ატენორიკი 125მგ #20ტ GMP
გააზიარე:
ატენორიკი
(ATENOLOL, CHLORTALIDONE)
გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა
|ატენორიკის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებების – ატენოლოლის 100 მგ-სა და ქლორტალიდონის 25 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული ჰიპოტენზიური საშუალება, რომლის ხანგრძლივი მოქმედება დამყარებულია შემადგენელი კომპონენტების ეფექტურობაზე. ატენოლოლი – კარდიოსელექციური ბეტა-1-ადრენობლოკატორი. ახასითებს ანტიანგინალური, ჰიპოტენზიური და ანტიარითმიული მოქმედება. ამცირებს სინუსური კვანძის ავტომატიზმს, ატრიო-ვენტრიკულურ გამტარობას, მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადზე მოთხოვნილებას, მიოკარდიუმის აგზნებადობას, აიშვიათებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს. არტერიული წნევის დაქვეითება განპირობებულია ზემოაღნიშნული მექანიზმებითა და რენინის სეკრეციის დათრგუნვით. არ ახასიათებს სიმპატომიმეტური და მემბრანოსტაბილიზატორული აქტივობა. ქლორტალიდონი - ხანგრძლივი მოქმედების ზომიერად გამოხატული ეფექტის დიურეზული საშუალება. ნეფრონის დისტალურ მილაკებში არღვევს ნატრიუმის, ქლორის იონების და ექვივალენტური რაოდენობით წყლის რეაბსორბციას, ზრდის ორგანიზმიდან კალიუმის და მაგნიუმის იონების, ბიკარბო-ნატების გამოდევნას, აფერხებს შარდმჟავასა და კალციუმის იონების გამოდევნას, ამცირებს სისხლძარღვის კედელში ნატრიუმის იონების შემცველობას, რაც ამცირებს მის მგრძნობელობას სისხლძარღვების შემავიწროებელი ფაქტორების მიმართ. პლაზმაში ატენოლოლის Cmax მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ. ნივთიერების 90% ორგანიზმიდან გამოიდევნება თირკმლების საშუალებით 48 საათის განმავლობაში. T1/2 შეადგენს 6-10 საათს. პლაზმაში ქლორტალიდონის ჩმახ მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 17-30 საათის შემდეგ. T1/2-ს განაპირობებს მიღებული დოზა და 50 მგ-დან 200 მგ-ის დიაპაზონში შეადგენს 40 სთ-ს. ელიმინაცია ძირითადად ხდება თირკმლების საშუალებით და ნაწილობრივ ნაღვლის გზით.
ჩვენება
- არტერიული ჰიპერტენზია;
- დაძაბვის სტენოკარდია (ხანგრძლივი მკურნალობისთვის).
უკუჩვენება
გულის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა, ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა II, III ხ., ბრადიკარდია, ლაბილური მიმდინარეობის ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (I ტიპის), სინოაურიკულური ბლოკადა, ბრონქული ასთმა, ჰიპოკალიემია, ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ბავშვთა ასაკი, პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობა დედისათვის, უნდა აჭარბებდეს მისი ნაყოფზე უარყოფითი გავლენის რისკს. ლაქტაციის პერიოდში უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების აკრძალვის საკითხი. პრეპარატი დიდი სიფრთხილით ინიშნება თირკმლისა და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, რეინოს სინდრომის და პერიფერიული არტერიების სხვა მაობლიტირებელი დაავადებების არსებობის დროს. კონტაქტური ლინზების მომხმარებელმა პაციენტებმა პრეპარატი სიფრთხილით უნდა მიიღონ, ვინაიდან იგი ამცირებს საცრემლე ჯირკვლების სეკრეციის უნარს. არტერიული წნევის მკვეთრი მომატების თავიდან აცილების მიზნით, ფეოქრომოციტომით დაავადებულებში ატენორიკი ინიშნება მხოლოდ ალფა-ადრენობლოკატორებით მკურნალობის შემდეგ. ატენორიკი არ გამოიყენება სტენოკარდიული შეტევების კუპირებისათვის. “მოხსნის სინდრომის” თავიდან აცილების მიზნით ატენორიკით ხანგრძლივი მკურნალობის შეწყვეტა ხდება თანდათანობით. არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების თავიდან აცილების მიზნით, ატენორიკით მკურნალობის ფონზე დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება.
დოზის გადაჭარბებისას: სიმპტომები – ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, გულის მწვავე უკმარისობა, ბრონქოსპაზმი. ინსულინის ან ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ატენორიკთან კომბინაციაში გამოყენებისას ძლიერდება მათი მოქმედება. ერთდროულად ატენორიკისა და ეთანოლის, ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ბარბიტურატების, დიურეტიკების, ფენოტიაზინის, ასევე პერიფერიული ვაზოდილატატორების გამოყენებისას მოსალოდნელია არტერიული წნევის მკვეთრი ან მნიშვნელოვანი დაქვეითება. ატენორიკი (ზოგადად ბეტა-ბლოკატორები) არ ინიშნება ვერაპამილთან ერთად და თითოეული მათგანის მიღება დასაშვებია მხოლოდ მეორე პრეპარატის მოხსნიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
დოზირება და მიღების წესები
არტერიული ჰიპერტენზიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 1/2 ტაბლეტს დღეში ერთხელ, არაეფექტურობისას – 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. დოზის შემდგომი გაზრდა უმრავლეს შემთხვევაში აღარ იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას. პაციენტის გადაყვანა სხვა ჰიპოტენზიური საშუალებებიდან უშუალოდ ატენორიკზე შესაძლებელია, გარდა კლონიდინისა. თირკმლების გამომყოფი ფუნქციის დარღვევის მქონე ასაკოვან პაციენტებში ატენორიკის დოზა უნდა შეირჩეს კრეატინინის კლირენსის (კკ) გათვალისწინებით. კკ 15-35 მლ/წთ _ 1/2 ტაბ/დღეში ან 1 ტაბლეტი დღეგამოშვებით. კკ ნაკლები 15 მლ/წმ _ 1/2 ტაბლეტი დღეგამოშვებით. პრეპარატი ინიშნება დღეში ერთხელ ჭამის წინ მცირეოდენ სითხესთან ერთად, სასურველია დილით. გვერდითი მოვლენები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, AV გამტარობის დარღვევა, კიდურების გაციების შეგრძნება, ერთეულ შემთხვევაში გულის მწვავე უკმარისობის სიმპტომები. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, შეკრულობა, დიარეა, პირის სიმშრალე. სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – ბრონქოსპაზმი. ენდოკრინული სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში - ჰიპოგლიკემიური მდგომარეობანი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში. სასქესო სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში - პოტენციის დაქვეითება. ალერგიული რეაქციები: ერითემა, ქავილი. ზოგჯერ: ოფლიანობა, საერთო სისუსტე, საცრემლე ჯირკვლის სეკრეციის დაქვეითება. ვარგისიანობა და შენახვის პირობები პრეპარატის
ვარგისიანობის ვადაა
3 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
შეფუთვაში 20 ტაბლეტი. დანიშნულება ექიმის რეცეპტის მიხედვით!
მწარმოებელი ფირმა: შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)
თბილისი (144 აფთიაქი)
236-57-55
236-21-78
236-34-51
264-13-02
რეგიონი (186 აფთიაქი)
(+995 349) 22-28-83
0322 506506 (3456)
33-71
(+995 353) 22-21-62
2-506-506 (3373)
0322506506 (3386)
2-506-506 (3480)
(+995 350) 27-34-93
(+995 350) 27-00-47
2-506-506 (3204)
2-506-506 (3205)
0322506506 (3208)
2-506-506 (3458)
(+995 354) 22-11-21
(+995 354) 22-39-00
(+995 351) 24-34-78
2-506-506 (3392)
577 006 790
(+995 352) 22-14-53
0322 900 800 (3243)
0322 506 506(3247)
0322506506 (3244)
(+995 355) 24-39-03
2-506-506 (3485)
0322506506 (3489)
0322 506056 (3454)
2-506-506 (3209)
0322 900 800 (3486)
2-506-506 (3487)
2-506-506 (3488)
2-506-506 (3801)
0322 506 506(3511)
2-506-506 (3516)
(+995 372) 22-34-36
(+995 360) 22 23 15
2-506-506 (3519)
2-506-506(3524)
2-506-506 (3481)
2-506-506 (3207)
5049
0322 506 506(3502)
(+995 357) 22-24-05
(0322)506-506 (3504)
(+995 341) 22-12-03
(+995 341) 24-16-90
(+995 341) 22-03-64
577 00 67 38
2-506-506 (3256)
0322 506 506 (3257)
(3393)
(3258)
3259
(+995 370) 27-96-47
(+995 370) 27-96-46
(+995 370) 27-99-65
(+995 370) 27-09-33
0322 506 506 (3225)
2 506-506 (3226)
(+995 371) 22-46-66
(+995 371) 22-24-55
(+995 369) 23-16-94
0322506506 (3231)
(+995 368) 24-61-92
2-506-506 (3362)
2-506-506 (3468)
(+995 362) 22-37-00
(+995 362) 22-28-30
2-30-86-13
(+995 365) 22-13-32
(+995 365) 22-12-02
2-506-506 (3463)
2-506-506 (3465)
(+995 322) 36-84-37
(+995 367) 22-33-31
2-506-506 (3342)
(+995 361) 22–00–51
(+995 434) 22-24-82
2-506-506 (3455)
(+995 492) 25-16-28
(+995 492) 25-71-70
(+995 492) 25-28-61
(+995 492) 24-22-39
2-506-506 (3215)
2-506-506 (3216)
0322 506 506 (3217)
(+995 491) 22-15-90
0322506506 (3469)
(+995 411) 22-12-85
(+995 411) 22-10-26
(+995 435) 22-23-73
(+995 435) 22-50-15
(+995 497) 22-20-41
(+995 431) 24-80-69
0322 506 506(3702)
(+995 431) 24-31-77
(+995 431) 27-29-48
(+995 431) 26-47-06
(+995 431) 27-12-88
577006757
(+995 431) 27-09-91
(+995 431) 26-22-01
(+995 431) 27-47-91
(+995 431) 23-44-84
(+995 431) 25-04-03
(+995 431) 26-45-87
(+995 431) 25-08-07
0322 506 506 (3715)
(+995 431) 22-16-22
(+995 431) 24-24-92
(+995 431) 25-21-41
0322 506 506(3719)
2-506-506 (3720)
(+995 431) 24-15-62
577 38-60-52
2-506-506 (3723)
2-506-506 (3724)
0322506506 (3725)
0322506506 (3726)
0322506506 (3276)
(+995 436) 22-24-61
0322506506 (3269)
(+995 479) 25-52-02
0322506506 (3262)
(+995 479) 25-42-20
(+995 479) 25–28–51
(+995 495) 22-14-34
(+995 494) 22-30-34
0322506506 (3278)
(+995 496) 27-52-42
2-506-506 (3422)
(+995 496) 27-68-67
2506506 (3520)
(+995 419) 22-22-97
2-506-506 (3427)
0322506506 (3441)
(+995 422) 22-20-36
(+995 422) 22-29-37
(+995 422) 24-08-05
(+995 422) 24-80-28
2-506-506 (3406)
(+995 422) 22-62-44
(+995 422) 25-59-99
2-506-506 (3409)
577 00 67 14 (3410)
2-506-506 (3411)
(+995 422) 22–36–22
(+995 422) 22–61–13
577 420-562
2-506-506 (3415)
2-506-506 (3416)
2-506-506 (3417)
2-506-506 (3418)
0322 506506 (3420)
0322506506 (3444)
(3445)
(+995 426) 26-72-28
2-506-506 (3442)
(+995 412) 29-11-19
2-506-506 (3467)
2-506-506 (33-01)
(+995 415) 22-10-25
(+995 415) 22-24-66
(+995 415) 22-23-77
214-73-82
2-506-506 (3306)
2506506 (3307)
2-506-506 (3311)
2-506-506 (3312)
0322 506-506 (3313)
2-506-506 (3206)
(+995 413) 27-65-32
(+995 413) 27-74-22
(+995 413) 27-87-23
(+995 493) 22-81-17
(+995 493) 27-55-38
(+995 417) 22-01-05
2-506-506 (3356)
2-506-506 (3521)
2-506-506 (3522)
(+995 414) 22-21-64
2-506-506 (3359)