვალში, რაც ხელს უწყობს მის ეფექტურობას თვალის წინა სეგმენტის ანთებითი დაავადების დროს.

პოლიმიქსინ B სულფატი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან  ინტაქტური კანიდან არ შეიწოვება. მიუხედავად იმისა, რომ რქოვანას ინტაქტური ეპითელიუმი ხელს უშლის რქოვანას სტრომაში პოლიმიქსინის შეღწევას, ეპითელური დაზიანების შემდეგ თერაპიული კონცენტრაციები მაინც ხვდება სტრომაში. სტრომაში შეღწევადობის კარგი ხარისხი მიიღწევა ადგილობრივი ინსტილაციის, სუბკონიუქტივური ინექციის, ან თვალის აბაზანის შემდეგ ეპითელიუმის აბრაზიის შედეგად. პრეპარატის პარენტერალური, ან ადგილობრივი შეყვანის შემდეგ, მინისებრ სხეულში პოლიმიქსინ B-ის შეღწევა მნიშვნელოვანი რაოდენობით არ აღინიშნება.

ნეომიცინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ცუდად შეიწოვება, ხოლო ტოპიკური გამოყენების შემდეგ არასაკმარისი რაოდენობა შეიწოვება ზოგადი ეფექტის მისაღებად. გავრცელებული ინფორმაციით, აბსორბცია ხდება ჭრილობებიდან და ანთებადი კანიდან. შეწოვის შემდეგ ნეომიცინი აქტიური ფორმით სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით.

 

ჩვენებები

ნიუმიქსინის თვალის წვეთები,  სუსპენზია,  გამოიყენება თვალის სტეროიდებზე მგრძნობიარე ანთებითი დაავადებების მოკლევადიანი მკურნალობისთვის, როცა იმავდროულად ნაჩვენებია პროფილაქტიკური ანტიბაქტერიული  თერაპია (სოკოვანი და ვირუსული დაავადებების არსებობის გამორიცხვის შემდეგ).

 

დოზირება და მიღების წესი

ბავშვები და მოზარდები (ხანდაზმულების ჩათვლით)

1 ან 2 წვეთი თითოეულ დაზიანებულ თვალში, დღეში 6-ჯერ, ან საჭიროების შემთხვევაში, უფრო ხშირად.

ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები

ნიუმიქსინის თვალის წვეთების,  სუსპენზიის,  გამოყენება აღნიშნულ ჯგუფში  შესწავლილი არ არის. ამასთან, მოცემული პროდუქტის ტოპიკური გამოყენების შემდეგ აქტიური ნივთიერებების დაბალი სისტემური შეწოვის გამო დოზის კორექცია საჭირო არ არის.

 მიღების წესი

მხოლოდ ოკულარული გამოყენებისთვის. განკუთვნილი არ არის პერორალური, ან ინექციის სახით გამოყენებისთვის.

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი.

თავსახურის მოხსნის შემდეგ, თუ დამცავი რგოლი მოშვებულია, მოხსენით პროდუქტის გამოყენებამდე.

სუსპენზიის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, საწვეთურის წვერი არ უნდა შეეხოს ქუთუთოებს, თვალის მიდამოებს,  ან სხვა ზედაპირებს.

ჩაწვეთების შემდეგ რეკომენდებულია ნაზოლაკრიმალური ოკლუზია, ან ქუთუთოს ფრთხილად დახურვა. ამით შეიძლება შემცირდეს თვალში ჩაწვეთებული სამკურნალო საშუალების სისტემური აბსორბცია  და სისტემური გვერდითი რეაქციები.

 

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა აქტიური კომპონენტის,  ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • მარტივი ჰერპესის ვირუსი;
  • ჩუტყვავილა და  რქოვანას ან კონიუნქტივის სხვა ვირუსული ინფექცია;
  • თვალის სტრუქტურების სოკოვანი დაავადებები, ან თვალის არანამკურნალევი პარაზიტული ინფექციები;
  • თვალის  მიკობაქტერიული ინფექციები.

 

გვერდითი მოვლენები

გვერდითი რეაქციების ცხრილი

გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია წარმოქმნის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად  (≥ 1/10),ხშირად  (≥1/100 - <1/10), არც თუ ისე ხშირად (≥1/1,000 - <1/100), იშვიათად (≥1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათად (<1/10, 000) ან უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით). თითოეულ სიხშირის ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის ხარისხის კლებადობის მიხედვით. გვერდითი  რეაქციები გამოვლინდა დექსამეტაზონის 1 მგ/მლ/ნეომიცინის სულფატის 3500 სე /მლ/პოლიმიქსინ B სულფატის 6000 სე/მლ თვალის წვეთების, სუსპენზიის და თვალის მალამოს კლინიკური კვლევებისა და პოსტ-მარკეტინგული გამოყენების დროს.

ორგანოთა სისტემები

MedDRA (v.18.0)

იმუნური სისტემის დარღვევები

უცნობი სიხშირის: მომატებული მგრძნობელობა (სისტემური ან ოკულარული)

ენდოკრინული სისტემის დარღვევები

უცნობი სიხშირის: კუშინგის სინდრომი, ადრენალური სუპრესია

ნერვული სისტემის დარღვევები 

უცნობი სიხშირის: თავის ტკივილი

თვალის დარღვევები

არც თუ ისე ხშირად: კერატიტი, თვალშიდა წნევის მომატება, თვალის ქავილი, ოკულარული დისკომფორტი, თვალის გაღიზიანება.

უცნობი სიხშირის: წყლულოვანი კერატიტი, რქოვანას გათხელება, მხედველობის დაბინდვა, ფოტოფობია, მიდრიაზი, ქუთუთოს პტოზი, თვალის ტკივილი, თვალის შეშუპება, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, თვალის ჰიპერემია, გაძლიერებული ცრემლდენა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

უცნობი სიხშირის: სტივენს-ჯონსონის სინდრომი

 

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

სტეროიდული კომპონენტის გამო, რქოვანას, ან სკლერას გათხელების გამომწვევი დაავადებების დროს პერფორაციის რისკი უფრო მაღალია, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში (იხილეთ სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები).

სტეროიდების ადგილობრივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და მხედველობის არის დეფექტები, აგრეთვე უკანა სუბკაპსულარული კატარაქტა (იხილეთ სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები).

ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა ადგილობრივი ამინოგლიკოზიდების მიმართ (იხილეთ სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები). ფართო გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სისტემური გვერდითი მოვლენები.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ 

სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სპეციალისტებმა უნდა გააკეთონ შეტყობინება ეროვნული სისტემის მეშვეობით.

 

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები

როგორც სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატების შემთხვევაში, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატისადმი არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების, მათ შორის სოკოების, ჭარბი ზრდა. სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მოხსნა და ადეკვატური თერაპიის დანიშვნა.  

ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს მგრძნობელობა ადგილობრივად გამოყენებული ამინოგლიკოზიდების მიმართ. შეიძლება სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართაც გამოვლინდეს ჯვარედინი მგრძნობელობა. ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები შეიძლება იყოს ადგილობრივი და გენერალიზებული, როგორიცაა კანის შეწითლება, ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ანაფილაქსია, ანაფილაქსოიდური რეაქციები,  ან ბულეზური რეაქციები. ჰიპერმგრძნობელობის  ამგვარი  სერიოზული რეაქციების ნიშნების  განვითარების შემთხვევაში, აღნიშნული პროდუქტის გამოყენება უნდა შეწყდეს.

პაციენტებმა, რომლებიც ღებულობენ ნეომიცინის სულფატის შემცველ ოფთალმოლოგიურ პრეპარატებს, აუცილებლად უნდა გაიარონ სამედიცინო კონსულტაცია  თვალის ტკივილის, სიწითლის, შეშუპების ან გაღიზიანების გაუარესების,  ან გახანგრძლივების შემთხვევაში.

სერიოზული გვერდითი რეაქციები, მათ შორის ნეიროტოქსიკურობა, ოტოტოქსიკურობა და ნეფროტოქსიკურობა, განვითარდა ნეომიცინის სისტემურად ან ადგილობრივად ღია ჭრილობებზე,  ან დაზიანებულ კანზე გამოყენების შემთხვევებში. აგრეთვე, ნეფროტოქსიკური და ნეიროტოქსიკური რეაქციები განვითარდა პოლიმიქსინის B-ს სისტემურად გამოყენების დროს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი  რეაქციები არ გამოვლენილა აღნიშნული პროდუქტის ტოპიკურად თვალში გამოყენების შემდეგ, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ამინოგლიკოზიდთან ან პოლიმიქსინის B-სთან  ერთად სისტემური თერაპის დროს.

ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ოკულარული ჰიპერტენზია და/ან გლაუკომა მხედველობის ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და მხედველობის არის დეფექტები, აგრეთვე უკანა სუბკაპსულარული  კატარაქტა.

პაციენტებში, რომლებსაც  ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდული თერაპია უტარდებათ, აუცილებელია თვალის წნევის რეგულარული და ხშირი მონიტორინგი. აღნიშნული მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედიატრიულ პაციენტებში, რადგან კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული ოკულარული ჰიპერტენზიის განვითარების რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს ბავშვებში.

კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული ინტრაოკულარული წნევის და/ან კატარაქტის განვითარების რისკი მაღალია  წინასწარგანწყობილ პაციენტებში (მაგ., დიაბეტი).

ოფთალმოლოგიური მიზნით დექსამეტაზონის სისტემურ შეწოვასთან დაკავშირებით კუშინგის სინდრომი და/ან ადრენალური სუპრესია შეიძლება განვითარდეს ინტენსიური, ან ხანგრძლივი უწყვეტი თერაპიის შედეგად წინასწარ განწყობილ პაციენტებში, მათ შორის ბავშვებსა და იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ CYP3A4-ის ინჰიბიტორებს (მაგ: რიტონავირი და კობიცისტატი). აღნიშნულ შემთხვევებში მკურნალობა უნდა შეწყდეს თანდათან.

იმ დაავადებების შემთხვევაში, რომლებიც იწვევენ რქოვანას, ან სკლერას გათხელებას, ცნობილია, რომ ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას პერფორაციები მიმდინარეობს.

კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შესაძლოა დაქვეითდეს ორგანიზმის რეზისტენტობა და ხელი შეეწყოს ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი, ან პარაზიტული ინფექციების განვითარებას, ასევე შეინიღბოს ინფექციის კლინიკური ნიშნები და აღიკვეთოს ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ნეომიცინის თვალის წვეთების, სუსპენზიის მიმართ. რქოვანა გარსის ქრონიკული წყლულის  მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ,  ან ღებულობენ აღნიშნულ მედიკამენტებს, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სოკოვანი ინფექციის არსებობის ალბათობა. სოკოვანი ინფექციის დადასტურების შემთხვევაში უნდა შეწყდეს კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა.

მარტივი ჰერპესის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით აუციელებელია ნაპრალოვანი ნათურით რეგულარული გამოკვლევა.

ადგილობრივი გამოყენების ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდებით შეიძლება შენელდეს რქოვანის ჭრილობების შეხორცება. ასევე, ცნობილია, რომ  ადგილობრივი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ანელებენ, ან აფერხებენ შეხორცებას. ადგილობრივი გამოყენების  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებისა და ტოპიკური სტეროიდების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს მკურნალობის დროს პრობლემების განვითარების რისკი.

მხედველობის დარღვევა

კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს მხედველობის დარღვევები. მხედველობის დაბინდვის, ან მხედველობის სხვა სახის დარღვევების განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა გაიაროს სამედიცინო კონსულტაცია, შესაძლო მიზეზების დასადგენად, რაც შესაძლებელია მოიცავდეს კატარაქტას, გლაუკომას, ან იშვიათ დაავადებებს, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (CSCR), რომლებიც გამოვლინდა კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.

პრეპარატით ინფექციის მკურნალობის დროს რეკომენდებული არ არის კონტაქტური ლინზების ტარება.

ნიუმიქსინის თვალის წვეთები, სუსპენზია, შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულება. იმ შემთხევვაში, თუ პაციენტი ატარებს კონტაქტურ ლინზებს, ნიუმიქსინის თვალის წვეთების, სუსპენზიის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა მოიხსნას კონტაქტური ლინზები და ჩაისვას ინსტილაციიდან არა ნაკლებ 15 წუთის შემდეგ.

 

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ფერტილობა

მამაკაცის, ან ქალის ფერტილობაზე პრეპარატის ზემოქმედების შესახებ  მონაცემები არ არსებობს. ქალების, ან მამაკაცების ფერტილობაზე დექსამეტაზონის ზემოქმედების შეფასება ძნელია შეზღუდული კლინიკური მონაცემების გათვალისწინებით. დექსამეტაზონმა არ აჩვენა უარყოფითი გავლენა ფერტილობაზე ვირთხებში (ქორიონული გონადოტროპინი).

ორსულობა

აღნიშნული პრეპარატის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ამინოგლიკოზიდური  ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნეომიცინი, პლაცენტაში აღწევს  ვენაში შეყვანის შემდეგ. არაკლინიკური და კლინიკური მონაცემები მიუთითებს, რომ  ამინოგლიკოზიდების სისტემური ზემოქმედება იწვევს ოტოტოქსიკურობას და ნეფროტოქსიკურობას. ნეომიცინის დაბალი დოზით გამოყენება არ იწვევს ოტოტოქსიკურობას, ან ნეფროტოქსიკურობას. ორსულობის დროს კორტიკოიდების ხანგრძლივად, ან განმეორებითი გამოყენება ზრდის საშვილოსნოსშიდა ზრდა-განვითარების შეფერხების რისკს.  ჩვილი ბავშვები, რომელთა დედები ორსულობის დროს კორტიკოსტეროიდების მნიშვნელოვან დოზას იღებენ, უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ჰიპოადრენალიზმის სიმპტომების დროულად გამოვლენის თვალსაზრისით.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა რეპროდუქციული ტოქსიკურობა ნიუმიქსინის თვალის წვეთების, სუსპენზიის, გამოყენებისას.

ორსულობის პერიოდში ნიუმიქსინის თვალის წვეთების, სუსპენზიის, გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ლაქტაცია

ცნობილი არ არის გამოიყოფა თუ არა ოფთალმოლოგიური მიზნით ადგილობრივი გამოყენების დექსამეტაზონი, ნეომიცინი, ან პოლიმიქსინი B დედის რძეში. ვინაიდან შესაძლებელია სისტემური კორტიკოსტეროიდების და ამინოგლიკოზიდების გადასვლა რძეში, ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვისთვის რისკი არ უნდა გამოირიცხოს.

ნიუმიქსინის თვალის წვეთებით, სუსპენზიით, მკურნალობის მოხსნის, ან ბუნებრივი კვების შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტის დროს, საჭიროა, ბავშვისთვის ბუნებრივი კვებით და დედისთვის თერაპიით მიღებული სარგებლის თანაფარდობის გათვალისწინება.

 

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე

ნიუმიქსინის თვალის წვეთები, სუსპენზია, არ მოქმედებს,  ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე. ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე შესაძლებელია იმოქმედოს მხედველობის დროებითმა დაქვეითებამ, ან მხედველობის სხვა დარღვევამ. თუ ინსტილაციის შემდეგ განვითარდა მხედველობის დაბინდვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა შესაძლებელია  მხოლოდ მხედველობის აღდგენის შემდეგ.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ  კვლევები არ ჩატარებულა.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებისა და სტეროიდების ადგილობრივად ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გაზარდოს რქოვანას შეხორცებითი პროცესების გართულების რისკი.

CYP3A4 ინჰიბიტორებით (რიტონავირის და კობიცისტატის ჩათვლით) შესაძლებელია შემცირდეს დექსამეტაზონის კლირენსი, რაც იწვევს მისი ეფექტის გაძლიერებას და ადრენალურ სუპრესიას/კუშინგის სინდრომს. საჭიროა მსგავსი კომბინაციის თავიდან არიდება, იმ შემთხვევების გარდა, როცა სარგებელი აღემატება სისტემური კორტიკოსტეროიდების ეფექტების მომატებულ რისკს, ასეთ შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მონიტორინგი კორტიკოსტეროიდული ეფექტების დროულად გამოვლენის მიმართულებით.

ამინოგლიკოზიდის (ნეომიცინი) და სხვა პოტენციურად ნეიროტოქსიკური, ოტოტოქსიკური, ან ნეფროტოქსიკური პრეპარატების  (სისტემური, პერორალური, ან ადგილობრივი გამოყენების) მედიკამენტების ერთდროულად გამოყენებისას მოსალოდნელია ტოქსიკური ეფექტების ურთიერთგაძლიერება, რაც შეძლებისდაგვარად თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ერთზე მეტი ადგილობრივი ოფთალმოლოგიური სამედიცინო პროდუქტის დანიშვნის შემთხვევაში, მათი გამოყენება უნდა მოხდეს სულ მცირე 5 წუთიანი ინტერვალებით. თვალის მალამოები გამოიყენება ბოლოს.

 

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ნიუმიქსინის თვალის წვეთების, სუსპენზიის, ჭარბი დოზირების  ნიშნები და სიმპტომები ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი რეაქციების მსგავსად (კერატიტი, ერითემა, გაძლიერებული ცრემლდენა, შეშუპება და ქუთუთოების ქავილი).

აღნიშნული ადგილობრივი გამოყენების პრეპარატის მახასიათებლების გათვალისწინებით, ადგილობრივად ჭარბი დოზის გამოყენებისას, ან ერთი ფლაკონის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვისას ტოქსიკური ეფექტები მოსალოდნელი არ არის.

ნიუმიქსინის თვალის წვეთების, სუსპენზიის,  ჭარბი დოზირებისას, საჭიროა თვალების ამობანა თბილი გამდინარე წყლით.  

 

ნარჩენების განკარგვა

გამოუყენებელი პროდუქტის, ან ნარჩენების განკარგვა უნდა მოხდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.

 

შენახვის  პირობები და ვარგისიანობის ვადა

გაუხსნელი:  24 თვე.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 28 დღის განმავლობაში.

შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში არაუმეტეს 25 °C ტემპერატურის პირობებში.

ფლაკონის გახსნის შემდეგ  შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.

არ გაყინოთ.

 

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

შეფუთვა

5 მლ სუსპენზია პოლიეთილენის ფლაკონში საწვეთურით და თეთრი ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით.

მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 5მლ სუსპენზია ფლაკონი#1.

 

მწარმოებელი

S.C. ROMPHARM COMPANY S.R.L.

რუმინეთი, 075100, ილფოვის ოლქი, ოტოპენი, ეროილორის ქ.#1ა.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს „ნექსტრა გრუპი“

საქართველო, თბილისი, 0154,  იროდიონ ევდოშვილის ქ. #18.

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (144 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2024-10-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2025-04-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2025-04-01
ავერსი 23
236-57-55
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2024-10-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2025-04-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2025-04-01
ავერსი 39
236-21-78
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2025-04-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2025-04-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2025-04-01
ავერსი 65
236-34-51
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2025-04-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2025-04-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2024-10-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2025-04-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2025-04-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2024-10-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2025-04-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2025-04-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2025-04-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2025-04-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2025-04-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2025-04-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2025-04-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2025-04-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2025-04-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2024-10-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2025-04-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2025-04-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2025-04-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2025-04-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2025-04-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2025-04-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2024-10-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2025-04-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2025-04-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2025-04-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2025-04-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2025-04-01
ავერსი 8
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2025-04-01
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2025-04-01
ავერსი 16
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2025-04-01
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2025-04-01
ავერსი 60
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2024-10-01
ავერსი 74
მეველეს ქ. №3
ვადა: 2025-04-01
ავერსი 98
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2025-04-01
ავერსი 115
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2025-04-01
ავერსი 116
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2025-04-01
ავერსი 146
თეოფანე დავითაიას N13
ვადა: 2024-10-01
ავერსი 156
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2025-04-01
ავერსი 190
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2025-04-01
ავერსი 191
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2025-04-01
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2025-04-01
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2024-10-01
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის N3
ვადა: 2024-10-01
ავერსი 206
ზურაბ პატარიძის N3
ვადა: 2025-04-01
ავერსი 209
ნავთლუღის ქუჩა N6/2
ვადა: 2025-04-01
ავერსი 12
ლუბლიანას ქ. №13გ
ვადა: 2025-04-01
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ. №143
ვადა: 2025-04-01
ავერსი 45
ა.წერეთლის გამზ. №110
ვადა: 2025-04-01
ავერსი 57
დიღმის მასივი, II კვარ. კორ.6 ბ.
ვადა: 2025-04-01
ავერსი 70
დიღმის მასივი, V კვარ. კორპ..3 ა.
ვადა: 2025-04-01
ავერსი 102
ა. წერეთლის გამზ. №55
ვადა: 2025-04-01
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ. №1 (მ. დიდუბის მიმდებარედ)
ვადა: 2025-04-01
ავერსი 136
ლუბლიანას ქ. №31
ვადა: 2024-10-01
ავერსი 141
ჩაჩავას ქ. #5. სს "კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
ვადა: 2025-04-01
ავერსი 145
ლუბლიანას #5, რკინიგზის საავადმყოფო.
ვადა: 2025-04-01
ავერსი 169
დიღმის მასივი, კვარტალი III, კორპუსი 1ბ
ვადა: 2025-04-01
ავერსი 188
ქ.თბილისი, წყალტუბოს ქ.#12-14
ვადა: 2025-04-01
ავერსი 25 (24სთ)
ც.დადიანის ქ. №321
ვადა: 2025-04-01
ავერსი 29
ზღვისუბანი, მე-10 კვარტალი, 28-ე კორპუსის მიმდებარედ.
ვადა: 2025-04-01
ავერსი 40
გუდამაყრის ქ. №4 (კლინიკური საავადმყ. მიმდ), ნაკვ.05/001
ვადა: 2025-04-01
ავერსი 50
ც.დადიანის ქ. №2
ვადა: 2025-04-01
ავერსი 51 (24სთ)
264-13-02
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2025-04-01
ავერსი 58
ც.დადიანის ქ. №34
ვადა: 2025-04-01
ავერსი 88 (24სთ)
ზღვისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-5 კვარტალი, ნაკვ. 10/024
ვადა: 2025-04-01
ავერსი 93
ც. დადიანის ქ. №261
ვადა: 2025-04-01
ავერსი 103
გურამიშვილის გამზ. მ. ღრმაღელის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2025-04-01
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
ვადა: 2025-04-01
ავერსი 138
ც. დადიანის II მკრ. II კორპუსი
ვადა: 2025-04-01
ავერსი 161
ხუდადოვის ქ. №95ა
ვადა: 2025-04-01
ავერსი 183
დადიანის ქ. № 71
ვადა: 2025-04-01
ავერსი 185
ჭყონდიდელის #101
ვადა: 2025-04-01
ავერსი 186
გურამიშვილის #31
ვადა: 2025-04-01
ავერსი 9
ომარ ხიზანიშვილის ქ. 20
ვადა: 2025-04-01
ავერსი 14
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2025-04-01
ავერსი 44
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2025-04-01
ავერსი 66 (24სთ)
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2025-04-01
ავერსი 87
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2025-04-01
ავერსი 90
გლდანი, V მკრ
ვადა: 2025-04-01
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2025-04-01
ავერსი 133
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2025-04-01
ავერსი 143 (24სთ)
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2025-04-01
ავერსი 147
ომარ ხიზანიშვილის ქ. 7
ვადა: 2025-04-01
ავერსი 162
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2025-04-01
ავერსი 171
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2025-04-01
ავერსი 174
ვეკუას ქ. №55 (ყოფილი ხიზანიშვილის ქ.)
ვადა: 2025-04-01
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2025-04-01

რეგიონი (185 აფთიაქი)

ახმეტა
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2025-04-01
ახმეტა 2
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2025-04-01
გურჯაანი 1 (24სთ)
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2025-04-01
გურჯაანი 2
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2025-04-01
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2025-04-01
კაჭრეთი
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2025-04-01
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2025-04-01
თელავი 2
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2025-04-01
თელავი 3 (24სთ)
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2025-04-01
თელავი 4
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2025-04-01
თელავი 5
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2025-04-01
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ ყარაჯალა
ვადა: 2025-04-01
იორმუღანლო
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2025-04-01
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2025-04-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2025-04-01
საგარეჯო 1
აღმაშენებლის №14
ვადა: 2025-04-01
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2025-04-01
სიღნაღი (24სთ)
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2025-04-01
ყვარელი (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2024-10-01
ყვარელი 3
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2025-04-01
ახალსოფელი
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2025-04-01
ყვარელი 4
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2024-10-01
წნორი (24სთ)
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2025-04-01
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
ვადა: 2025-04-01
ბოლნისი 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №117
ვადა: 2025-04-01
ბოლნისი 2
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2025-04-01
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2025-04-01
დმანისი
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2025-04-01
გამარჯვება 1
გარდაბნის რ–ნი გამარჯვება
ვადა: 2025-04-01
წალკა 1
ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. N2
ვადა: 2025-04-01
თეთრიწყარო 1
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2024-10-01
კრწანისი
სოფ. კრწანისი, მე-6 ქუჩის III, ჩიხი #2
ვადა: 2024-10-01
მარნეული 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2025-04-01
მარნეული 2 (24სთ)
26 მაისის ქ.
ვადა: 2025-04-01
მარნეული 3
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2025-04-01
მარნეული 4
მარნეული, შ. რუსთაველის ქ. N78
ვადა: 2025-04-01
სადახლო
მარნეული სოფ სადახლო
ვადა: 2025-04-01
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ. №10
ვადა: 2025-04-01
რუსთავი 2 (24სთ)
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2025-04-01
რუსთავი 3 (24სთ)
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2025-04-01
რუსთავი 4
ქ.რუსთავი მე-19 მკრ. კორპ N11
ვადა: 2025-04-01
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2025-04-01
რუსთავი 7
ქ. რუსთავი პავლე თოდრიას ქN5
ვადა: 2025-04-01
მარტყოფი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი
ვადა: 2024-10-01
რუსთავი 8
ქ.რუსთავი მეგობრობის გამზირი N18
ვადა: 2025-04-01
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ. N4
ვადა: 2025-04-01
ბაღდათი (24სთ)
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2025-04-01
ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2025-04-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2025-04-01
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2025-04-01
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2024-10-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2025-04-01
ზესტაფონი 5
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2025-04-01
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2024-10-01
ზესტაფონი 7
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2024-10-01
თერჯოლა (24სთ)
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2024-10-01
თერჯოლა-2
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2025-04-01
სამტრედია 1 (24სთ)
რესპუბლიკის №2
ვადა: 2025-04-01
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2025-04-01
საჩხერე 1 (24სთ)
გომართელის ქ. №3
ვადა: 2025-04-01
საჩხერე 2
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2025-04-01
საჩხერე 3
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2025-04-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2024-10-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 6 (24სთ)
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 7 (24სთ)
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2024-10-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 20 (24სთ)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი N 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2025-04-01
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2025-04-01
წყალტუბო (24სთ)
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2025-04-01
წყალტუბო 2
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2025-04-01
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2025-04-01
ჭიათურა 2 (24სთ)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2025-04-01
ჭიათურა 3
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2025-04-01
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2025-04-01
ხონი
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2025-04-01
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
ვადა: 2025-04-01
ხულო
ხულოს რაიონი, მ. აბაშიძის ქუჩა N18
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 3 (24სთ)
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2024-10-01
ბათუმი 4
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2024-10-01
ბათუმი 5 (24სთ)
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 6
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 7 (24სთ)
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 10
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 11
ბარათაშვილის №26
ვადა: 2024-10-01
ბათუმი 12
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 14
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 15
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2024-10-01
ბათუმი 16 (24სთ)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2024-10-01
ბათუმი N17
პუშკინის ქ. # 124
ვადა: 2025-04-01
ბათუმი N18
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 20
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2024-10-01
ბათუმი 22
ბათუმი, ჰ.აბაშიძის N64 (ხოზრევანიძის კლინიკასთან)
ვადა: 2025-04-01
ქობულეთი 1 (24სთ)
აღმაშენებლის №3
ვადა: 2025-04-01
ქობულეთი 2
რუსთაველის №122
ვადა: 2025-04-01
აბაშა (24სთ)
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2025-04-01
ბანძა
მარტვილის რ-ნი, სოფ. ბანძა
ვადა: 2025-04-01
ზუგდიდი 1
კიტიას ქ. №7
ვადა: 2025-04-01
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2025-04-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2025-04-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2025-04-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2025-04-01
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2025-04-01
ზუგდიდი 7 (24სთ)
ზუგდიდი კ.გამსახურდიას 219
ვადა: 2025-04-01
მარტვილი 1 (24სთ)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2025-04-01
მარტვილი 2
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2024-10-01
მარტვილი 3
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2024-10-01
მესტია
სეტის მოედანი №12
ვადა: 2024-10-01
სენაკი 2 (24სთ)
რუსთაველის №110
ვადა: 2025-04-01
სენაკი 3
ჭავჭავაძის №87
ვადა: 2025-04-01
სენაკი 4
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2025-04-01
ფოთი 1 (24სთ)
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2025-04-01
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2025-04-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2024-10-01
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2025-04-01
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2024-10-01
წალენჯიხა 2
სალიას ქუჩა
ვადა: 2025-04-01
ხობი
შარტავას ქ. №3
ვადა: 2025-04-01
ჯვარი
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2024-10-01