პრომაკულა ლუთეინი#60ტ

პრომაკულა ლუთეინი#60ტ

109.27 ლარი
ქვეყანა: ავსტრია
მწარმოებელი: ლენუს ფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლუთეინი+ზეაქსანტინი+ვიტ.ც+თუთია+სპილენძი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 94017
გააზიარე:

 

პრომაკულა® ლუთეინი

 

ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის (AMD) კვებითი მართვა

 

AREDS2 კვლევით დადასტურებული შემადგენლობა 10 მგ ლუთეინით

 

თქვენმა ექიმმა გირჩიათ პროდუქტი პრომაკულა®-ს სერიიდან. პრომაკულა® ლუთეინის რეგულარულმა მიღებამ ორგანიზმში შეიძლება შეანელოს AMD-ის (ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია) პროგრესირება.

 

პრომაკულა® ლუთეინი ადაპტირებულია სპეციალურ კვებით მოთხოვნებზე სპეციფიური გამოყენებით  და დაბალანსებული დოზირებით შეიცავს საჭირო საკვებ მიკროლემენტებს ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის მქონე პირებისთვის.

 

AMD არის ასაკთან დაკავშირებული ცვლილება მხედველობის ცენტრში და მის ირგვლივ ან „მაკულაზე“. მაკულა (ყვითელი ლაქა) არის სამედიცინო ტერმინი და მოიცავს ბადურას შუა ნაწილს, სადაც მხედველობა არის ყველაზე მახვილი. AMD გამოწვეულია სენსორულ უჯრედებში ცვეთის ნიშნებით, რომლის რეგენერაციას მეტად არ აქვს ადგილი. დასაწყისში პირი ხედავს სწორ ხაზებს ან ასოებს შემღვერეული ან  დამახინჯებული სახით, მაგრამ ასოების დაკარგვა ან გამოსახულების სრულად ამოგდება აგრეთვე წარმოადგენს AMD-ის ნიშნებს. დროთა განმავლობაში უფრო რთული ხდება დეტალების ამოცნობა და თვალი მეტად არ არის ფოკუსირებული გამოსახულების ცენტრში.

 

AMD ვითარდება 50 წლის ზემოთ ასაკში. მომატებული სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გამო უფრო მეტ ადამიანში ვითარდება ეს დაავადება. მხოლოდ ავსტრიაში 200,000-ზე მეტ ქალსა და მამაკაცს აწუხებს ასაკით გამოწვეული სიბრმავე, უხეშად ეს არის 3,000-4,000 ახალი შემთხვევა წელიწადში. რისკ-ფაქტორები მოიცავს მახასიათებლებს, რომლებზეც გავლენის მოხდენა შეუძლებელია, როგორიცაა: ასაკი, თეთრი კანი და თვალის ფერი და გენეტიკური განწყობა, ისევე როგორც თავიდან არიდებადი ფაქტორები, რომლებიც გამოწვეულია პაციენტების ცხოვრების გარკვეული გარემოებებით, რაც ეხმარება AMD-ის განვითარებასა და გაუარესებას. თავიდან არიდებადი რისკ-ფაქტორები მოიცავს თამბაქოს მოხმარებას, ულტრაიისფერი სხივის ზემოქმედებას და საკვები მიკროელემენტების ნაკლებობას ორგანიზმში.

 

ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია ვითარდება „მშრალი“ და „სველი“ ფორმით. „მშრალი“AMD გხვდება შემთხვევათა დაახლოებით 80%-ში და დიაგნოზის დასმა ხდება ყვითელი ნარჩენით (დრუზები), რომელიც ფორმირდება ბადურას ძირში.  საკვები მიკროელემენტების მიღების გარდა ასაკობრივი თვალის დაავადების (ARED) და ARED2 კვლევის შედეგებისმიხედვით, არ არსებობს სხვა ცნობილი დადასტურებული ეფექტური საშუალებები   „მშრალი“AMD-თვის.

 

ფართო-მასშტაბიან ARED კვლევაში (AREDS) ჩატარებული ამერიკის თვალის ეროვნული  ინსტიტუტის (NIH) მიერ, რომელშიც 3,600 AMD-ის მქონე მამაკაცმა და ქალმა ასაკით 55 და 80 წელი მონაწილეობა მიიღო საშუალო პერიოდის-6.3 წლის მანძილზე, დადასტურდა, რომ ანტიოქსიდანტი C და E ვიტამინების   სპეციალურ კომბინაციას ბეტა-კაროტინთან და მიკროელემენტებთან თუთიასთან და სპილენძთან ერთად შეუძლია ჰქონდეს დადებითი ეფექტი AMD-ის პროგრესირებაზე.  აღმოჩნდა რომ საკვები მიკროელემენტების სპეციფიური კომბინაციის მოხვედრამ AMD-ის მქონე პაციენტების ორგანიზმში შეამცირა მძიმე „სველი“  AMD-ის განვითარების რისკი მომავალში 25%-ით. მხედველობის დაკარგვის რისკი პაციენტებისთვის (მხედველობის სიმახვილის დაკარგვა) აგრეთვე შემცირდა 19%-ით. 

 

დამატებით, US-NIH's AREDS2 მეთვალყურეობის კვლევის უახლესი შედეგებმა, რომელიც მსგავსია პაციენტების შერჩევისა და რაოდენობის მხრივ, ისევე როგორც ტესტირების ხანგრძლივობის თვალსაზრისით, აჩვენა, რომ ბეტა-კაროტინის ჩანაცვლებას ლუთეინისა და ზეაქსანტინის მსგავსი დოზით შეუძლია შეამციროს მძიმე „სველი“  AMD-ის რისკი მომავალში დამატებით 18%-ით.

 

პრომაკულა® ლუთეინი წარმოადგენს 6 საკვები მიკროელემენტის სპეციფიურად შედგენილ, კვლევით შემოწმებულ კომბინაციას,  რომლის შემადგენლობა ეფუძნება ARED2 კვლევის დოზირებას.

 

პრომაკულა® ლუთეინი ძირითადად მორგებულია პაციენტებზე, რომელთაც აქვთ მშრალი AMD ან რომელთაც  უკვე გამოუვლინდათ მშრალი AMD-ის ნიშნები.

 

პრომაკულა® ლუთეინის შემადგენლობა

ინგრედიენტები

დღეში (2 კაფსულა)

დღიური დოზა  ARED2 კვლევის დროს

ვიტამინი C

500 მგ

500 მგ

ვიტამინი E

400 I.U.*/268  მგ

400 I.U.*

თუთია

80  მგ

80  მგ

სპილენძი

2  მგ

2  მგ

ლუთეინი

10  მგ

10  მგ

ზეაქსანტინი

2  მგ

2  მგ

*I.U. = საერთაშორისო ერთეული

 

 

 ინფორმაცია პრომაკულა® ლუთეინზე როგორც საკვებ პროდუქტზე

 

პრომაკულა® ლუთეინი არის საკვები სპეიცალური სამედიცინო მიზნებისთვის და განსაზღვრულია ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის (AMD) კვებითი მართვისთვის.  

პრომაკულა® ლუთეინის სპეციფიური შემადგენლობა მორგებულია განსაკუთრებულ კვებით მოთხოვნებზე სპეციალური გამოყენებით და ბალანსირებული დოზირება უზრუნველყოფს საკვები მიკროელემენტების გაზრდის მოთხოვნას ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის მქონე პირებისთვის.

პრომაკულა® ლუთეინის რეგულარული მიღებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს AMD-ის პროგრესირებადი მძიმე ფორმის რისკი  (ARED2 კვლევა).

 

გამოყენების მიმართულებები

მიიღეთ ორჯერ დღეში თითო კაფსულა საკვებთან ერთად ან მის შემდეგ და მიაყოლეთ წყალი.

კითხვების შემთხვევაში, როგორიცაა მიღების ოპტიმალური ხანგრძლივობა, გთხოვთ, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

 

მნიშვნელოვანი შეტყობინება

გამოიყენება სამედიცინო პირის ზედამხედველობის ქვეშ.

გთხოვთ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს პირველი გამოყენების წინ ან როდესაც იცვლით გამოყენების რეკომენდებულ მიმართულებას.

თუთიის ოდენობამ, რომელიც მიეწოდება პრომაკულა® ლუთეინით, შეიძლება გამოიწვიოს  სპილენძის უკმარისობა ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში. ამის საწინააღმდეგოდ, პრომაკულა® ლუთეინი შეიცავს 2მგ სპილენძს.

თუთიის შემცველი სხვა პრეპარატების ან საკვები დანამატების დამატებითი გამოყენება უნდა შეთანხმდეს თქვენს ექიმთან.

 

არ არის სრული საკვები, არ წარმოადგენს კვების ერთდაერთ წყაროს.

შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე და დაიცავით შუქისგან.

 

რბილი კაფსულები

სპეციალური წარმოებითი პროცესის გამო, რბილი კაფსულები გაცილებით უფრო პატარაა ნორმალურ კაფსულებთან შედარებით და აგრეთვე უფრო იოლია მათი გადაყლაპვა გლუვი და უფრო რბილი ზედაპირის გამო. დამატებით, კაფსულის უნაკერო ჰერმეტულობა უზრუნველყოფს შემცველი მიკროელემენტების სპეციალურ დაცვას, რაც ემსახურება ოპტიმალურ სამიზნე მიწოდებას და აბსორბციას ორგანიზმში. 

 

შეფუთვის ზომები

პრომაკულა® ლუთეინი ხელმისაწვდომია შეფუთვის სახით, რომელიც შეიცავს 60 რბილ კაფსულას (ერთი თვის დოზა)და 180 რბილ კაფსულას (სამი თვის დოზა).

 

გარანტირებული ხარისხიანი წარმოება (GMP)

 

 

იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში უზრუნველყოფს:

შპს ელელგრუპი

მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. N7, სართული 2

T: +995 032 223 81 07

   +995 591 900 347

   +995 599 17 85 25

www.llgroup.ge

www.promacula.at                        

 

წარმოებულია:

Lenus Pharma GesmbH-თვის

ვენა/ავსტრია

მზადდება გერმანიაში

 

 

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით