გენფერონ ლაით125000ე#10სუპ რ/ვ
გააზიარე:
გენფერონ ლაითი
ვაგინალური/რექტალური 10 სანთელი
ჩვენებები
ვირუსული ან ვირუსულ-ბაქტერიული წარმოშობის ნაწლავთა მწვავე ინფექციების მკურნალობა ბავშვებში.
საერთაშორისო არაპატენტირებული დაასახელება
ინტერფერონ ალფა-2ბ+ტაურინი.
წამლის ფორმა
ვაგინალური და რექტალური სუპოზიტორიები.
შემადგენლობა
1 სუპოზიტორია დოზით
125 000სე+5მგ,
250 000სე+5მგ
შესაბამისად შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ინტერფერონ ალფა-2ბ 125 000სე, 250 000სე, ტაურინი 0,005გ.
დამხმარე ნივთიერებები: “მყარი ცხიმი”, დექსტრანი 60000, მაკროგოლი 1500,
პოლისორბატი 80, ემულგატორი T2, ნატრიუმის ჰიდროციტრატი, ლიმონის მჟავა,
გასუფთავებული წყალი საჭირო რაოდენობით 0,8 გ სუპოზიტორიის მასის
მიღებამდე.
აღწერილობა
თეთრი ან თეთრი მოყვითალო ფერის, ცილინდრის ფორმის სუპოზიტორიები
წაწვეტებული ბოლოებით, დანარჩენ სიგრძეზე ერთგვაროვანია. შესაძლებელია
სუპოზიტორიაზე იყოს ჰაერის შორისები ან ძაბრისფორმის ჩაღრმავებები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნომამოდულირებელი საშუალება, ინტერფერონი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
იმუნობიოლოგიური თვისებები
გენფერონლაითი - კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედებაც განპირობებულია
მასში შემავალი კომპონენტებით; გააჩნია ადგილობრივი და სისტემური მოქმედება.
პრეპარატ გენფერონ ლაითის შემადგენლობაში შედის ადამიანის რეკომბინირებული ინტერფერონიალფა-2ბ. იგი შემუშავებულია ბაქტერიის Escherichia coli-ის შტამით, რომელშიც გენური ინჟინერიის მეთოდით შეყვანილია ადამიანის ინტერფეტონ ალფა-2ბ-ს გენი. ინტერფენონ ალფა-2ბ-ს გააჩნია ანტივირუსული, იმუნომოდულაციური,
ანტიპროლიფერაციული და ანტიბაქტერიული მოქმედება. ანტივირუსული ეფექტი
განპირობებულია უჯრედებს შიდა რიგი ფერმენტების გააქტიურებით, რომლებიც თრგუნავენ ვირუსების გამრავლებას. იმუნომოდულაციური მოქმედება პირველ რიგში ვლინდება იმუნური სისტემის უჯრედული რეაქციის გაძლიერებით, რაც ზრდის იმუნური რეაქციის ეფექტურობას ვირუსებთან, უჯრედის პარაზიტებთან და ისეთ უჯრედებთან მიმართებაში, რომლებიც სიმსივნის შედეგად განიცდიან ტრანსფორმაციას. აღნიშნული მიიღწევა CD8+T-ქილერების, NK-უჯრედების (ბუნებრივი ქილერები) აქტივაციით, ბ-ლიმფოციტების დიფერენცირებით და ანტისხეულების წარმოქმნით, მონოციტურ-მაკროფაგული სისტემის და ფაგოციტოზის გააქტიურებით, ასევე I ტიპის ჰისტოშეთავსების მთავარი კომპლექსის მოლეკულების ექსპრესიის მომატებით, რაც ზრდის იმუნური სისტემის უჯრედების მიერ ინფიცირებული უჯრედების შეცნობის ალბათობას.
ინტერფერონის მოქმედებით ლეიკოციტების აქტივაცია მთელ ლორწოვან გარსში
უზრუნველყოფს მათ აქტიურ მონაწილეობას პათოლოგიური კერების აღმოფხვრისას. გარდა ამისა, ინტერფერონის ზეგავლენით ხდება იმუნოგლობულინი A-ს სეკრეციული პროდუქციის აღდგენა. ანტიბაქტერიული ეფექტი განპირობებულია იმუნური სისტემის რეაქციებით, რომელთა გაძლიერებაც ხდება ინტერფერონით.
ტაურინი უზრუნველყოფს მეტაბოლური პროცესების და ქსოვილების რეგენერაციის
ნორმალიზაციას, გააჩნია მემბრანის მასტაბილიზებელი და იმუნომოდულაციური მოქმედება. იგი წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს. ტაურინი პირდაპირ ურთიერთქმედებს ჟანგბადის აქტიურ ფორმებთან, რომლის ჭარბი დაგროვება იწვევს პათოლოგიური პროცესების განვითარებას. ტაურინი უზრუნველყოფს ინტერფერონის ბიოლოგიური აქტივობის შენარჩუნებას, აძლიერებს პრეპარატის მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის რექტალურად შეყვანის შემდეგ აღინიშნება ინტერფერონის მაღალი
ბიოშეღწევადობა (>80%), რის შედეგადაც მიიღწევა, როგორც ადგილობრივი, ასევე
გამოხატული სისტემური იმუნომოდულაციური მოქმედება. პრეპარატის ინტრავაგინალურად მიღებისას, ინფექციის კერაში მაღალი კონცენტრაციის და ლორწოვანი გარსის უჯრედებზე ფიქსაციის წყალობით, მიიღწევა გამოხატული ადგილობრივი ანტივირუსული, ანტიპროლიფერაციული და ანტიბაქტერიული მოქმედება. ამიტომ სისტემური მოქმედება უმნიშვნელოა საშოს ლორწოვანი გარსიდან შეწოვის დაბალი უნარის გამო. ინტერფერონის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 5 სთ-ში. ინტერფერონის გამოყოფის ძირითად გზას წარმოადგენს თირკმლისმიერი კატაბოლიზმი. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12სთ-ს. ამის გამო საჭიროა პრეპარატის დღეში ორჯერ მიღება.
ჩვენებები
- კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში – მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების და ბაქტერიული-ვირუსული წარმოშობის სხვა ინფექციური დაავადებების მკურნალობა ბავშვებში;
- კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში – ვირუსული ან ვირუსულ-ბაქტერიული
წარმოშობის ნაწლავთა მწვავე ინფექციების მკურნალობა ბავშვებში;
- შარდ-სასქესო ტრაქტის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა ბავშვებსა და ქალებში, მათ შორის ორსულებში.
მიიღება ექიმის დანიშნულებით.
მიღების მეთოდი და დოზირება
პრეპარატის მიღება შესაძლებელია როგორც ვაგინალურად, ასევე რექტალურად.
მიღების მეთოდი, დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ასაკზე,
კონკრეტულ კლინიკურ მდგომარეობაზე და განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.
მოზრდილებში და 7 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში გენფერონ ლაითი მიიღება დოზით 250000 სე ინტერფერონი ალფა-2ბ სანთელში.
7 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხო დოზა არის 125 000 სე ინტერფერონი ალფა-2ბ სანთელში.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება დოზა 125 000 სე ინტერფერონი ალფა-2ბ სანთელში
(მაქსიმალური დღიური დოზა არის 250 000 სე ორჯერ მიღების შემთხვევაში).
ქალებში, რომლებიც 13-40 კვირის ორსულები არიან, პრეპარატი მიიღება დოზით
250 000 სე ინტერფერონი ალფა-2ბ სანთელში.
რეკომენდებული დოზები და მკურნალობის რეჟიმი
- მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები და სხვა მწვავე ვირუსული დაავადებები ბავშვებში: 1 სანთელი რექტალურად დღეში ორჯერ, 12 სთ-იანი ინტერვალით, ძირითადი მკურნალობის პარალელურად 5 დღის მანძილზე.
- ვირუსული ან ვირუსულ-ბაქტერიული წარმოშობის ნაწლავთა მწვავე ინფექციები ბავშვებში: 1 სანთელი რექტალურად დღეში ორჯერ, 12 სთ-იანი ინტერვალით, ძირითადი მკურნალობის პარალელურად 5 დღის მანძილზე.
- ვირუსული წარმოშობის ქრონიკული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები ბავშვებში: 1 სანთელი რექტალურად დღეში ორჯერ, 12 სთ-იანი ინტერვალით, სტანდარტული მკურნალობის პარალელურად 10 დღის მანძილზე. შემდეგ 1-3 თვე 1 სანთელი რექტალურად ღამით, დღეგამოშვებით.
- შარდ-სასქესო ტრაქტის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები ბავშვებში: 1 სანთელი რექტალურად დღეში ორჯერ, 12 სთ-იანი ინტერვალით 10 დღის მანძილზე.
- შარდ-სასქესო ტრაქტის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები ორსულებში: 1 სანთელი რექტალურად დღეში ორჯერ 12 სთ-იანი ინტერვალით 10 დღის მანძილზე.
- შარდ-სასქესო ტრაქტის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები ქალებში: 1 სანთელი (250 000სე) ვაგინალურად ან რექტალურად (დაავადების ხასიათიდან გამომდინარე) დღეში ორჯერ, 12 სთ-იანი ინტერვალით 10 დღის მანძილზე. მძიმე ფორმების შემთხვევაში 1 სანთელი კვირაში სამჯერ, დღეგამოშვებით 1-3 თვე.
გვერდითი მოქმედება
პრეპარატი კარგად გადაიტანება. შესაძლებელია აღინიშნოს ადგილობრივი ალერგიული რეაქციები (საშოში ქავილის და წვის შეგრძნება). აღნიშნული ეფექტები დროებითია და ქრება მკურნალობის შეწყვეტიდან 72 სთ-ში. მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
დღეისათვის მწვავე ან სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი ეფექტები არ არის დაფიქსირებული. შესაძლებელია, აღინიშნოს ისეთი გავლენა, რაც ახასიათებს ყველა ტიპის ინტერფერონ ალფა-2ბ ს, როგორიც არის შემცივნება, ტემპერატურის მომატება, დაღლილობა, მადის დაკარგვა, კუნთების და თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ოფლიანობა, ასევე ლეიკო- ან თრომბოციტოპენია, რაც უფრო ხშირად გვხვდება დღიური დოზის გადაჭარბებისას 10 000 000-ზე ზემოთ. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს შეწყვიტოს პრეპარატი, თუ შეამციროს დოზა.
ისევე როგორც ინტერფერონ ალფას სხვა პრეპარატების შემთხვევაში, ტემპერატურის აწევის დროს შესაძლებელია პარაცეტამოლის 500-1000 მგ დოზით მოზრდილებში, ხოლო ბავშვებში - 250 მგ დოზით ერთჯერადად მიღება.
უკუჩვენებები
ინტერფერონის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.
სიფრთხილეა საჭირო ალერგიული და აუტოიმუნური დაავადებების გართულების დროს.
ორსულობა და ლაქტაცია
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა რომ გენფერონ ლაითი ეფექტური და უსაფრთხოა 13-40 კვირის ორსულებში. პრეპარატის მიღება ორსულობის I ტრიმესტრში არ არის შესწავლილი.
პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის დროს არ არის შეზღუდული.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
გენფერონ ლაითი უფრო ეფექტურია კომპლექსური მკურნალობის დროს.
ანტიბაქტერიულ, სოკოს საწინააღმდეგო, ანტივირუსულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას ფიქსირდება მოქმედების სათანადო გაძლიერება ისე, რომ საბოლოო
ჯამში მიიღწევა მაღალი თერაპიული ეფექტი.
ჭარბი დოზირება
გენფერონ ლაითის ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული. ექიმის მიერ დანიშნული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა შემდგომი 24 სთ-ის განმავლობაში. ამის შემდეგ შესაძლებელია მკურნალობის ჩვეული რეჟიმით გაგრძლება.
განსაკუთრებული მითითება
პრეპარატისგამოყენებანაწლავისმწვავეინფექციებისდროს
ბავშვებში გამოხატული ფაღარათის დროს სანთლის შეკავება შესაძლებელია შემდეგი პროცედურებით: პრეპარატი შეიყვანება დეფეკაციის შემდეგ, ბავშვი გარკვეული დროის განმავლობაში უნდა იყოს მუცელზე დაწოლილ მდგომარეობაში (სანთლის შეყვანიდან 10-15 წთ).
პრეპარატის გავლენა პოტენციურად საშიში საქმიანობისას
გენფერონ ლაითი არ ახდენს გავლენას პოტენციურად საშიში ისეთი საქმიანობების შესრულების უნარზე, რაც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და სწრაფ რეაქციას (სატრანსპორტო საშუალებების მართვა, ტექნიკა და ა.შ).
შენახვის პირობები და ტრანსპორტირება
ინახება 2°C-8°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
გამოშვების ფორმა
ვაგინალური და რექტალური სანთლები 125 000 სე +5მგ ან 250 00სე+5მგ.
5 სანთელი ალუმინის ფოლგის ან პოლივინილქლორიდის კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში. კოლოფში მოთავსებულია 2 შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.