ბელაცეფი 1გ #1ფლ
გააზიარე:
ბელაცეფი
შემადგელობა
ერთი ფლაკონი შეიცავს
აქტიური ნივთიერება - ნატრიუმის ცეფტრიაქსონი 1,193 (1,000 ცეფტრიაქსონის ექვივალნეტური)
აღწერა:
თეთრი ფერის ან ყვითელი შეფერილობის თეთრი ფერის ფხვნილი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის. სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული პრეპარატები. მესამე თაობის ცეფალოსპორინები. ცეფტრიაქსონი.
ათქ კოდი J01D D04
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკას გააჩნია არახაზოვანი ხასიათი. ყველა ძირითადი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრი, დაფუძნებული პრეპარატის საერთო კონცენტრაციებზე, ნახევრად გამოყოფის პერიოდის გარდა, დამოკიდებულია დოზაზე.
მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 1 გ პრეპარატის ერთჯერადი ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ შეადგენს 81 მგ/ლ და მიიღწევა შეყვანიდან 2-3 საათის ფარგლებში. ფართობი “კონცენტრაცია პლაზმაში - დრო” მრუდის ქვეშ ინტრავენური და ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ ერთნაირია. ეს ნიშნავს, რომ ცეფტრიაქსონის ბიოშეღწევადობა ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ შეადგენს 100%-ს. ცეფტრიაქსონის განაწილების მოცულობა შეადგენს 7-12 ლ-ს.
ცეფტრიაქსონი შექცევადად უკავშირდება ალბუმინს. შეკავშირება პლაზმის ცილებთან შეადგენს დაახლოებით 95% პლაზმაში 100 მგ/ლ-ზე ნაკლები კონცენტრაციის დროს. შეკავშირება გაჯერებადია და მცირდება კონცენტრაციის ზრდასთან (85%-მდე პლაზმაში 300 მგ/ლ კონცენტრაციის დროს). ქსოვილოვან სითხეში ალბუმინის უფრო დაბალი კონცენტრაციის წყალობით, თავისუფალი ცეფტრიაქსონის წილი მასში უფრი მაღალია, ვიდრე სისხლის პლაზმაში.
ცეფტრიაქსონი არ ექვემდებარება სისტემურ მეტაბოლიზმს; მაგრამ გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად ნაწლავურ ფლორაში.
1-2 გ დოზით შეყვანის შემდეგ ცეფტრიაქსონი კარგად აღწევს ქსოვილებში და ორგანიზმის სითხეებში.
24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მისი კონცენტრაციები ბევრად აღემატება მინიმალურ დამთრგუნველ კონცენტრაციებს ინფექციების უმეტესი გამომწვევისთვის უმეტეს ქსოვილებსა და სითხეებში (ფილტვებში, გულში, სანაღვლე გზებში, ღვიძლში, ნუშურა ჯირკვლებში, შუა ყურში, ცხვირის ლორწოვან გარსში, ძვლებში, ასევე თავზურგტვინის, პლევრალურ და სინოვიალურ სითხეებში და წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტში).
ინტრავენური შეყვანის შემდეგ ცეფტრიაქსონი კარგად აღწევს თავზურგტვინის სითხეში, სადაც ბაქტერიციდული კონცენტრაციები მგრძნობიარე მიკრპოორგანიზმების მიმართ ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის პიკი თავზურგტვინის სითხეში მიიღწევა დაახლოებით 4-6 საათის შემდეგ ინტრავენური შეყვანიდან. ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია თავზურგტვინის სითხეში პაციენტებში ბაქტერიული მენინგიტით შეაგდენს პლაზმური დონეების 25%-ს (2%-იან დონესთან შედარებით პაციენტებში არაანთებითი ტვინის გარსით).
ცეფტრიქსონი აღწევს ანთებით ტვინის გარსებში ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში. ცეფტრიაქსონის ინტრავენური შეყვანიდან დოზით 50-100 მგ/კგ სხეულის მასაზე (ახალშობილებსა და ჩვილებში შესაბამისად) 24 საათის შემდეგ ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია თავზურგტვინის სითხეში აღემატება 1,4 მგ/ლ. მაქსიმალური კონცენტრაცია თავზურგტვინის სითხეში მიიღწევა დაახლოებით 4 საათის შემდეგ ინტრავენური შეყვანიდან და შეადგენს საშუალოდ 18 მგ/ლ. ბაქტერიული მენინგიტის დროს ცეფტრიაქსონის საშულო კონცენტრაცია ცერებროვასკულარულ სითხეში შეადგენს პლაზმაში კონცენტრაციის 17%-ს, ასეპტიკური მენინგიტის დროს – 4%-ს. მენინგიტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფებში დოზის 50 მგ/კგ სხეულის მასაზე შეყვანიდან 2-24 საათის შემდეგ ცერებროსპინალურ სითხეებში მიიღწევა ცეფტრიაქსონის კონცენტრაციები, რომლებიც ბევრჯერ აღემატება მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციებს მენინგიტის ყველაზე გავრცელებული გამომწვევებისთვის.
ცეფტრიაქსონი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში და მცირე კონცენტრაციებით ხვდება დედის რძეში.
ცეფტრიაქსონის საერთო პლაზმური კლირენსი (შეკავშირებულის და შეუკავშირებელის) შეადგენს 10-22 მლ/წთ. თირკმლისმიერი კლირენსი შეაგდენს 5-12 მლ/წთ. ცეფტრიაქსონის 50-60% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით, ძირითადად გორგლოანი ფილტრაციის გზით, 40-50% კი გამოიყოფა უცვლელი სახით ნაღველით. ცეფტრიაქსონის ნახევრად გამოყოფის პერიოდი მოზრდილებში შეადგენს დაახლოებით 8 საათს. ავადმყოფებში თირკმელების ან ღვიძლის დისფუნქციით, პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებითაც კი, ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკა იცვლება უმნიშვნელოდ, რამდენადმე მომატებული (ორჯერზე ნაკლებად) ნახევრად გამოყოფის პერიოდით. ნახევრად გამოყოფის შედარებით უმნიშვნელო ზრდა თირკმლის უკმარისობის დროს აიხსნება მისი კომპენსატორული ზრდით თირკმლისმიერი კლირენსის გამო. ეს ასევე დაკავშირებულია ცეფტრიაქსონის პლაზმური თავისუფალი ფრაქციის ზრდასთან, რაც ხელს უწყობს პრეპარატის საერთი კლირენსის პარადოქსულ ზრდას, განაწილების მოცულობის ზრდის პარარელურად.
75 წელზე უფროსი ასაკის ხანდაზმულ პაციენტებში ნახევრად გამოყოფის პერიოდი საშუალოდ 2-3 ჯერ მეტია, ვიდრე ახალგაზრდა ასაკის მოზრდილებში.
ცეფტრიაქსონის ნახევრად გამოყოფის პერიოდი გაზრდილია ახალშობილებში. დაბადებიდან 14 დღემდე ასაკამდე, თავისუფალი ცეფტრიაქსონის დონეები შეიძლება დამატებით გაიზარდოს ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა გორგლოვანი ფილტრაციის დავქითება და ცილებთან შეკავშირების დარღვევა. ბავშვებში ნახევრად დაშლის პერიოდი ნაკლებია, ვიდრე ახალშობილებსა და მოზრდილ პაციენტებში. ახალშობილებში, ჩვილებსა და ბავშვებში ცეფტრიაქსობის პლაზმური კლირენსი და განაწილების მოცულობა უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.
ფარმაკოდინამიკა
ცეფტრიაქსონი თრგუნავს ბაქტერიული უჯრედული კედლის სინთეზს პენიცილინ-შემაკავშირებელ ცილებთან შეკავშირების შემდეგ. შედეგად წყდება უჯრედის კედლის ბიოსინთეზი (პეპტიდოგლიკანის), რაც იწვევს ბაქტერიული უჯრედის განადგურებას და სიკვდილს.
ცეფტრიაქსონს ინ ვიტრო გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, გააჩნია მაღალი მდგრადობა უმეტესი β-ლაქტამაზების (როგორც პენიცილინაზების, ასევე ცეფალოსპორინაზების) მიმართ, რომელთა გამომუშავება ხდება გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიებით.
ბაქტერიების მდგრადობა ცეფტრიაქსონის მიმართ შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მექანიზთან:
• ბეტა-ლაქტამაზების ჰიდროლიზი, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზების, კარბაპენემაზის და AmpC C ფერმენტების გაფართოვებული სპექტრის დროს, რომლებიც შეიძლება ინდუცირებულნი იქნან ან იყვნენ მუდმივად აქტივირებული ზოგიერთ აერობულ გრამუარყოფით ბაქტერიებში
• პენიცილი-შემაკავშირებელი ცილების აფინურობის შემცირება ცეფტრიაქსონისადმი
• გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების გარე მემბრანის შეუღწევადობა.
ცეფტრიაქსონი ჩვეულებრივ აქტიურია ქვემოთ ჩამოთლილი შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ
გრამდადებითი აერობები
Streptococcus pyogenes (Group A), Streptococcus agalactiae (Group B), Streptococcus pneumoniae, Viridans Group Streptococci, Staphylococci coagulase-negative (methicillin-susceptible)£, Staphylococcus aureus (methicillin-susceptible).£
გრამუარყოფითი აერობები
Borrelia burgdorferi, Haemophilus influenza, Haemophilus parainfluenzae, Moraxella catarrhalis, Neisseria gonorrhea, Neisseria meningitides, Proteus mirabilis.
გამომწვევების სახეობები, რომლებშიც შესაძლებელია შეძენილი რეზისტენტობის განვითარება
გრამდადებითი აერობები
Staphylococcus epidermidis+, Staphylococcus haemolyticus+, Staphylococcus hominis.+
გრამუარყოფითი აერობები
Citrobacter freundii, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae, Morganella morganii, Proteus vulgaris, Serratia marcescens, Escherichia coli% ,Klebsiella pneumoniae% ,Klebsiella oxytoca.%
ანაერობები
Bacteroides spp., Fusobacterium spp., Peptostreptococcus spp.
მდგრადი მიკროორგანიზმები
გრამდადებითი აერობები
Enterococcus spp., Listeria monocytogenes
გრამუარყოფითი აერობები
Acinetobacter baumannii, Pseudomonas aeruginosa, Stenotrophomonas maltophilia
ანაერობები
Clostridium difficile
სხვა
Chlamydia spp., Chlamydophila spp., Mycoplasma spp., Legionella spp., Ureaplasma urealyticum
შენიშვნა:
£ მეთიცილინისადმი ყველა მდგრადი სტაფილოკოკი მდგრადია ცეფტრიაქსონის მიმართაც
+ მდგრადობის სიხშირე შეადგენს >50%
ყოველთვის მდგრადი შტამების %, რომლებიც ახდენენ ბეტა-ლაქტამაზას პროდუცირებას
გამოყენების ჩვენებები
ინფექციები მოზრდილებსა და ბავშვებში, გამოწვეული პრეპარატისადმი მგრძნობიარე გამომწვევებით:
• სასუნთქი გზების ინფექციები (არაჰოსპიტალური, ჰოსპიტალური პნევმონია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება)
• მწვავე შუა ოტიტი
• მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები (პერიტონიტი, ნაღვლმდენი გზების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები)
• შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით)
• ძვლების და სახსრების ინფექციები
• კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
• გონორეა, სიფილისი
• ლაიმის დისემინირებული დაავადება (დაავადების II-III სტადია)
• სეფსისი, ბაქტერიული მენინგიტი, ბაქტერიული ენდოკარდიტი
• ინფექციური გართულებების წინასაოპერაციო პროფილაქტიკა
• ცხელება პაციენტებში ნეიტროპენიით, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიული ინფექციით
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატის დოზა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, გამომწვევის მგრძნობელობაზე, პაციენტის ასაკზე, პაციენტის ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევების არსებობაზე. რეკომენდირებული დოზები - ეს არის ჩვეულებრივი დოზები მითითებული ჩვენებების დროს. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში საჭიროა ყველაზე მაღალი რეკომენდირებული (ზედა ზღვარი) დოზის შეყვანა. პაციენტებში ბაქტერიების კომბინაციით გამოწვეული დაავადებების (რომელიც დადასტურებულია ან საეჭვოა) მკურნალობის დროს პრეპარატი შეყვანილი უნდა იქნას სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად, თუ დაავადების გამომწვევის მგრძნობელობის შესაძლო დიაპაზონი არ მოხვდება მის სპექტრში.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები (50 კგ-ზე მეტი სხეულის მასით)
სტანდარტული დოზირება გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით), არაჰოსპიტალური პნევმონია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება, ინტრააბდომინალური ინფექციები: 1-2 გ დღეში ერთხელ (ყოველ 24 საათში ერთხელ).
ჰოსპიტალური პნევმონიის, კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციების, ძვლების და სახსრების ინფექციების დროს: 2 გ დღეში ერთხელ (ყოველ 24 საათში ერთხელ).
ცხელების დროს პაციენტებში ნეიტროპენიით, რომელიც სავარაუდოთ შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიული ინფექციით, ბაქტერიული ენდოკარდიტის, ბაქტერიული მენინგიტის დროს: 2-4 გ დღეში ერთხელ (ყოველ 24 საათში ერთხელ).
თუ დღიური დოზა აღემატება 2 გ-ს დღეში, ის უნდა გაიყოს ორ ნაწილად და შეყვანილი იქნას ყოველ 12 საათში ერთხელ.
ზოგიერთი ჩვენებები მოზრდილებისათვის და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის (≥50 კგ-ს), რომლებიც საჭიროებენ დანიშვნის განსაკუთრებულ სქემებს.
მწვავე შუა ოტიტი: შეიძლება პრეპარატ ბელაცეფის 1-2 გ ერთჯერადი დოზის შეყვანა ინტრამუსკულარულად, მძიმე შემთხვევებში ან წინა მკურნალობის წარულატებლობის შემთხვევაში, შეიძლება ინტრამუსკულარულად ბელაცეფის დანიშვნა 1-2 გ დოზით დღეში 3 დღის განმავლობაში.
გონორეა: 500 მგ ერთჯერადად, ინტრამუსკულარულად.
სიფილისი: ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზები შეადგენენ 500 მგ-ს - 1გ დღეში ერთხელ (ნეიროსიფილისის დროს შეიძლება დოზის გაზრდა 2 გ-მდე დღეში ერთხელ), მკურნალობის ხანგრძლივობა 10-14 დღე. დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები სიფილისის დროს, ნეიროსიფილისის ჩათვლით, დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე. ლაიმის დისემინირებული ბორელიოზი (ადრეული (II სტადია) და გვიანი (III სტადია): 2 გ ერთჯერადად დღეში 14-21 დღის განმავლობაში (მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სახელმძღვანელოებს).
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. სხვა ანტიბიოტიკებით მკურნალობის მსგავსად, პრეპარატ ბელაცეფის შეყვანა უნდა გაგრძელდეს კიდევ 48-72 საათის განმავლობაში ტემპერატურის ნორმალიზების/გამომწვევის ერადიკაციის დადასტურების შემდეგ.
ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა: ინფექციის განვითრაეის რისკის ხარისხის მიხედვით შეიყვანება პრეპარატ ბელაცეფის 1-2 გ ერთჯერადად 30-90 წუთით ადრე ოპერაციის დაწყებამდე.
ხანდაზმული და უფროსი ასაკის ავადმყოფები: ჩვეულებრივი დოზები მოზრდილი პაციენტებისათვის.
ბავშვები
ახალშობილები (15 დღეზე უფროსი ასაკის), ჩვილი ბავშვები და 12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები (50 მგ-ზე ნაკლები სხეულის მასით)
მძიმე ინტრააბდომინალური ინფექციის, შარდგამომყოდი გზების გართულებული ინფექციის (პიელონეფრიტის ჩათვლით), არაჰოსპიტალური და ჰოსპიტალური პნევმონიის მკურნალობისას: 50-80 მგ/კგ სხსულის მასაზე დღეში ერთხელ.
ბაქტერიული მენინგიტის დროს ჩვილ ბავშვებსა და უმცროსი ასაკის ბავშვებში: პრეპარატი ინიშნება მაქსიმალური დღიური დოზით 80-100 მგ/კგ (მაგრამ არაუმეტეს 4 გ), 1 ჯერ დღეში.
საუკეთესო შედეგები მენინგოკოკური მენინგიტის დროს მიღწეული იქნა მკურნალობის ხანგრძივობისას 4 დღის განმავლობაში, Hაემოპჰილუს ინფლუენზაე გამოწვეული მენინგიტის დროს - 6 დღე, შტრეპტოცოცცუს პნეუმონიაე - 7 დღე.
ბაქტერიული ენდოკარდიტის დროს: 100 მგ/კგ (მაგრამ არაუმეტეს 4 გ) 1 ჯერ დღეში.
ცხელების დროს პაციენტებში ნეიტროპენიით, ძვლების და სახსრების ინფექციებით, რომლებიც გართულებულია კანის და რბილი ქსოვილების ინფექციებით: 50-100 მგ/კგ (მაგრამ არაუმეტეს 4 გ) 1 ჯერ დღეში.
მწვავე შუა ოტიტი: როგორ წესი საკმარისია პრეპარატ ბელაცეფის ერთჯერადი დოზა 50 მგ/კგ სხეულის მასაზე ინტრამუსკულარულად. შეზღუდული მონაცემები მოწმობენ იმაზე, რომ მძიმე შემთხვევებში ან წინა მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში, შეიძლება ნაჩვენები იყოს პრეპარატ ბელაცეფის ინტრამუსკულარული შეყვანა 50 მგ/კგ დღეში დოზით 3 დღის განმავლობაში.
ლაიმის დაავადება (II-III სტადია): რეკომენდირებული დოზა ბავშვებისათვის - 50-80 მგ/კგ, შეიყვანება ერთჯერ დღეში 14-21 დღის განმავლობაში (აუცილებელია მკურნალობასთან დაკავშირებული ეროვნული რეკომენდაციების გათვალისწინება).
გონორეა (გამოწვეული პენიცილინაზა-წარმომქმნელი და არა-პენიცილინაზა-წარმომქმნელი შტამებით): 250 მგ პრეპარატ ბელაცეფის ერთჯერადი ინტრამუსკულარული შეყვანა.
ქირურგიული ინფექციების წინასაოპერაციო პროფილაქტიკა: ოპერაციის წინ ერთჯერადი დოზის 50-80 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერადად შეყვანა.
სიფილისი: რეკომენდირებული დოზები 75-100 მგ/კგ სხეულის მასაზე (მაგრამ არაუმეტეს 4 გ) დღეში ერთხელ, მკურნალობის ხანგრძლივობა 10-14 დღე. დოზირებასთან დაკავშირევული რეკომენდაციები სიფილისის დროს, მათ შორის ნეიროსიფილისის დროს, დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე (აუცილებელია მკურნალობასთან დაკავშირებული ეროვნული რეკომენდაციების გათვალისწინება).
ახალშობილები 0-14 დღის ასაკში
ცეფტრიაქსონი უკუნაჩვენებია 41 კვირამდე ასაკის დღენაკლული ბავშვებისათვის (ჰესტაციური ასაკი + ქრონოლოგიური ასაკი).
ინტრააბდომინალური ინფექციების, გართულებული კანის და რბილი ქსოვილების ინფექციების, გართულებული შარდგამომყოდი გზების ინფექციების (პიელონეფრიტის ჩათვლით), არაჰოსპიტალური და ჰოსპიტალური პნევმონიის, ძვლების და სახსრების ინფექციის დროს, ცხელების დროს პაცენტებში ნეიტროპენიით, გამოწვეულის ბაქტერიული ინფექციით, ბელაცეფი ინიშნება დოზით: 20-50 მგ/კგ სხეულის მასაზე 1 ჯერ დღეში.
ბაქტერიული მენინგიტის და ბაქტერიული ენდოკარდიტის დროს: 50 მგ/კგ სხეულის მასაზე, 1 ჯერ დღეში. დადგენილი ბაქტერიემიის დროს ინიშნება უფრო მაღალი დოზები რეკომენდირებული დიაპაზონიდან. არ არის რეკომენდირებული მაქსიმალური დღიური დოზის 50 მგ/კგ სხეულის მასაზე გადაჭარბება.
ჩვენებები ახალშბობილებისათვის 0-14 დღის ასაკში, რომლებიც საჭიროებენ პრეპარატის დანიშვნის სპეციალურ რეჟიმს
მწვავე შუა ოტიტი: როგორც წესი საკმარისია პრეპარატის ერთჯერადი ინტრამუსკულარული შეყვანა დოზით 50 მგ/კგ სხეულის მასაზე.
ქირურგიული ინფექციების წინასაოპერაციო პროფილაქტიკა: ერთჯერადი შეყვანა ოპერაციის წინ დოზით 20-50 მგ/კგ სხეულის მასაზე.
სიფილისი: რეკომენდირებული დოზა 50 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში ერთხელ, მკურმნალობის ხანგრძლივობა 10-14 დღე. დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები სიფილისი დროს, მათ შორის ნეიროსიფილისის დროს, დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე, ამიტომ საჭიროა მოცემული დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებული ეროვნული სახელმძღვანელობების გათვალისწინება.
ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით არ არსებობს დოზის შემცირების საჭიროება თირკმელების ფუნქციის დარღვევების არარსებობის პირობით.
ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით არ არსებობს დოზის შემცირების საჭიროება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების არარსებობის პირობით. პრეპარატ ბელაცეფის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს თირკმელების უკმარისობის შემთხვევებში 10 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით.
დიალიზზე მყოფ ავადმყოფებში არ არის საჭირო პრეპარატის დამატებით შეყვანა დიალიზის შემდეგ. ცეფტრიაქსონი არ გამოიყოფა პერიტონეალური ჰემოდიალიზის გზით. აუცილებელია სავალდებულო კლინიკური კონტროლი პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე.
გამოყენება პაციენტებში ღვიძლის და თირკმელების მძიმე უკმარისობით: პრეპარატ ბელაცეფის გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის და თირკმელების მძიმე უკმარისობით აუცილებელია პრეპარატის უსაფრთხოების და ეფექტურობის მკაცრი კლინიკური კონტროლი.
გამოყენების წესი
ბელაცეფის შეყვანა შეიძლება ინტრავენური ინფუზიის გზით არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში (შეყვანის სასურველი მეთოდი) ან ნელა ინტრავენური ინექციის გზით 5 წუთის განმავლობაში ან ღრმად ინტრამუსკულარულად. 2 გ-ზე მაღალი დოზები შეყავთ ინტრავენურად.
ჩვილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდირებულია 50 მგ/კგ და მეტი ინტრავენური დოზების შევანა ინფუზიის გზით. ახალშობილებში ინტრავენურად რეკომენდირებულია პრეპარატის შეყვანა უფრო ხანგრძლივად - 60 წუთის განმავლობაში, ბილირუბინის ენცეფალოპათიის პოტენციური რისკის შესამცირებლად.
ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას მომზადებისთანავე. დამზადებული ხსნარი ინარჩუნებს ფიზიკურ და ქიმიურ სტაბილურობას 24 საათის განმავლობაში 2-8°ჩ ტემპერატურაზე.
პრეპარატი შეიყვანება ინტრამუსკულარულად მისი ინტრავენურად შეყვანის შეუძლებლობის შემთხვევაში.
თუ გამხსნელის სახით გამოიყენება ლიდოკაინი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მიღებული ხსნარის ინტრავენურად შეყვანა.
გათვალისწინებული უნდა იქნას ინფორმაცია ლიდოკაინის შესახებ, რომელიც მოცემულია მის გამოყენების ინსტრუქციაში.
ინტრამუსკულარული ინექციისათვის პრეპარატ ბელაცეფის 500 მგ-ს ხსნიან 2 მლ გამხსნელში, 1 გ - 3.5 მლ ლიდოკაინის 1%-იან ხსნარში და შეყავთ ღრმად დიდი დუნდულოს კუნთში. რეკომენდირებულია არაუმეტეს 1 გ-ის შეყვანა ერთსა და იმავე კუნთში.
ლიდოკაინი არ გამოიყენება გამხსნელის სახით პედიატრიულ პრაქტიკაში.
ცეფტრიაქსონის კალციუმის დალექვის და ნალექის წარმოქმნის რისკის გამო, ბელაცეფი უკუნაჩვენებია ახალშობილებისათვის (˂28 დღე), თუ ისინი საჭიროებენ (ან შესაძლოა დასჭირდეთ) კალციუმის შემცველი ხსნარების ინტრავენური შეყვანა, ხანგრძლივი ინფუზიების ჩათვლით, რომლებც შეიცავენ ხსნარებს პარენტერალური კვებისათვის.
არ არის რეკომენდირეულია კალციუმის შემცველი გამხსნელების (როგორიცაა რინგერის და ჰარტმანის ხსნარი) გამოყენება ცეფტრიაქსონის ფხვნილის გახსნისათვის ან მომზადებული ხსნარის დამატებითი განზავებისათვის ინტრავენურად შესაყვანად ნალექის წარმოქმნის შესაძლებლობის გამო. ცეფტრიაქსონის კალციუმის ნალექის წარმოქმნა შესაძლებელია ასევე ცეფტრიაქსონის შერევისას კალციუმის შემცველ ხსნარებთან ერთ საინფუზიო სისტემაში.
ამიტომ არ შეიძლება ცეფტრიაქსონის და კალციუმის შემცველი ხსნარების შერევა ან ერთდროულად შეყვანა.
არ შეიძლება პრეპარატ ბელაცეფის ხსნარების არევა ან ხსნარებში დამატება, რომლებიც შეიცავენ სხვა ანტიმიკრობულ პრეპარატებს ან სხვა გამხსნელებს, შესაძლო შეუთავსებლობის გამო.
გვერდითი მოქმედება
ხშირად:
• ეოზინოფილია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია,
• დიარეა, ღვიძლის ფერმენტების დონის მიმატება
• გამონაყარი
არახშირი:
• გენიტალური მიკოზი
• გრანულოციტოპენია, ანემია, კოაგულოპათია, კრეატინინის დონის მომატება
• თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
• გულისრევა, ღებინება
• ქავილი, ფლებიტი, ტკივილი შეყვანის ადგილას
• ცხელება
იშვიათი:
• ფსევდომემბრანული კოლიტი
• ბრონქოსპაზმი
• ჰემატურია, გლუკუზორია
• შეშუპებები, ურტიკარული გამონაყარი
• შემცივნება
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განსაზღვრა არსებული მონაცემების მიხედვით):
• ჰემოლიზური ანემია
• ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქტოიდური რეაქცია
• პანკრეატიტი, სტომატიტი, გლოსიტი
• სუპერინფექცია
• კრუნჩხვები
• ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების პრეციპიტაცია ნაღვლის ბუშტში
• ოლიგურია
• სტივენს-ჯინსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერული ნეკროლიზი, მრავალფორმული ერითემა, მწვავე გენერალიზებული ეგზამენტოზური პუსტულოზი, ალერგიული დერმატიტი
• კუმბსის ტესტის, გალაქტოზემიის კვლევის, გლუკოზას განსაზღვრის არაფერმენტული მეთოდების ცრუდადებითი შედეგები.
უკუჩვენებები
• მომატებული მგრძნობელობა ცეფტრიაქსონის, ცეფალოსპორინების და სხვა სახეობების ბეტა-ლაქტამური პრეპარატების (პენიცილინები, მონობაქტამები და კარბაპენემები) მიმართ
• ანამნეზში მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების არსებობა (მაგალითად, ანაფილაქსიუდი რეაქციები)O ნებისმიერ სხვა ბეტა-ლაქტამურ ანტიბაქტერიულ პრეპარატზე (პენიცილინები, მონობაქტამები და კარბაპენემები)
• მომატებული მგრძნობელობა გამხსნელის - ლიდოკაინის მიმართ (გათვალისწინებული უნდა იქნას უკუჩვენებები ლიდოკაინისათვის, ლიდოკაინის სამედიცინო გამოყენების ისტრუქციაში ინფორმაციის შესაბამისად), თუ გამხსნელის სახით გამოიყენება ლიდოკაინი, არ შეიძლება პრეპარატ ბელაცეფის ინტრავენურად შეყვანა
• 41 კვირამდე ასაკის დღენაკლული ბავშვებისათვის (ჰესტაციური ასაკი + ქრონოლოგიური ასაკი)
• დროული ახალშობილებისათვის (სიცოცხლის 28 დღემდე): ჰიპერბილირუბინემიის, სიყვითლის, ჰიპოალბუმინემიის ან აციდოზის არსებობის დროს, ისეთი მდგომარეობების შემთხვევაში, რომლის დროსაც შესაძლებელია ბილირუბინის შეკავშირების დარღვევა. კალციუმის ან კალციუმის შემცველი ხსნარების ინტრავენური შეყვანის აუცილებლობის დროს (არსებობს ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების პრეციპიტატების წარმოქმნის მაღალი რისკი).
მედიკამენტური ურთიერთქმედებები
კალციუმის შემცველი ხსნარები, როგორიცაა რინგერის ხსნარი ან ჰარტმანის ხსნარი, არ უნდა იქნან გამოყენებული პრეპარატ ბელაცეფის გახსნისათვის ან ფლაკონის შიგთავსის დამატებით განზავებისათვის ინტრავენური შეყვანის მიზნით, რადგანაც ასეთ შემთხვევებში შეიძლება წარმოიქმნას ნალექი. ცეფტრიაქსონ-კალციუმის ნალექი შეიძლება წარმოიქმნას ასევე იმ შემთხვევაში, თუ ხდება პრეპარატ ბელაცეფის შერევა კალციუმის შემცველ ხსნარებთან ინტრავენური შეყვანისათვის. არ შეიძლება ბელაცეფის შეყვანა ერთდროულად კალციუმის შემცველ ხნსარებთან ინტრავენური შეყვანისათვის (მაგალითად, ხსნარები პარენტერალური კვებისათვის). მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში, (ახალშობილების გარდა), ცეფტრიაქსონი და კალციუმის შემცველი ხსნარენი შეიძლება შეყვანილი იქნას თანმიმდევრობით ერთმანეთის მიყოლებით, თუ სისტემა საინფუზიო შეყვანისათვის წინასწარ სათანადოდ გაირეცხება სტერილური შეთავსებადი ხსნარით. კვლევებმა ახალშობილების ჭიპლარის სიხლის პლაზმის და მოზრდილების პლაზმის გამოყენებით აჩვენეს, რომ ახალშობილებს გააჩნიათ ცეფტრიაქსონის-კალციუმის დალექვის მომატებული რისკი. პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთდროულამ გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს K ვიტამინის ანტაგონისტების დონე და სისხლდენის განვითარების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების ხშირი კონტროლი პრეპარატით ბელაცეფი მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ.
არსებობს წინააღმდეგობრივი მონაცემები თირკმელების ტოქსიკურობის პოტენციურ ზრდასთან დაკავშირებით ამინოგლიკოზიდების ცეფალოსპორინებთან ერთდორულად გამოყენებისას. ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია ამინოგლიკოზიდების დონის (და თირკმელების ფუნქციის) მონიტორინგი და პაციენტზე კლინიკური დაკვირვება.
სინჯარაში კვლევაში აღინიშნებოდა ანტაგონიზმის ეფექტები ქლორამფენიკოლის ცეფტრიაქსონთან კომბინაციის დროს. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა არ არის ცნობილი.
არ არსებობს შეტყობინებები ურთიერთქმედებების განვითარების შესახებ ცეფტრიაქსონის ინტრამუსკულარული შეყვანის და კალციუმის შემცველი პროდუქტების ერთდროულად პერორალურად მიღების დროს.
დიდი დოზებით პრეპარატ ბელაცეფის და “მარყუჟოვანი” დიურეზულების (მაგალითად, ფუროსემიდის) ერთდროულად გამოყენებისას, თირკმელების ფუნქციის დარღვევები არ აღნიშნულა. ალკოჰოლის გამოყენებას ცეფტრიაქსონის შეყვანის შემდეგ არ ახლდა დისულფირამის მსგავსი რეაქციები. ცეფტრიაქსონი არ შეიცავს N-მეთილთიოტეტრაზონულ ჯგუფს, რომელსაც შეეძლო ეთანოლის აუტანლობის ან სისხლდენის გამოწვევა, რაც დამახასიათებელია ზოგიერთი სხვა ცეფალოსპორინებისათვის. პრობენეციდი არ მოქმედებს პრეპარატ ბელაცეფის გამოყოფაზე.
ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკები ამცირებენ პრეპარატ ბელაცეფის ბაქტერიციდულ ეფექტს.
არსებობს შეტყობინებები, რომ ცეფტრიაქსონი ფარმაცევტულად შეუთავსებელია ამსაკრინთან, ვანკომიცინთან, ფლუკონაზოლთან და ამინოგლიკოზიდებთან.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბელაცეფს, კუმბსის ტესტმა შეიძლება მოგვცეს ცრუ-დადებითი შედეგი. ცეფტრიაქსონმა, სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად შეიძლება გამოიწვიოს ცრუ-დადებითი ტესტი გალაქტოზემიაზე. გარდა ამისა, შარდში გლუკოზის განსაზღვრის არაფერმენტატიულმა მეთიდებმა შეიძლება მოგვცეს ცრუ-დადებითი შედეგები, ამიტომ შარდში გლუკოზის დონის განსაზღვრა პრეპარატ ბელაცეფით მკურნალობის დროს უნდა ჩატარდეს ფერმენტატიული მეთოდებით.
განსაკუთრებული მითითებები
როგორც სხვა ცეფალოსპორინების გამოყენებისას, დაფიქსირებული იყო ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის ლეტალური გამოსავალით, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პაციენტს ანამნეზში არ ჰქონდა ალერგიული რეაქციები.
პრეპარატ ბელაცეფით მკურნალობისას შესაძლებელია აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემიის განვითარება. დარეგისტრირებული იყო მძიმე ჰემოლიზური ანემიის შემთხვევები მოზრდილებსა და ბავშვებში, მათ შორის ლეტალური დასასრულით.
ანემიის განვითარებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ მკურნალობას პრეპარატ ბელაცეფით, არ შეიძლება ცეფალოსპორინ-ასოცირებული ანემიის დიაგნოზის გამორიცხვა, ამიტომ აუცილებელია პრეპარატის მოხსნა მისი განვითარების მიზეზების გარკვევამდე.
აღწერილია ფატალური შემთხვევები, დაკავშირებული ცეფტრიაქსონის კალციუმის ნალექის წარმოქმნასა და დალექვასთან ფილტვებსა და თირკმელებში დღენაკლულ ბავშვებსა და 1 თვემდე ასაკის დროულ ახალშობილებში, ცეფტრიაქსონის და კალციუმის პრეპარატების შეყვანის შემდეგ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა საინფუზიო სისტემებით. არსებულ სამეცნიერო მონაცემებში არ არსებობს დადასტურებული შეტყობინებები მსგავსი მოვლენების შესახებ პაციენტთა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. კვლევებმა ინ ვიტრო აჩვენეს, რომ ახალშობილებში ცეფტრიაქსონის კალციუმის დალექვის რისკი მნიშვნელოვნად უფრო მაღალია სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით, ამიტომ არ შეიძლება პრეპარატ ბელაცეფის შერევა ან ერთდროულად შეყვანა კალციუმის შემცველ ხსნარებთან ახალშობილებში სხვადასხვა ვენური წვდომის გამოყენებისასაც კი.
ანტებაქტერიული პრეპარატების, მათ შორის პრეპარატ ბელაცეფის გამოყენებისას დარეგისტრირებული იყო Clostridium difficile-ით გამოწვეული სხვადასხბა ხარისხის სიმძიმის დიარეის განვითარების შემთხვევები: მსუბუქი დიარეიდან მძიმე კოლიტამდე ლეტალური დასასრულით. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობა თრგუნავს მსხვილი ნაწლავის მიკროფლორას და ახდენს C. Difficile ზრდის პროვოცირებას, რომელიც თავის მხრივ წარმოქმნის A და B ტოქსინებს, რომლებიც წარმოადგენენ დიარეის პათოგენეზის ფაქტორებს. C. Difficile შტამები, ჰიპერმაპროდუცირებელი ტოქსინები, წარმოადგენენ ინფექციების გამომწვევებს გართულებების და სიკვდილიანობის მაღალი რისკით. დიარეის განვითარების შემთხვევაში არ არს რეკომენდირებული სამკურნალპო პრეპარატების დანიშვნა, რომლებიც თრგუნავენ ნაწლავის პერისტალტიკას.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბელაცეფს, აღწერილი იყო პროთრომბინული დროის ცვლილების იშვიათი შემთხვევები. პაციენტებში K ვიტამინის უკმარისობით (მისი სინთეზის დარღვევა ან კვების დარღვევა) შეიძლება საჭირო გახდეს თერაპიის დროს პროთრომბინული დროის კონტროლი და K ვიტამინის დანიშვნა (10 მგ კვირაში) პროთრომბინული დროის გაზრდისას (თერაპიის დაწყებამდე ან თერაპიის დროს).
პრეპარატ ბელაცეფის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კუმბსის ტესტის ცრუ-დადებითი შედეგები და გალაქტოზემიაზე კვლევების ცრუ-დადებითი შედეგები. შარდში გლუკოზის განსაზღვრის არაფერმენტულმა მეთოდებმა ასევე შეიძლება აჩვენოს ცრუ-დადებითი შედეგები, ამიტომ პრეპარატ ბელაცეფით მკურნალობის პერიოდში გლუკოზა შარდში უნდა განისაზღვორს ფერმენტული მეთოდით.
პრეპარატ ბელაცეფის თითოეული გრამი შეიცავს 3,6 მმოლს (83 მგ) ნატრიუმს. ეს გათვალისწინებული უნდა იქნას მისი დანიშვნისას პაციენტებში, რომელთა მდგომარეონა საჭიროებს ნატრიუმის კონტროლირებულ მიღებას.
ცეფტრიაქსონს გააჩნია ანტიბაქტერიული აქტივობის გარკვეული სპექტრი, ამიტომ პრეპარატი ბელაცეფი არ უნდა იქნას გამოყენებული ერთადერთი პრეპარატის სახით ზოგიერთი ინფექციების სამკურნალოდ (განსაკუთრებით თუ გამომწვევი არ არის გამოვლენილი). პოლიმიკრობული ინფექციების დროს (სადაც საეჭვო გამომწვევი შეიძლება მდგრადი იყოს ცეფტრიაქსონისადმი), პრეპარატის გამოყენება უკეთესია სხვა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში.
სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატების მსგავსად, პრეპარატ ბელაცეფის გამოყენების ფონზე შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება.
თუ გამხსნელის სახით გამოიყენება ლიდოკაინი, პრეპარატ ბელაცეფის ხსნარის შეყვანა შეიძლენა მხოლოდ ინტრამუსკულარულად. გამოყენების წინ საჭიროა ლიდოკაინის უკუჩვენებების, გაფრთხილებების და სხვა ინფორმაციის წაკითხვა, რომელიც ლიდოკაინის ინსტრუქციაში დაწვრილებით არის გადმოცემული.
არ შეიძლება ლიდოკაინის ხსნარის ინტრავენურად შეყვანა.
არსებობს შეტყობონებები თირკმლისმიერიი ლითიაზის შემთხვევების შესახებ, რაც შექცევადია ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. დამახასიათებელი სიმპტომატიკის არსებობისას რეკომენდირებულია ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება. პრეპარატ ბელაცეფის გამოყენების შესაძლებლობა პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში გააჩნიათ თირკმლისმიერი ლითიაზი ან ჰიპერკალციურია, უნდა განიხილოს ექიმის მიერ სარგებელი/რისკის შეფარდების შეფასების შემდეგ. თირკმელების ფუნქციის დარღვევის და თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს რეკომენდირებულია უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე სათანადო კლინიკური დაკვირვების ჩატარება.
ცეფტრიაქსონის (ჩვეულებრივ დოზებით, რომლებიც აღემატება სტანდარტულ რეკომენდირებულ დოზებს) გამოყენების შემდეგ, ნაღვლის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს აღინიშნებოდა ჩრდილები, რომლებსაც შეცდომით აღიქვამდნენ როგორც კენჭებს. ისინი წარმოადგენენ ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის პრეციპიტატებს, რომლებიც ქრება პრეპარატ ბელაცეფით თერაპიის დასრულების ან შეწყვეტის შემდეგ. მსგავს ცვლილებებს იშვიათად ახლავს რაიმე სიმპტომატიკა. ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია მხოლოდ კონსერვატიული მკურნალობა. თუ ამ მოვლენებს ახლავს კლინიკური სიმპტომატიკა, მაშინ გადაწყვეტილებას პრეპარატის მოხსნის შესახებ ღებულობს მკურნალი ექიმი.
ავადმყოფებში, რომლების იღებდნენ ბელაცეფს, აღწერილია პანკრეატიტის ერთეული შემთხვევები, რომელიც შესაძლებელია განვითარდა სანაღვლე გზების ობსტრუქციის შედეგად. ამ პაციენტთა უმეტესობას უკვე მანამდე გააჩნდა ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ სანაღვლე გზებში დაგუბების განვითარებას, მაგალითად, ადრე ჩატარებული თერაპია, მძიმე დაავადებები და მთლიანად პარენტერალური კვება. ამასთან პანკრეატიტის განვითარებაში არ შეიძლება პრეციპიტატების როლის გამორიცხვა, რომლებიც წარმოიქმნა პრეპარატ ბელაცეფის ზემოქმედებით სანაღვლე გზებში.
ხანგრძლივი მკურნალობის დროს საჭიროა რეგულარულად სისხლის სრული ანალიზის ჩატარება.
თირკმელების და ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს აუცილებელია პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე კლინიკური კონტროლი. პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ახალშობილებში, მეძუძურ ბავშვებსა და უმცროსი ასაკის ბავშვებში განსაზღვრული იყო ნაწილში „გამოყენების წესი და დოზირება“ აღწერილი დოზირებისათვის. კვლევებმა აჩვენეს, რომ სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად, ცეფტრიაქსონმა შეიძლება გამოდევნოს ბილირუბინი სისხლის შრატის ალბუმინთან შეკავშირებიდან, ამიტომ პრეპარატ ბელაცეფის გამოყენება არ შეიძლება ახალშობილებში (განსაკუთრებით დღენაკლულებში), რომლებსაც გააჩნიათ ბილირუბინული ენცეფალოპათიის განვითარების რისკი.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ბელაცეფი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში. გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს არ არის დადგენილი. ბელაცეფი აღწევს დედის რძეში. მეძუძური დედებისათვის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
ზემოქმედების თავისებურებანი სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებით, როგორიცაა თაბრუსხვევა და კრუნჩხვები, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვის და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის ჩატარების დროს.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება და დიარეა.
მკურნალობა: სიმპტომატური. ჭარბი დოზირების შემთხვევაში ჰემოდიალიზი ან პერიტონეალური დიალიზი არაეფექტურია. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
1.0 გ აქტიურ ნივთიერებას, ცეფტრიქსონზე გაანგარიშებით, ათავსებენ III ტიპის ჰიდროლიზირებული უფერო მინის 20 H ფლაკონებში და ხუფავენ I ტიპის რეზინის საცობებით და ხუფავენ ალუმინის თავსახურებით. 5 ფლაკონს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
პრეპარატი განზავების შემდეგ სტაბილურია ერთი დღის განმავლობაში (2-8)°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის ვადა
მითითებულია შეფუთვაზე
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით